რატომ გვესიზმრება ფეხმძიმე ქალი
საერთო სიზმრის ახსნის მიხედვით
ფეხმძიმობა - რეალურ ცხოვრებაში სასიხარულო ამბავია, სიზმარში ნანახ ასეთ სიუჟეტს კი, შესაძლოა უსიამოვნებები მოჰყვეს. ამ სიზმრის ახსნა დამოკიდებულია მისი ნახვისას განვითარებულ მოვლენებსა და სხვა წვრილმან დეტალებზე. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ის ვარიანტები, რომლებსაც სიზმრის ახსნის სხვადასხვა საშუალებები გთავაზობთ.
რატომ გვესიზმრება ფეხმძიმე ქალი
მილერის მიხედვით
თუ მსგავსი სიზმარი მომავალ დედას ესიზმრება, ეს შეიძლება მიანიშნებდეს ოჯახური მდგომარეობის მოსალოდნელ არეულობაზე ან იმაზე, რომ მომავალი ბავშვები არც თუ ისე ლამაზები დაიბადებიან. თუ სიზმრის ნახვა მოხდა ფეხმძიმობის დროს, ეს ნიშნავს, რომ ქალს მარტივი და უპრობლემო მშობიარობა ელის.
რატომ გვესიზმრება ფეხმძიმე ქალი
ნოსტრადამუსის მიხედვით
საკუთარი თავის ფეხმძიმედ ნახვა, მომავალ უსიამოვნებებს მიანიშნებს. ისინი შეიძლება უმნიშვნელო იყოს, თუმცა დაკავშირებული იქნება მატერიალურ მდგომარეობასთან. თუ სხვა არის ფეხმძიმედ - ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა ფული გესესხოთ.
ფეხმძიმე ქალის დასიზმრება
ვანგას მიხედვით
ბავშვის მოლოდინში საკუთარი ფეხმძიმობის ნახვა - რეალურად კარგი მოვლენების ნიშანია. თუ ქალი ორსულად არ არის, ასეთი სიზმარი შესაძლოა მალე ჩასახვის მიმანიშნებელი იყოს. თუ ბავშვის გაჩენა თქვენს სამომავლო გეგმებში არ შედის, მაშინ მსგავსი სიზმრის ნახვა, სავარაუდოდ მომვალ ავადმყოფობაზე მიგანიშნებთ. თუ სხვას ხედავთ ორსულის როლში - მოულოდნელ შემოსავალს მიიღებთ. თუ მამაკაცს ესიზმრება, რომ მისი ცოლი ან საყვარელი ქალი დედობისთვის ემზადება - მის მიმართ ძლიერ გრძნობასა და პრობლემებისგან დაცვაზე მიუთითებს. ზოგადად, ფეხმძიმობაზე სიზმრები, წარმოადგენს პირად ცხოვრებაზე ზრუნვის შედეგად განცდილ ემოციებს, შვილის გაჩენის სურვილს. მსგავსი სიზმრების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები.
ფეხმძიმე ქალის დასიზმრება
ისლამური სიზმრის ახსნის მიხედვით
თუ ქმარს ესიზმრება, რომ ცოლი ბავშვს ელოდება - კარგი ამბების გაგების ნიშანია, წარმატებული ცხოვრება დაგეწყებათ. როცა ქალს ესიზმრება საკუთარი ფეხმძიმობა - შანსი მოგეცემათ ქონებისა და შემოსავლის გაზრდის, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. თუ გაუთხოვარ ქალს ან ქალიშვილს ესიზმრება მსგავსი რამ, მალე დაქორწინდებიან. თუ ასაკოვანმა ქალმა ნახა საკუთარი თავი ორსულად სიზმარში, ეს ნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.
ფეხმძიმე ქალის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
საერთო ჯამში, მსგავსი სცენარის სიზმარი შეიძლება ასახავდეს ადამიანის შემოქმედებით მხარეს, სქესობრივ სიმწიფეს, ფინანსურ წარმატებას. სიზმრის სწორად ახსნისთვის, საჭიროა დეტალებზე ყურადღების გამახვილება. თუ ბავშვის მოლოდინში საკუთარ თავს ახალგაზრდა ქალი ხედავს, ეს მიანიშნებს მის სულიერ სიმწიფეზე, ზრდასრულ ასაკში გადასვლასა და თვითანალიზის გაკეთების უნარზე. მეორეს მხრივ, ასეთი სიზმარი, შეიძლება დაკავშირებული იყოს აქტიურ სექსუალურ ცხოვრებასთან მენსტრუალური ციკლის გარკვეულ პერიოდებში. ფეხმძიმობა შეიძლება დაესიზმროს ქალს, რომელიც მართლა ელოდება ბავშვს. სიზმარი წარმოადგენს მისი შიშებისა და ღელვის შედეგს. მაგალითად, მომავალ ბავშვზე ღელვის გამო, შეიძლება დაგესიზმროთ, რომ ის რაიმე ნაკლით ან ავადმყოფობით დაიბადა. მრავალნაყოფიან ფეხმძიმობაზე სიზმარი მიანიშნებს, რომ მშობიარობის წინ ქალი ღელავს და ეშინია, რომ ვერ გაართმევს თავს დედის მოვალეობებს. ეს ახსნა ეხებათ მამაკაცებსაც, თუ ისინი სიზმარში საკუთარ თავს ორსულად ხედავენ.
ფეხმძიმე ქალის დასიზმრება
ეზოთერიკული სიზმრის ახსნის მიხედვით
ეზოთერიკის მიმდევრების ახსნით, ასეთი სიზმარი ფულადი ზარალის და დიდი ხარჯების მიმანიშნებელია. თუ სიზმრის მნახველი თავად არის ფეხმძიმედ, ეს ნიშნავს, რომ ზარალი თქვენი მიზეზით არ იქნება გამოწვული, ხოლო თუ სხვას ხედავთ ფეხმძიმის როლში - ვიღაც ფულს გესესხებათ და აღარ დაგიბრუნებთ. ამიტომ, ასეთი სიზმრის შემდეგ, ფრთხილად იყავით ფულის გასესხებასთან.
ფეხმძიმე ქალის დასიზმრება
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ახალგაზრდა გოგო ხედავს საკუთარ თავს ფეხმძიმედ - შესაძლოა მოატყუონ. თუ ზრდასრული ქალი ხედავს - მალე სასიხარულო ამბავს გაიგებს, ხოლო მამაკაცისთვის მსგავსი სიზმარი ნიშნავს, რომ მალე სერიოზულ საკითხებს დაგეგმავს. თუ დიდი მუცლით სხვას ხედავთ - ეს ნიშნავს, რომ საქმეები აგერევათ. თუ მომავალი ბავშვის სქესი გაიგეთ და ბიჭია - მატერიალური კეთილდღეობა გელით, შემოსვალი გაგეზრდებათ, მოგებას ნახავთ, ხოლო თუ გოგოა - მოულოდნელი ინტიმური ურთიერთობა გექნებათ.
ფეხმძიმე ქალის სიზმარში ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი თვლიდა, რომ მსგავსი სცენარი ზუსტად აიხსნება და მალე ჩასახვას ნიშნავს. თუ ქალის ცხოვრებაში პოტენციური მამა არ არსებობს, მაშინ მალე შეხვდება მას და შექმნის მყარ ოჯახურ კავშირს. მამაკაცს შეიძლება დაესიზმროს საკუთარი ორსულობა იმ შემთხვევაში, თუ მამობაზე და მშობლის ინსტინქტების რეალიზებაზე ოცნებობს.