სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ მუზეუმი
მილერის მიხედვით
სიზმარში მუზეუმის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრ სხვადასხვა მოვლენას გადაიტანთ და თავისი ცხოვრებისეული პოზიციის გამყარებისკენ მიისწრაფვით. სასარგებლო ცოდნას მიიღებთ, რომელიც იმის საშუალებას მოგცემთ, რომ უკეთ გამოავლინოთ თავისი თავი და მნიშვნელოვნად გადაუსწროთ თქვენს თანატოლებს კულტურის დაუფლებაში. თუ გესიზმრებათ უგემოვნოდ მოწყობილი მუზეუმი უშნო ექსპოზიციით, რეალობაში ცხოვრება იმედგაცრუებისთვის ბევრ საბაბს მოგცემთ.
რატომ გვესიზმრება გამოფენა
ცვეტკოვის მიხედვით
მასზე ყოფნა- იღბლისკენ; ნახატების დაკიდება- ჯილდო; ჩამოხსნა- უმადურობა, იმედგაცრუება
რატომ გვესიზმრება მუზეუმი
ცვეტკოვის მიხედვით
ცვლილებების მონაცვლეობა; მშობლები ან წარსული, დაკავშირებული მშობლებთან
სიზმრის მნიშვნელობა ექსკურსიის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ექსკურსიაზე წასვლა - ეს სიზმარი ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ახლობლებისგან რაღაც საიდუმლოს დამალვას ცდილობთ , რომელიც თქვენს ინტიმურ ცხოვრებას ეხება. რატომღაც გგონიათ, რომ ისინი არ მოიწონებენ იმას, რასაც გაიგებენ. სიზმარში ექსკურსიის გიდი ხართ- საკმარისი გამოცდილება დაგიგროვდათ იმისთვის, რომ ის სხვებს გაუზიაროთ. შემდეგ ჯერზე, როდესაც სექსით დაკავდებით, შეეცადეთ, არა მხოლოდ მიიღოთ სიამოვნება, არამედ რამე ასწავლოთ თქვენს პარტნიორს.
სიზმრის მნიშვნელობა ექსპონატის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში მუზეუმის ექსპონატების დათვალიერება- ეს სიზმარი ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემა გაწუხებთ, რომლის გადაჭრაც რთული საქმის მეშვეობით გიწევთ. სინამდვილეში, უბრალოდ გეზარებათ მისი გადაჭრა; გირჩევნიათ, დახმარებას დაელოდოთ. სიზმარში თავად ხართ მუზეუმის ექსპონატი- ეს ალბათ უცნაური და განმაცვიფრებელი მოგეჩვენებათ, მაგრამ თქვენ მიერ ნანახი სიზმარი ექსჰიბიციონიზმისკენ თქვენს მიდრეკილებას ამტკიცებს.