კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ბალახი
მილერის მიხედვით
ეს ნამდვილად კარგი სიზმარია, რომელიც ბედნიერ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას გპირდებათ: ვაჭრობასთან დაკავშირებული ადამიანებისთვის ის სიმდიდრის სწრაფად დაგროვებას მოასწავებს; ლიტერატორებისა და არტისტებისთვის- სახელის განთქმას; ყველა შეყვარებულისთვის- სიყვარულის ბობოქარ ზღვაში უსაფრთხო მოგზაურობას. მწვანე ველებზე ამაღლებული მთების ნახვა მოსალოდნელი საფრთხის ნიშანია. თუ სიზმარში, მწვანე მინდვრის გავლის დროს, შეხვდით ადგილებს გამხმარი ბალახით, ეს ავადმყოფობას ან საქმეებში გართულებებს მოასწავებს. სიზმარი მწვანე და ახალი ბალახის შესახებ ბედნიერი ნიშანია. გამხმარი ბალახი იმედგაცრუებას მოასწავებს.
დაგესიზმრათ გაზი
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ გაზის სუნს გრძნობთ, ეს რომელიმე მეგობრის მიმართ შესაძლო უსამართლო დამოკიდებულების მომასწავებელია, რის გამოც ბოლოს და ბოლოს მწარედ ინანებთ. თუ სიზმარში გაზით მოწამლვის გეშინიათ- უსიამოვნებებს ელოდეთ, რაც თქვენი დაუდევრობის და მფლანგველობის ბრალი იქნება. თუ გაზს ანთებთ, ნიშნავს, რომ მალე რთული მდგომარეობიდან გამოსავალს იპოვით. გაზის ჩაქრობა ცუდი ნიშანია, ეს სიზმარი ბედნიერების დანგრევას მოასწავებს.
დაგესიზმრათ დახლი
მილერის მიხედვით
სიზმარში დახლის ნახვა მეტყველებს იმაზე, რომ საქმით გატაცება და მის მიმართ ცოცხალი ინტერესი არ მისცემს სიზარმაცესა და არაჯანსაღ სურვილებს თქვენს ცხოვრებაში შეღწევის საშუალებას. სიზმარში ცარიელი და ჭუჭყიანი დახლების ნახვა უიღბლო წამოწყებებს მოასწავებს, რომლებიც დიდ შფოთსა და მღელვარებას გამოიწვევს.
დაგესიზმრათ ლიმონათი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ლიმონათს სვამთ- სხვებს კონკურენციას გაუწევთ, წარადგენთ რა ფინანსური სახსრების გაზრდის თქვენს გეგმებს სხვების დასაკმაყოფილებლად, და ყველაფერი ეს- თქვენი ხარჯების ფასად.
დაგესიზმრათ მაღაზია
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ საქონლით სავსე მაღაზია, - ნიშნავს, რომ წარმატება და აყვავება გელოდებათ. თუ სიზმარში მაღაზია ცარიელია, ნიშნავს, რომ რამის მიღწევის ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდება და კამათი გელოდებათ. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი მაღაზია იწვის, ნიშნავს, რომ საქმეებს ორმაგი ენერგიით დაიწყებთ . ამას გარდა, რაღაც სასიამოვნო გელოდებათ. თუ სიზმარში უნივერმაგში აღმოჩნდით, ეს ნიშნავს, რომ შემოსავლის სხვადასხვა წყარო ბევრ სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ სიზმარში ერთ-ერთ უნივერმაგში საქონელს ყიდულობთ, ნიშნავს, რომ თქვენი საქმეები წარმატებულად მიმდინარეობს თქვენი ენერგიისა და მეგობრების მხარდაჭერის წყალობით. თუ გესიზმრებათ, რომ რომელიმე ქალისთვის ჭუჭყიანი რუხი ფერის ბამბის ხელთათმანებს ყიდულობთ, ნიშნავს, რომ თქვენი დამოკიდებულება მდედრობითი სქესის მიმართ ჩიხში შეგიყვანთ. თუ მსგავსი სიზმარი ქალს დაესიზმრება, ნიშნავს, რომ მისი რჩეული მასზე არც ისე კარგი აზრისაა. თუ სიზმარში სუფთა და გრილ სასურსათო მაღაზიაში ხართ, ეს დალაგებული, კომფორტით სავსე ცხოვრების მომასწავებელია.
დაგესიზმრათ მინდორი
მილერის მიხედვით
სიზმარში მინდვრის ნახვა ახლობლებთან ბედნიერ შეერთებას ნიშნავს , რაც თქვენი სახლის სამომავლო კეთილდღეობის ბრწყინვალე პერსპექტივის მომასწავებელია.
დაგესიზმრათ მინერალური წყალი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ მინერალურ წყალს სვამთ, იღბალს მოასწავებს, რომელიც თქვენს ძალისხმევებს ხელს შეუწყობს, და მალე დატკბებით შესაძლებლობებით, რათა თქვენი დიდი ხნის ვნებიანი სურვილები დაიკმაყოფილოთ.
რატომ გვესიზმრება ბალახი
ცვეტკოვის მიხედვით
ბალახზე სიარული- დაბრკოლება; მწვანე- იმედი; ბალახის ჭამა, ყნოსვა- გამოაშკარავება, კამათი, საქმეებში გართულება; სიზმარში სამკურნალო ბალახის მიღება - კრიზისი; ნუგეში და საქმეების დასრულება.
რატომ გვესიზმრება მაღაზია
ცვეტკოვის მიხედვით
ყიდვა- დანაკარგი საქმეებში ან მძინარის ხელყოფა პირადში; საყიდლების ზედმიწევნით არჩევა - მცირე მოგება.
რატომ გვესიზმრება მინდორი
ცვეტკოვის მიხედვით
მინდორში სეირნობა- დაბრკოლებები; მძინარის პირადი საქმეები; მინდორში წოლა- პირადში დაკმაყოფილება; დაბრკოლებები აღარ იქნება; მინდვრის გადაკვეთა- იმედი მალე ასრულდება.
რატომ გვესიზმრება მინდორი
ცვეტკოვის მიხედვით
კაცისთვის- ქალი ისეთია, როგორც გამოიყურება სიზმარში მინდორი: მწვანე- ახალგაზრდა; გამხმარი- მოხუცი ან ქვრივი; ყვავილებით- ჭირვეული; ქალისთვის მინდორი- თვითონ ის, მისი ინტიმური ცხოვრება.
რატომ გვესიზმრება ფარდული
ცვეტკოვის მიხედვით
მცირე დანაკარგი
რატომ გვესიზმრება ყიდვა
ცვეტკოვის მიხედვით
დახლში, მაღაზიაში- საქმეებში დანაკარგი, მძინარის ხელყოფა; ბაზარზე- ჭორები; რამე კონკრეტულის ყიდვა- ნაყიდ საგანთან დაკავშირებული დანაკარგი; საჭმლის ყიდვა ( ღარიბებისთვის)- მოგება, (მდიდრებისთვის)- ზარალი ; რამით ცდუნება; რამეზე დათანხმება
სიზმარში გასტრონომის ნახვა
ლოფას მიხედვით
უნივერმაგებისა და ბუტიკებისგან განსხვავებით, რომლებიც მრავალფეროვნებასა და არჩევანის სიმდიდრესთან ასოცირდება, გასტრონომში აუცილებლობის შემთხვევაში მივდივართ. გასტრონომში შესვლა ნიშნავს, რომ თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობთ. ნახეთ გასტრონომში ის, რასაც ეძებდით? გაწყობთ გასტრონომი თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თუ მანქანის სათადარიგო დეტალების ან სხვა არასაკვები საქონლის ყიდვა გინდოდათ ? შესაძლოა, პასუხს იქ არ ეძებთ, სადაც უნდა ეძებდეთ? დანარჩენი მყიდველები მშვიდად იქცევიან თუ ღელავენ? იქნებ, თქვენი ან სხვისი მოთმინება მთავრდება და მზად ხართ, იყვიროთ: "იქნებ, გეყოფათ?". ეს იმის ნიშანია, რომ მეწყვილის, შესაბამისი სამუშაოს ან სხვა ასპექტის ძებნაში სირთულეებს განიცდით.
სიზმარში უნივერმაგებისა და სუპერმარკეტების ნახვა
ლოფას მიხედვით
სუპერმარკეტი დიდი ხნის განმავლობაში კაპიტალიზმის განსახიარებად ითვლებოდა. ბევრი ადამიანი ნამდვილ სიამოვნებას იღებს დიდ სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში სიარულისგან, არჩევანის მრავალფეროვნების ყურებისგან . თუმცა, ზოგჯერ არჩევანის გაკეთება რთულია. სიზმარში დიდი სავაჭრო ცენტრების ნახვა დიდი, ან ზედმეტად დიდი არჩევანის არსებობას ნიშნავს. ეს შეიძლება იყოს იმის შეხსენება, რომ ბოლო დროს ძალიან მფლანგველი ხართ. დამოკიდებული თქვენს მსყიდველობით უნარზე, სავაჭრო ცენტრებში წასვლა თქვენს თავდაჯერებულობასა და კომპეტენტურობაზე მეტყველებს, არჩევანის მრავალფეროვნების გათვალისწინებით. თუ თქვენ წინაშე წარდგენილია რეალური მაღაზიებისთვის საქონლის სტანდარტული ასორტიმენტი, ყურადღება მიაქციეთ საგნებს, რომლებმაც ყველაზე მეტად დაგაინტერესათ,- ისინი სიზმრის ახსნისთვის ცენტრალურ დეტალებს წარმოადგენს . თუ სიზმარში გამყიდველები შეგხვდათ, ამ სიზმარს მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ ამ გამყიდველებს იცნობთ. შესაძლოა, თავს ვინმეს წინაშე ვალდებულად გრძნობთ ან ვიღაც თქვენი მხრიდან გარკვეულ ქმედებებს ელოდება. თქვენთვის საჭირო საქონელი მაღაზიებში არ მოიპოვება, ან პირიქით, ის ჭარბი რაოდენობითაა? ეს თავისებური მეტაფორაა- წონასწორობის ან მისი არარსებობის ინდიკატორი თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. თუ გამყიდველები ვერ გეხმარებიან იმის მოძებნაში, რაც გჭირდებათ, ალბათ, დამატებით ენერგიას ეძებთ პიროვნული ზრდისთვის გარე წყაროებში, მაშინ როცა თქვენი შინაგანი რესურსები უნდა გამოიყენოთ.
სიზმარში ძუ-ირმის ნახვა
ცხოველების ახსნით
ხშირად გამოისახება სიცოცხლის ხესთან ერთად. ამერიკელ ინდიელებში ძუ ირემი ფეხების სისწრაფეს გამოხატავს. ბუდიზმში ძუ ირემს კანონის ბორბლის თითოეულ მხარეზე გამოსახავენ , სარნატში ირმების პარკში ბუდას ლოცვის შესახებ შეხსენების ნიშნად , რომელმაც ეს ბორბალი აამოძრავა. ძუ ირემი გამოხატავს მედიტაციას, მოკრძალებას და სინაზეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ის ჩინური ბუდიზმის სამიდან ერთ-ერთ უგრძნობო არსებას წარმოადგენს, რომლებიც სასიყვარულო ვნებას განასახიერებენ. ვეფხვი მრისხანებას, ხოლო მაიმუნი- სიხარბეს ნიშნავს. კელტებში ძუ ირემი ზებუნებრივი ცხოველია ფერიების სამყაროდან , და ღვთის დესპანს წარმოადგენს. ძუ ირმის ტყავი რიტუალური ტანისამოსის სახით გამოიყენება. ნადირობის ქალღმერთ ფლიდასს აქვს ძუ ირმით შეკაზმული ეტლი. ჩინელებში ძუ ირემი დღეგრძელობას, მაღალ წოდებას, სამსახურში დაწინაურებას, სიმდიდრეს გამოხატავს. ჩინურად სიტყვა "ძუ ირემი" ჟღერს ისე, როგორც სიტყვა "შემოსავალი". ეგვიპტელებში ძუ ირემი იზიდა ფოკიელს ეძღვნება; ბერძნებში- არტემიდას, აფინას, აფროდიტას და დიანას, როგორც მთვარის ქალღმერთებს, და ასევე- აპოლონს. იაპონელებში ძუ ირემი დღეგრძელობის ღმერთების ატრიბუტია , და, ამავდროულად, მარტოობისა და მელანქოლიის სიმბოლო, თუ ნეკერჩხალთან ასოცირდება.