სიზმარში გაზელის ნახვა
ცხოველების ახსნით
მისი სიმბოლიკა ანტილოპას, ირმის ან თხის სიმბოლიკას ჰგავს. ქრისტიანობაში გაზელი, რომელიც მტაცებელს გაურბის , განასახიერებს სულის დაღწევას ვნებებისგან. ეგვიპტელებში გაზელი, ანტილოპასა და თხასთან ერთად, სეთის ატრიბუტს წარმოადგენს მის ტიფონურ ასპექტში. ჰორუსი, რომელიც გაზელს ფეხებქვეშ თელავს, არის გამარჯვება ტიფონურ ძალებზე. ბერძნულ-რომაულ მითოლოგიაში გაზელი დიანას ატრიბუტია. ინდუსებში გაზელი , ანტილოპასთან ერთად, მთვარის ქალღმერთის, ჩანდრას გადაადგილების საშუალებას წარმოადგენს. ასევე ის შივას სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც გაზელებითა და ანტილოპებით შეკაზმულ ეტლზე სეირნობს . გაზელი ან ანტილოპა წარდგენილია მარტორქის ინდუისტურ ზოდიაქოში. ისლამში სულიერ მდგომარეობას განასახიერებს : "ჩემი სული მდელოა გაზელებისთვის!",- იბნ არაბი . შუმერულ-სემიტურ ტრადიციაში ის ასტარტას და ქარიშხლის ღმერთის, მულილის ატრიბუტს წარმოადგენს. ზოგჯერ ღმერთ ეასთან ჩნდება.