სიზმრების ახსნა
რატომ გვესიზმრება გაუთოება
ცვეტკოვის მიხედვით
საქმეების მოწყობა
რატომ გვესიზმრება უთო
ცვეტკოვის მიხედვით
საქმეების გაუმჯობესება
სიზმარში უთოს ნახვა
ლოფას მიხედვით
უთო ყოფაცხოვრების საგანია და დიასახლისების მტერი. როდესაც საკუთარ თავს კონკიას ადარებთ, ალბათ, კითხვა გიჩნდებათ: ხომ არ შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში რამე? უთო კონფლიქტის და დაქვემდებარების სიმბოლოა, თუ არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ადამიანისთვის აუთოებთ. მაგრამ, როგორც წესი, უთო გვესიზმრება უბრალოდ როგორც საყოფაცხოვრებო საზრუნავის ანარეკლი. ამიტომაც დაფიქრდით, რამდენად მოსაწყენი გახდა თქვენი ცხოვრება,- იქნებ, დადგა დრო, რომ ის გაამრავალფეროვნოთ?
სიზმრის მნიშვნელობა უთოს შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში უთოთი დაიწვით- რაღაც უპატიოსნო საქციელი ჩაიდინეთ იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც კარგად არ იცნობთ, თუმცა მას თქვენთვის არაფერი ცუდი გაუკეთებია, ასე რომ თქვენი ანტიპათია საერთოდ უსაფუძვლოა. უთო იატაკზე დაგივარდათ- მრისხანების დროს ან ძლიერი აშლილობის გამო შეიძლება ზედმეტი რამ უთხრათ თქვენს საყვარელ ადამიანს, და ეს, ბუნებრივია, საკმაოდ სერიოზულ კამათს გამოიწვევს. არც თქვენ, არც თქვენს პარტნიორს არ გინდათ, რომ პირველი შერიგდეთ.