კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ გიტარა
მილერის მიხედვით
თუ საკუთარ თავს ხელში გიტარით ხედავთ ან გიტარას უკრავთ, ეს კარგი ნიშანია: მოულოდნელად ახალ საინტერესო საზოგადოებაში მოხვდებით, სადაც თქვენს დიდ სიყვარულს შეხვდებით. თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს გიტარას გაწყვეტილი სიმებით- ეს ნიშნავს, რომ სიყვარული უცებ სევდითა და ცრემლებით შეიცვლება. თუ სიზმარში მან გიტარის ხმა გაიგონა, ის რეალობაში წინ უნდა აღუდგეს არაგულწრფელობასა და მლიქვნელობას, რომელთა უკანაც მისთვის საფრთხე იმალება. სიზმარი გიტარას შესახებ კაცს აფრთხილებს, რომ თავქარიანი გატაცება ელოდება. ეს სიზმარი შეიძლება თქვენს სახლში მშვიდი წონასწორობის ხანგრძლივ პერიოდსაც ნიშნავდეს.
დაგესიზმრათ მუსიკა
მილერის მიხედვით
სიზმარში მუსიკა სასიამოვნო დროის ტარებას გპირდებათ. მელოდიური სასიამოვნო მუსიკა კმაყოფილებასა და სულის დამშვიდებას მოასწავებს. დისჰარმონიული მელოდია, რომელშიც უხეში ბგერები ისმის, თქვენთვის ურჩ ბავშვებთან ან ოჯახის წევრებთან უსიამოვნებებს მოასწავებს.
დაგესიზმრათ მუსიკალური ინსტრუმენტები
მილერის მიხედვით
სიზმარში მუსიკალური ინსტრუმენტების ნახვა დიდი ხნის ნანატრ სიამოვნებას მოასწავებს. თუ ისინი გაფუჭებულია- სიამოვნებას არასასიამოვნო კომპანიის ჩარევა შეწყვეტს. თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს ამ სიზმარს, ის მისთვის რეალურ შესაძლებლობას მოასწავებს, რომ გახადოს თავისი ცხოვრება ისეთი, როგორიც მას უნდა.
რატომ გვესიზმრება გიტარა
ცვეტკოვის მიხედვით
მოსმენა ( ქალისთვის) გაფრთხილება , ცდუნება, (კაცისთვის)- მას უღირსი ქალი დასდევს; დაკვრა- ბედნიერება საყვარელ ადამიანთან; გატეხილი- დაშორება, სიყვარულში იმედგაცრუება.
რატომ გვესიზმრება მელოდია
ცვეტკოვის მიხედვით
ლამაზი, ნაცნობი- მეგობრებთან შეხვედრა
რატომ გვესიზმრება მუსიკა
ცვეტკოვის მიხედვით
საიდუმლო დაცინვები ( ქალისთვის); მუსიკის მოსმენა- სასიხრულო ამბავი ; მუსიკა ( კონცერტზე)-ლამაზი- ავადმყოფებისთვის გამოჯანმრთელება; თვითონ მღერი ან უკრავ- იმედგაცრუება, ცრემლები.
სიზმარში მუსიკის ნახვა
ლოფას მიხედვით
თუ მუსიკალური ფონი ყველასთვის სასიამოვნოა, ურთიერთობები გარშემომყოფებთან კარგად ყალიბდება. თუ ვინმეს მუსიკა არ მოგწონთ, თავი უნდა აარიდოთ ამ ადამიანებს. თუ ჟღერს სიმღერა სიყვარულის შესახებ ან მძიმე როკი, არ დაიბნევით, იცით, რაც უნდა გააკეთოთ. სიზმრებში მუსიკალური ფონი გავრცელებული მოვლენაა. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ მუსიკა ტელევიზიასა ან ფილმებში განწყობას ქმნის და პერსონაჟის ხასიათს განსაზღვრავს. საინტერესოა სიზმარში მუსიკის შეთხზვის პროცესი. ეს შეიძლება ბევრ რამეზე მეტყველებდეს, განსაკუთრებით, თუ ამ პროცესის თანმხლებ ემოციებს გავითვალისწინებთ, რომლებიც, თავის მხრივ, დაგეხმარებათ აზრის გაშიფვრაში.
სიზმრის მნიშვნელობა გიტარას შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, როგორ გიტარას უკრავდით, ნიშნავს, რომ მალე რომანტიული გრძნობები უნდა განიცადოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის გაცნობის დროს. სიზმარში იმის მოსმენა ან ნახვა, რომ ვიღაც გიტარას უკრავს, მოწმობს იმას, რომ გულის სიღრმეში რომელიღაც თქვენი ნაცნობის ურთიერთობების გშურთ და განიცდით, რომ ინტიმურ ცხოვრებაში ყველაფერი არც ისე კარგადაა. ნუ გაგიცრუვდებათ იმედი, თითოეული ჩვენგანი თავის ბედნიერებას თვითონ ქმნის .
სიზმრის მნიშვნელობა მუსიკის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ზოგადად, მუსიკას სიზმარში კარგი მნიშვნელობა აქვს , განსაკუთრებით თუ მოგეწონათ ან მისგან დიდი სიამოვნება მიიღეთ. ასეთი სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ჰარმონიულადაა, და საკუთარ თავს ბედნიერ ადამიანს უწოდებთ. ოპტიმიზმით და მომავლის რწმენით სავსე ხართ, დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ. თუ სიზმარში მოუსმინეთ სასიამოვნო მელოდიურ მუსიკას და ის თქვენთვის ნაცნობი იყო, ასეთი სიზმარი თქვენთვის წარსულთან დაბრუნებას მოასწავებს. თანაც დარწმუნებული ხართ, რომ თქვენთვის ამაში კარგი არაფერია, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დიდი ხნის ნაცნობ ადგილებს, ადამიანებს დაუბრუნდებით, მიხვდებით, რომ ცდებოდით. სიზმარში უხეში მუსიკის მოსმენა, რომელიც აღგაგზნებთ, ნიშნავს, რომ მომავალში ისეთი რამის გაკეთება მოგიწევთ, რაც საერთოდ არ გინდათ, მაგრამ საჭირო იქნება. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ამის გამო ინანებთ. თვითონ ასრულებთ მუსიკას რომელიმე ინსტრუმენტზე- მოგბეზრდებათ , რომ მეორეხარისხოვანი ხართ და ინიციატივას თავის ხელებში აიღებთ, რის გამოც საერთოდ არ ინანებთ. შეიძლება ახალი შეგრძნებები განიცადოთ, რომლებიც აქამდე თქვენთვის უცნობი იყო.