სიზმრების ახსნა
სიზმარში დისპროპორციების ნახვა
ლოფას მიხედვით
ფილმში "ყველაფერი, რაც გინდოდათ გცოდნოდათ სექსის შესახებ და გეშინოდათ, გეკითხათ" ვუდი ალენმა გვაჩვენა უზარმაზარი მკერდი. ის საშინელ შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანებზე. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ყურადღება ეთმობა მკერდს ახლანდელ დროში, სავსებით გასაგებია, რომ მასთან დაკავშირებული ცვლილებები შთამბეჭდავ გავლენას ახდენს ჩვენს აღქმაზე. სიზმრებში საგნებმა შეიძლება უჩვეულო ფორმა მიიღონ . ეს ხშირად არის დაკავშირებული იმ როლთან, რომელიც ენიჭება საგანს სიზმრის ფარგლებში , ასევე- ამ საგნის ემოციური აღქმის ძალასთან. ემოციური აღქმის ძალა განპირობებულია იმ მნიშვნელობით, რომელსაც სხვა ადამიანებს, საგნებს ან სიტუაციებს ვანიჭებთ . მაგალითად, თქვენ ვერ გაიგებთ ადამიანის მისი ოჯახის სხვა წევრებთან სიახლოვის ხარისხს. სთხოვეთ ამ ადამიანს ბავშვობის სახლის დახატვა ისე, რომ სახლის ოთახები თავისი ზომით შეესაბამებოდნენ მათ მნიშვნელობას ადამიანის მოგონებებში . მაშინვე გასაგები გახდება ოჯახის თითოეული წევრის ემოციური აღქმის ძალის სიდიდე. ჩვენ ხშირად "ვზომავთ" ამ საგანთან დაკავშირებულ პოზიტიურ ან ნეგატიურ გამოცდილებას ჩვენზე მისი ემოციური ზემოქმედების ფარგლებში და, შედეგად, ამ საგნის "ემოციური" ზომები ჩვენს ქვეცნობიერში აღიბეჭდება. მაგალითად, კაცს, რომელიც თავის თავს დათრგუნულად გრძნობს თავისი ცოლის გამო, შეიძლება დაესიზმროს უზარმაზარი ზომის კოვზი, რომლითაც ბავშვობაში თავში არტყამდნენ ურჩობისთვის.