კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ მღვიმე
მილერის მიხედვით
სიზმარში მღვიმის ნახვა, რომელიც მთვარის საიდუმლო სინათლით არის განათებული , ნიშნავს, რომ ბევრ სირთულეს შეხვდებით და თქვენი წარმატებები უმნიშვნელო იქნება მტრების მიერ შექმნილი შეფერხებების გამო. ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება. მღვიმეში ყოფნა ცვლილებებს მოასწავებს. შესაძლოა, განეშორებით მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია. ახალგაზრდა ქალისთვის მღვიმეში ყოფნა შეყვარებულსა ან მეგობართან ერთად ნიშნავს, რომ მას უწესრიგო ადამიანი უყვარს და ის ნამდვილ მეგობრებს დაკარგავს.
რატომ გვესიზმრება გამოქვაბული
ცვეტკოვის მიხედვით
ლამაზი გამოქვაბული წყაროთი- იმედი შეიძლება გამართლდეს; შესვლა- სურვილების ასრულება
რატომ გვესიზმრება მღვიმე
ცვეტკოვის მიხედვით
ამაღელვებელი თავგადასავლები პირადში ( თუ შეხვედით); დაგივიწყებენ; ვნებიანი ურთიერთობები ქალთან; ქალისთვის- ის თვითონ ან მისი გრძნობები; გოგონასთვის- საეჭვო ქორწინება ან კავშირი.
სიზმარის მღვიმის ნახვა
ლოფას მიხედვით
თუ ნანახი გაქვთ სერიალი "კუნგ-ფუ", ალბათ, პირველი შთამბეჭდავი ეპიზოდი დაგამახსოვრდათ: დევიდ კერრე-დაინი მღვიმეში იმყოფებოდა ; მან აკვამლებულ მუგუზალს მოჰკიდა ხელ და ვეფხვისა და გველეშაპის კონტური ამოწვა საკუთარ კანზე. ამგვარად, დაოსის მონაზვნის რიტუალი დასრულებულია. მღვიმე არქეტიპიური სარიტუალო ადგილია. მღვიმეები ადამიანის პირველი საცხოვრებელი იყო. ამიტომაც სიზმარში ხშირად ვგრძნობთ მღვიმეებით პირველყოფილ გატაცებას . ინიციაცია არის ტერმინი, რომელსაც გამოიყენებდა იუნგი ზრდასრულებისა და სიმწიფეში გადასვლის აღსანიშნავად. იუნგი თვლიდა, რომ ადამიანმა რამდენიმე რიტუალი უნდა ჩაატაროს, ისინი კი სწორედ მღვიმეში სრულდება. საუკუნეთა განმავლობაში მღვიმეები წმინდა თავშესაფრად ითვლებოდა გარშემო სამყაროს საფრთხეებისგან. ასევე- ადგილად, სადაც გაურკვევლობისა და მოსალოდნელი საფრთხის წინაშე ძლიერი იყო ცალკეული ინდივიდის ძალა. იმის მიუხედავად, რომ მღვიმე ადამიანების სიზმრების ცენტრალური ელემენტი აღარ არის, მას მაინც აქვს თავისი მნიშვნელობა: პატარა ოთახები ჩვენთვის ძვირფასი ნივთებით წარსულიდან, მყუდრო საძინებლები ან კაბინეტები, სარდაფის სახელოსნოები , განმარტოებისა და სიმშვიდის სხვა ადგილები. მსგავს ჩაკეტილ სივრცეში შეიძლება რამე დაბრკოლებას შეხვდეთ, რომელიც სახიფათო არ არის, მაგრამ საკმაოდ რეალურია. ამ თავსმოხვეულ რეალობას მღვიმის შინაგანი სამყარო ქმნის. რეალობის ამ საგანთან ერთად ყოფნა მღვიმეში ინიციაციის აქტის შესრულებას ნიშნავს. გესიზმრებათ, რომ მღვიმეს ტოვებთ? შესაძლოა, მაშინვე იგრძნობთ ერთიანობას სამყაროსთან. სიმშვიდე, რომელსაც გრძნობთ, ბუნების საიდუმლოებსა და კოსმოსთან სრული მიკუთვნების გრძნობიდან გამომდინარეობს .
სიზმრის მნიშვნელობა გამოქვაბულის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ გამოქვაბული, ეს მოწმობს იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენთვის დამახასიათებელია საკუთარი გრძნობების დამალვა. მათი გამოვლინების გეშინიათ, რადგან ფიქრობთ, რომ ამით შეიძლება პარტნიორი გააცინოთ ან ის არასასიამოვნოდ გააოცოთ. ერთი უბრალო რამ უნდა გაიგოთ- სექსი ვერ იტანს გრძნობების შეკავებას. არაფერია იმ გრძნობებზე უფრო გულწრფელი, რომლებსაც სექსის დროს გამოხატავთ. ისინი, პირველ რიგში, თქვენს გულწრფელობასა და ვნებას მოწმობს. ასე რომ, თამამად გამოხატეთ თქვენი გრძნობები!
სიზმრის მნიშვნელობა მღვიმის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, როგორ იმალებოდით მღვიმეში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რეალურ ცხოვრებაში სექსუალურ ცხოვრებას ყველანაირად ერიდებით. ამის მიზეზი არის შიში, რომ შორეულ წარსულში დაშვებულ შეცდომას გაიმეორებთ. არ იცით, რას კარგავთ. ამას გარდა, თუ პარტნიორთან სანდო ურთიერთობები გაქვთ, ის ტკივილს ვერ მოგაყენებთ.