მოკლედ ფულის მიხედვით
ლოფას მიხედვით
ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული წყარო, რომელშიც ნებისმიერი "ფინანსური" სიზმარი უკიდურესად კრიტიკულად აიხსნება: პოვნა- მოულოდნელი მოგების მიღება; ბანკნოტების მიცემა- გაუთვალისწინებელი ხარჯები და ოჯახში გაუგებრობები ; ხელში დაჭერა- ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამიერიდან მხოლოდ ზედმიწევნით გააზრებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და მხოლოდ მაშინ გელოდებათ მოგება; ფულის გასესხება- ფინანსური პრობლემები, გაფრთხილება, რომ რეალობაში არ ასესხოთ, იმიტომ რომ შეიძლება არ დაგიბრუნონ . ძველი დროიდან ითვლებოდა, რომ სიზმარში მონეტების ნახვა ცრემლებს მოასწავებდა. თანაც, არ აქვს მნიშვნელობა, რა ღირებულების და რომელი მეტალისგან არის - ოქროსგან, ვერცხლისა თუ სპილენძისგან. სხვანაირად განიმარტება სიზმარი შემდეგ შემთხვევებში: ქრება- სწორად აკეთებთ, რომ რეალობაში საეჭვო შეთავაზებაზე უარს ამბობთ, რადგან ის დაპირებულ მოგებას არ მოგიტანთ, ხოლო კაპიტალს დაკარგავთ; ასევე ეს შეიძლება გამოხატავდეს თქვენს გარემოცვაში არსებულ არაპატიოსან ადამიანს , რომელსაც გვერდი უნდა აუაროთ და მასთან საქმეები არ იქონიოთ; დაგესიზმრათ კუპიურები და ძაღლი- გეშინიათ, რომ თაღლითობა ან არაპატიოსანი საქმე გამოვლინდება და თქვენს საქმეს დააზარალებს; იმის ნახვა, თუ როგორ არ უნდა თქვენს ნაცნობს ვალის დაბრუნება, მოასწავებს შეხვედრას მეგობრებთან, რომლებიც ძალიან მოგენატრათ, მაგრამ ძალიან დიდხანს არ გინახავთ; აღება- ძალიან ღელავთ წვრილმანების გამო, გაიხედეთ ირგვლივ- ყველაფერი კარგადაა; სიზმარში იმის ნახვა, ვინც სესხის დაბრუნებას ითხოვს- თავი აარიდეთ საეჭვო დაბანდებას და ღონისძიებებს. ისინი მოგებას არ მოგიტანთ; მეგობარი ნებისმიერ თანხას ითხოვს- გიღალატებთ ადამიანი, რომელთანაც ზედმეტად გულწრფელი იყავით ; აზარტული თამაშის თამაში და მისი წაგება- თავი აარიდეთ მოულოდნელ გაცნობას და ურთიერთობების საეჭვო წრეს; ვალის გასტუმრება ნიშნავს, რომ სასიამოვნო თავგადასავლების ძიებისთვის გაემგზავრებით. სიზმარში ნებისმიერი სარისკო ღონისძიება არის ცხოვრებაში რეალური უსიამოვნებების პირდაპირი პროექცია.
რატომ გვესიზმრება ფული
მილერის მიხედვით
მილერის ახსნაში ფული სათანადოდ არის დაფასებული. თუ ხელში ბევრ კუპიურას ხედავთ , მოემზადეთ ფინანსებთან დაკავშირებული ყველა თქვენი განზრახვის განსახორციელებად. თქვენ აკვირდებით იმას, რომ ფული ხელებში დნება, მიცურავს, თქვენ მას აძლევთ ან ნებისმიერი გზით კარგავთ - ფხიზლად იყავით, სერიოზული დანაკარგი გელოდებათ. თუ ბანკნოტებს ხედავთ, თვლით მათ, და აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ მათ აკლია ან არ გყოფნით, ნიშნავს, რომ თქვენმა ფინანსურმა მდგომარეობამ ახლა მაქსიმუმს მიაღწია, და ჯერჯერობით მეტზე არ უნდა იფიქროთ. იმ შემთხვევაში, თუ გასესხეს ფული, ყურადღება მიაქციეთ საქმეების დღევანდელ ვითარებას რეალობაში. შესაძლებელია, რომ ზედმეტად მფლანგველი ხართ. ასე უნდა განაგრძოთ თუ შეგიძლიათ, რომ ზედმეტ ხარჯებს გვერდი აუაროთ?
რატომ გვესიზმრება ფული
ცვეტკოვის მიხედვით
სპილენძის- სევდა, უიღბლობა იმაში, რაც გსურდათ; ვერცხლის- ცრემლები; ქაღალდის- ამბები, ტყუილი; ოქროს- უბედურება; გაცემა- მოულოდნელი სიმდიდრე; ვალის დაბრუნება- გამოჯანმრთელება; შერჩევა- იღბალი.
ფული
აიურვედას მიხედვით
თუ სიზმარში ფული მიიღეთ, ეს აყვავებაზე მეტყველებს. თუ გესიზმრებათ, რომ ფულს აძლევთ, ეს სიზმარი ფულის გასესხების თქვენს უნარს ასახავს.
ფული
ზოგადი ახსნის მიხედვით
ალბათ, იმ მომენტიდან, როდესაც გაჩნდა ცნება "ფული", კაცობრიობა სხვადასხვანაირად ცდილობს მის შესახებ სიზმრების განმარტებას. ერთნი ამბობენ, რომ მონეტები ცრემლებს მოასწავებს, სხვები- წვიმას, დანარჩენები საერთოდ უარყოფენ ამ სიზმრის მნიშვნელობას. შეუსწავლელ საკითხებში ჯობია , რომ ყურადღება მივაქციოთ აღიარებული სპეციალისტების აზრს.
ფული: რას გვეუბნება ვანგას ახსნა
ვანგას მიხედვით
ამ წყაროში ფულის თემაზე განმარტების მხოლოდ ორი ვარიაცია არსებობს- ის ან დახეულია, ან ნაპოვნი. არავისი ფული არ არსებობს წარმოსახვაშიც კი. ნაპოვნი ფული სიზმრის მნახველს აფრთხილებს იმას, რომ უფრო ფრთხილად უნდა იყოს და გათვალვას უნდა უფრთხოდეს. ნუ აიღებთ სხვისას! ნებისმიერი მითვისებული ნივთი რეალობაში შეიძლება წყევლა გახდეს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. არ მიიღოთ მონაწილეობა აფიორებსა და არასანდო ღონისძიებებში. ეს არაფერი კარგით არ დასრულდება. დახეული ფული დანაკარგს მოასწავებს, რომელიც საწყენი და მოულოდნელი იქნება. მაგალითად, შეიძლება გაგძარცვონ. თუ გაძლევენ ფულს და თქვენ მას ხელში იღებთ- ეს კარგი ნიშანია ! იგივეა, როცა თქვენ აძლევთ მას. თუმცა, ნაღდი ფულის გადათვლა არც ისე კარგია. ნუ ხართ მერკანტილური, თორემ უბედურება არ აგცდებათ. ეცადეთ, კრიტიკულად შეხედოთ ყველა თქვენს ხარჯს და ურთიერთობებს მათთან, ვინც თქვენ გარშემოა. შესაძლოა, დახმარებაში უარი უთხარით მას, ვისაც ის ნამდვილად სჭირდებოდა და ამან შეიძლება დიდი უსიამოვნება გამოიწვიოს.
ფული: რას გვეუბნება ფროიდი
ფროიდის მიხედვით
ფროიდის მიხედვით, ყველაფერი (ან თითქმის ყველაფერ), რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, მის სექსუალურობასთან არის დაკავშირებული ან რამენაირად ასახავს ამ ასპექტში მის არსებულ მდგომარეობას. თუ კუპიურებს აძლევთ- იპოვით ცხოვრების მეგზურს ან , როგორც მინიმუმ, მუდმივ პარტნიორს. სავსე საფულის ნახვა ბობოქარ სექსს ნიშნავს. სავსებით შესაძლებელია, რომ ძალიან მალე შეხვდებით ადამიანს, ის დიდი ხნის ნანატრ სიახლოვეს გაჩუქებთ, ან ისევ იგრძნობთ თქვენი პარტნიორის ვნებას. აღება- ახლო ადამიანში დადებით თვისებებს დაინახავთ. არ არის აუცილებელი ამ სიზმრის ახსნა სექსუალური კუთხით. შესაძლოა, კარგი ნაცნობი სესხის აღებას გაპატიებთ. თუ კაცი ხედავს კუპიურებს, რომლებიც არ უნდა გაჩენილიყო, მას მალე დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება, რომელიც შეუძლია საყვარელზე ზრუნვისთვის, ან ცოლისა ან შეყვარებულისთვის საჩუქარზე დახარჯოს.როდესაც დაკარგულს ეძებთ- ეს არის ექიმთან მიმართვის საბაბი, რადგან თქვენი ჯანმჯრთელობა უარესდება.
ფული: სიზმრების ამხსნელი ფურცევის მიხედვით
ოჯახური ახსნის მიხედვით
საუკუნეების განმავლობაში ფულის ფსიქოლოგია ადამიანის გონებისთვის საშიშად ითვლებოდა. ძველი დროიდან ბევრი მოაზროვნისთვის ფული ბოროტების ( ხოცვა-ჟლეტის, მკვლელობის, სიხარბის) სიმბოლოდ ითვლებოდა. სწორედ ამ დასკვნებზე აფუძნებდა "ფინანსური" სიზმრების თავის განმარტებებს ეს მეცნიერი. ნებისმიერ შემთხვევაში, სიზმარში ნანახი კუპიურები ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას მოასწავებს. თუ ვალის დაბრუნებას ითხოვთ, და არ გიბრუნებენ,- სტუმრად ელოდეთ ნათესავებს. ქვეცნობიერად უკვე დარწმუნებული ხართ, რომ შეხვედრა გარდაუვალია, და მთელი ძალებით მისი თავიდან აცილებას ცდილობთ. ძალიან ცუდი სიზმარია- კარტების ან ნებისმიერი სხვა აზარტული თამაშების თამაში. შეგიძლიათ, ჩათვალოთ ის ზუსტ გაფრთხილებად ზემოდან იმის შესახებ, რომ უკიდურესად ფრთხილი უნდა იყოთ ახალ ნაცნობებსა და სხვადასხვა ავანტიურაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან.