კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
გოგონა
აიურვედას მიხედვით
ეს სიზმარი თქვენთვის წარმატებასა და იმედების ასრულებას მოასწავებს .
დაგესიზმრათ გოგონა
მილერის მიხედვით
სიზმარში ჯანმრთელი და ლამაზი გოგონების ნახვა სასიამოვნო პერსპექტივებსა და ოჯახურ სიხარულს მოასწავებს. თუ გოგონა გამხდარი და ფერმკრთალია, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ოჯახში ავადმყოფი გაჩნდება. თუ კაცი საკუთარ თავს გოგონასთან ერთად ხედავს , ეს ცუდი ნიშანია მისი გონებრივი ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ასეთი სიზმარი ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანისთვის თეატრის მსახიობის კარიერას მოასწავებს.
დაგესიზმრათ ქალწული
მილერის მიხედვით
სიზმარში ქალწულის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენს საქმეებში შედარებითი წარმატება გელოდებათ. გათხოვილი ქალისთვის სიზმარში იმის ნახვა, რომ ის ქალწულია , მოასწავებს, რომ მას სინდისის ქენჯნა აწუხებს მისი წარსულის გამო, მაგრამ მისი მომავალიც იღბალს არ ჰპირდება. თუ კი ახალგაზრდა გოგონა სიზმარში ნახავს, რომ უკვე ქალიშვილი აღარ არის, ეს სიზმარი მოასწავებს, რომ ის თავის რეპუტაციას შეინარჩუნებს და გონივრულობას გამოავლენს. კაცისთვის საკუთარი თავის გოგონასთან ერთად ნახვა ნიშნავს, რომ ის მარცხს განიცდის რომელიმე საქმის შესრულებისას. სხვა ადამიანებისთვის მიცემული შეუსრულებელი პირობები მისთვის საზრუნავს მოიზიდავს და საქმეებს გააფუჭებს.
რას გვეუბნება ფროიდის რომანტიული ახსნა სიზმარზე ყოფილი შეყვარებულის (გოგონას) შესახებ
ფროიდის მიხედვით
ხშირად დაშორების მერე შეიძლება დაგვესიზმროს სიზმრები , რომლებშიც ყოფილ შეყვარებულს ისევ კოცნით, ეხუტებით ერთმანეთს. დილით კი სასიამოვნო გრძნობებს განიცდით, ნანობთ დაკარგულის გამო, მაგრამ ამასთან, უხერხულობის გრძნობაც გეუფლებათ. რომანტიული ახსნის მიხედვით, ასეთი სიუჟეტი მეტყველებს იმაზე, რომ კაცს თავდაჯერებულობა აკლია. ამიტომაც სიზმრებში ქვეცნობიერი მას ძველ სასიყვარულო კავშირებთან აბრუნებს, მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. ზოგჯერ სიზმარი მოწმობს იმას, რომ გრძნობები ჯერ კიდევ დარჩა. უბრალოდ გენატრებათ, განსაკუთრებით თუ თქვენი სურვილით არ დაშორებულხართ, და ძალიან ცოტა დრო გავიდა. ამ შემთხვევაში უნდა დაფიქრდეთ, ნამდვილად გსურთ ძველი სიყვარულის დაბრუნება თუ მზად ხართ, წარსული ურთიერთობები დაივიწყოთ. და მხოლოდ ამის შემდეგ შესაბამისად უნდა იმოქმედოთ, მაგალითად, დაბრუნების რეალური მცდელობები განახორციელოთ. ყოფილი შეყვარებული კოცნის შემდეგ გარტყამთ? ახლანდელ ურთიერთობებში უნდა გაერკვეთ. ალბათ, თქვენს ახალ შეყვარებულს თქვენი მხრიდან ყურადღება და სიყვარული აკლია , ამიტომაც ეს კავშირიც ასე დასრულდება. მაგრამ არსებობს შანსი, რომ ასეთი სიზმარი არის უბრალოდ წარსული სიყვარულის შესახებ მოგონება. ქვეცნობიერად მას ჯერ კიდევ იხსენებთ, ის გენატრებათ- ამ სიზმარს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
რატომ გვესიზმრება გაახალგაზრდავება
ცვეტკოვის მიხედვით
შეცდომის დაშვება, მოგატყუეს; უსიამოვნებები ცოტა ხნის წინ გაცნობის გამო; ავადმყოფებისთვის- გაუარესება.
რატომ გვესიზმრება გოგონა
ცვეტკოვის მიხედვით
უკეთესობისკენ, სიმდიდრისკენ; მოცეკვავე- სიყვარული, კოცნა- სასიხარულო მოულოდნელობა.
რატომ გვესიზმრება მანდილოსანი
ცვეტკოვის მიხედვით
მორთული- ჩხუბი და მოულოდნელი ჭორები
რატომ გვესიზმრება საყვარელი
ცვეტკოვის მიხედვით
მასთან ურთიერთობები ( როგორც ხედავ); კაცისთვის- საქმეების მსვლელობა; კაცი კვდება- ურთიერთობები გაირკვევა; ქალი კვდება- რამეს გაბედავ; სადმე მიდიან- დაშორება
რატომ გვესიზმრება სიზმარი ყოფილი შეყვარებულის (გოგონას) შესახებ
მილერის მიხედვით
დაგესიზმრათ ყოფილი, რომელიც ორსულადაა და ახლა განიცდით? ის სინამდვილეში შეიძლება თქვენგან არ არის ორსულად, და ურთიერთობების აღდგენაც არ მოგიწევთ. ალბათ, ეს იმის ნიშანია, რომ ახალი ურთიერთობები სხვა გოგონასთან წინა ურთიერთობებზე უფრო ბედნიერი იქნება . ახალ ურთიერთობებს უფრო სერიოზულ დონეზე გადასვლის შანსიც აქვს - თქვენი რჩეული მალე ცოლიც გახდება.
რატომ გვესიზმრება სიზმარი ყოფილი შეყვარებულის (გოგონას) შესახებ
ეზოთერიკული ახსნით
როდესაც სიზმრები ყოფილი შეყვარებულის შესახებ მეორდება, მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ . თუ ყოფილს თითქმის ყოველ სიზმარში ნახულობთ, რეალობაში თქვენს ურთიერთობებში ბევრი უთქმელობა და პრეტენზია დარჩა. შესაძლოა, რეალურ ცხოვრებაში ისევ დალაპარაკებას აქვს აზრი , რათა ყველაფერი გადაწყვიტოთ და მეგობრული კავშირის დამყარება სცადოთ. მნიშვნელოვანია ასეთი არასაჭირო აზრებისგან განთავისუფლება, მათთან გარკვევა, საკუთარი თავისთვის მაინც, რათა გაუმკლავდეთ განცდებს და განაგრძოთ ცხოვრება.
რატომ გვესიზმრება უცნობი გოგონა
ოჯახური ახსნის მიხედვით
კაცის სიზმარში უცნობი ქალი განიშნებთ, რომ მალე შეცვლით თქვენს დამოკიდებულებას ქალბატონების მიმართ. ქალისთვის მსგავსი სიუჟეტი მეტყველებს იმაზე, რომ თავისი ხასიათის რომელიღაც თვისებებს ის არ აღიარებს და ვერ იღებს.
რატომ გვესიზმრება უცნობი გოგონა
ჩინური ახსნის მიხედვით
სიზმრების ძველი ახსნის თანახმად , უცნობი გოგონა ასოცირდება სიზმრის მნახველის სულთან, მის გეგმებსა და განწყობასთან. თუ უფრო ყურადღებით დააკვირდებით დეტალებს, გაიგებთ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რეალურად ამ სიტუაციის მიმართ. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ დამახასიათებლებს: მას მკაფიოდ ვერ ხედავთ- უმნიშვნელო უსიამოვნებების მაუწყებელია; ორსული გოგონა- მიისწრაფვით ცვლილებებისკენ და მზად ხართ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის; გაწეწილი, უსუფთაო გოგონა- დაცემული სულის სიმბოლოა; სველი- ფანტაზიების სამყაროში ხართ ჩაფლობილი; სისხლში- ვნებით ტანჯავთ თქვენს სულს; უცნობი ქალი გარბის- ცხოვრების შესახებ ცრუ წარმოდგენა გაქვთ, საკუთარ თავს ვერ პოულობთ; უცნობი ქალის გაგდება- საკუთარ ემოციებს და აზრებს ვერ უმკლავდებით, გაქვთ სულიერი დახმარების მოთხოვნა; დახმარებისთვის გეძახით- სინდისის ქენჯნა გაწუხებთ, რასაც რეალობაში ვერ აცნობიერებთ; გაუპატიურებული უცნობი ქალი- მოგონილი მიზეზების გამო საკუთარ თავზე ძალადობთ; მტრულად განწყობილი- საკუთარ თავს უღალატეთ; გაჩვენებთ შეგუებას, მორჩილებას- განსაცდელი გელოდებათ, რათა სულიერი განვითარება განაგრძოთ; ეშმაკობა, ვერაგობა გამოავლინა- საკუთარ თავს სხვისი აზრის მეშვეობით აფასებთ, თქვენი პიროვნების შესახებ სხვის წარმოდგენებს ენდობით; უცნაურად მოძრაობდა- საკუთარ თავს ატყუებთ.
რატომ გვესიზმრება უცნობი გოგონა
ქალების თანამედროვე ახსნის მიხედვით
სიზმარი მშვენიერი, იდუმალი უცნობი ქალის შესახებ ხშირად მოასწავებს ასეთივე ქალთან რეალურ ცხოვრებაში შეხვედრას.ბევრი ძალა უნდა დახარჯოთ, რომ მისი საიდუმლო ამოიცნოთ და მის მიმართ მიდგომა იპოვოთ.
რატომ გვესიზმრება უცნობი გოგონა
ცვეტკოვის მიხედვით
მოცეკვავე უცნობი ქალი სიმდიდრეს მოასწავებს. თუ მან გაკოცათ, მალე სასიხარულო მოვლენა გელოდებათ.
რატომ გვესიზმრება უცნობი გოგონა
ლოფას მიხედვით
თუ კაცს ესიზმრება, როგორ ვნებიანად კოცნის უცნობ გოგონას, ფრთხილად უნდა იყოთ. შესაძლებელია უიღბლობები, სირთულეები, ღალატი. ასეთი სიზმრის შემდეგ ჯობია , რომ რამდენიმე დღით უარი თქვათ ხელშეკრულებებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერაზე. თუ სიზმარში კოცნა არ მოგეწონათ, ის უხერხული იყო, მალე საკუთარ იდეალებში იმედი გაგიცრუვდებათ.
რატომ გვესიზმრება უცნობი გოგონა
მილერის მიხედვით
ავტორის ახსნის თანახმად , უცნობი ქალი, უმეტეს შემთხვევაში, მოულოდნელ სიხარულს გამოხატავს. თუ ქალი სიზმარში ხედავს, თუ როგორ კეკლუცობს უცნობი ქალი მის მეუღლესთან , რეალობაში ურთიერთობებში რაღაც უთანხმოება არსებობს ცარიელი ეჭვიანობის გამო. როდესაც უცნობი ქალი სიზმარში გიტყუებთ, გეხუტებათ და ჩუმადაა, სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენ წინააღმდეგ შეთქმულება არის ჩაფიქრებული. დააკვირდით გარემოცვას, შესაძლოა, არაკეთილმოსურნეებს ამოიცნობთ. გაიხსენეთ, როგორ გამოიყურებოდა გოგონა. თუ ის ლამაზი და ჯანმრთელია, სასიამოვნო საზრუნავი გელოდებათ. ფერმკრთალი, გამხდარი უცნობი გოგონა გაფრთხილებთ, რომ მალე ვიღაც ოჯახში ავად გახდება.
რატომ გვესიზმრება უცნობი გოგონა
ზოგადი ახსნის მიხედვით
იმისთვის, რომ სწორად გავშიფროთ სიზმარი უცნობი გოგონას შესახებ, სიზმრების უმეტესი ახსნის რეკომენდაციებს უნდა მოვუსმინოთ. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ სიუჟეტის რაც შეიძლება მეტი დეტალი გვახსოვდეს. რას აკეთებდა ის, რას გრძნობდით უცნობი გოგონას მიმართ და რა მოიმოქმედეთ. ამის საფუძველზე უფრო ზუსტ განმარტებას მიიღებთ.
რატომ გვესიზმრება ქალი
ცვეტკოვის მიხედვით
მძინარის სული; შავთმიანი- ჭორები; მოხუცი- ჩხუბი; ქალის ყურება - ტყუილი მეგობრების მხრიდან; უცნობი ქალის კოცნა - ფული; შიშველი- იმედგაცრუება, ავადმყოფობა; მოხუცი, მახინჯი- კამათი, უბედურება; ახალგაზრდა უცნობი ქალი- ქალისთვის- უსიამოვნება, კაცისთვის- საქმეებში ცდუნება; ძალიან ლამაზი - ახალი შესაძლებლობები ; გრძელი ლამაზი თმით - ჯანმრთელობა; გაჩერებთ- საბედისწერო გაფრთხილება, უიღბლო საქმეები; ვუალის ქვეშ- სიკვდილი; ქალი სცემს ( კაცისთვის)- გამარჯვება სიყვარულში; (ქალისთვის)- მოწინააღმდეგე ან ავადმყოფობა; დედას ჰგავს ( ქალებისთვის)- მალე გათხოვება, (კაცებისთვის)- საეჭვო იღბალი საქმეებში.
რატომ გვესიზმრება ყოფილი შეყვარებული (გოგონა)
ზოგადი ახსნის მიხედვით
სიზმრის განმარტება, რომელშიც თქვენი ყოფილი შეყვარებული ნახეთ, სიზმრების სხვადასხვა ახსნაში განსხვავებული იქნება. ბევრი რამეა დამოკიდებული სიუჟეტზე, ემოციებზე, რომლებიც სიზმარში განიცადეთ. მოდით გავერკვიოთ, რას ნიშნავს მსგავსი სიზმარი. ქვეცნობიერის თვალსაზრისით ამ სიზმრის ახსნა საკმაოდ მარტივია. ურთიერთობები დასრულდა, მაგრამ გრძნობები დარჩა ან ბიჭი მძიმედ განიცდის დაშორებას, კავშირი უცებ შეწყდა, რეაქციაც შესაბამისია- შეყვარებული სიზმრებში ხშირად ჩნდება. ამ შემთხვევაში , სიზმარში ჩნდება როგორც ურთიერთობების აღდგენა, ისე მძიმე დაშორება- სიუჟეტები იცვლება მდგომარეობის შესაბამისად. პირველ რიგში, განმარტებისას მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, რომელი ემოციები განიცადეთ სიზმარში ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრის დროს, რა ვითარებაში მოხდა ყველაფერი. სიზმრების ამხსნელების უმეტესობა ერთ აზრში თანხმდებიან: სიზმარში პოზიტიური შეგრძნებები მეტყველებენ იმაზე, რომ დროა, დასვათ წერტილი და გაუშვათ ეს ადამიანი თქვენი აზრებიდან. სექსი ყოფილ შეყვარებულთან მეტყველებს იმაზე, რომ მასზე შურის ძიებისკენ, რამენაირად თვითდამკვიდრებისკენ მიისწრაფვით. არსებითად, ქვეცნობიერ სურვილს სიზმარში განახორციელებთ, მას აანაზღაურებთ. ასეთი განმარტება განსაკუთრებით აქტუალურია, თუ თვითონ გოგონამ მოახდინა დაშორების პროვოცირება, და თქვენ ეს არ გინდოდათ. სიზმარი შეიძლება ნეგატიურმა შეგრძებებმა გამოიწვიონ, განსაკუთრებით თუ დაშორება მძიმე, მოულოდნელი იყო. მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც განმარტება შეიძლება დადებითი იყოს. ამიტომაც გავარკვიოთ დეტალები, თუ რატომ გვესიზმრება ყოფილი შეყვარებული .
რატომ გვესიზმრება ყოფილი შეყვარებული (გოგონა), რომელიც დღემდე გიყვართ
ხასსეს მიხედვით
ხშირად სიზმრები ყოფილი შეყვარებულის შესახებ უნდა განვმარტოთ არა სიზმრების ახსნის, არამედ ფსიქოლოგების დახმარებით. როდესაც ნანახ სიზმარს იხსენებთ და სწორედ დარჩენილ გრძნობებზე აკეთებთ აქცენტს, შესაძლოა, უბრალოდ გსურთ, რომ ყველაფერი ხელახლა სცადოთ. რა გაკავებთ ასეთი ნაბიჯისგან? ამჯერად ყველაფერი ხომ შეიძლება სხვანაირად , უფრო კარგად მოხდეს. მარცხის შემთხვევაში, უკვე საბოლოოდ გაწყვეტთ კავშირს, დასვამთ წერტილს. როგორ მიხვდეთ, რომ ცდა ღირს? თუ გოგონა სიზმარში მხიარული, მომღიმარე იყო, მიწერეთ ან დაურეკეთ მას. სიზმარში თავისი ყოფილების ნახვა ცუდი არ არის, და არაფერს ცუდს არ მოასწავებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოვლენები, გრძნობები და ემოციები იყო სიზმარში, ახალ შეყვარებულთან ნუ განიხილავთ მას. შეყვარებულს , უკეთეს შემთხვევაში , ეწყინება, უარეს შემთხვევაში- ის სკანდალს და გარჩევებს მოაწყობს. უბრალოდ გაარკვიეთ სიზმარი დეტალურად, და დატოვეთ ძველი შეცდომები წარსულში.
რატომ გვესიზმრება შეყვარება
ცვეტკოვის მიხედვით
საქმეების მოულოდნელი შემოტრიალება ( გააჩნია, ვინ შეგიყვარდათ)
როგორ განმარტავს სიზმარს ყოფილი შეყვარებულის (გოგონას) შესახებ თანამედროვე ახსნა
თანამედროვე ახსნის მიხედვით
სიზმრების ამ ახსნაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სიზმრებს ყოფილების შესახებ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბევრი ადამიანი ყოფილ პარტნიორებს სიზმრებში საკმაოდ ხშირად ნახულობს. მაგრამ იმისთვის, რომ მათი აზრი გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ შეგრძნებები მათი ნახვის შემდეგ. თუ ყოფილი შეყვარებული სხვა ბიჭთან ერთობა, და ამას ღალატად აღიქვამთ, სინამდვილეში ურთიერთობებს ვერ აღადგენთ. ამიტომაც ბედნიერება სხვასთან უნდა ეძებოთ, და აზრები წარსულის შესახებ თავიდან უნდა მოიშოროთ. დაგესიზმრათ, რომ ყოფილი შიშველია- ეს არის გაფრთხილება, რადგან შიშველი სხეული მზაკვრულ სიცრუეს, ტყუილებს მოასწავებს. ამიტომაც, ფრთხილად იყავით უახლოეს დროს, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები, ან არაკეთილმოსურნეების გეგმები გამოააშკარაოთ.
სიზმარი ყოფილი შეყვარებულის ( გოგონას) შესახებ
ქალების თანამედროვე ახსნის მიხედვით
სიზმრის გაგებისთვის, ყურადღება მიაქციეთ გარემოს და თქვენს ქმედებებს. თავიდან დაიწყეთ ურთიერთობები ყოფილთან? მალე სხვას შეხვდებით, რომლის მიმართაც ნამდვილი გრძნობები გაგიჩნდებათ. სიზმარში ნახეთ ყოფილი ახალ შეყვარებულთან ერთად? რეალობაში ახლანდელი შეყვარებულისგან სიურპრიზი გელოდებათ. ალბათ, ის რთული არჩევანის წინაშე დაგაყენებთ, თანაც, საუბარი ღალატს არ შეეხება. თუ სიზმარში თქვენი ყოფილი შეყვარებული მოიყვანეთ ცოლად, პირად ცხოვრებაში ცვლილებებს ელოდეთ. თანაც, ისინი ყოფილთან დაკავშირებული არ იქნება- არსებობს ალბათობა, რომ მალე თქვენს ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით.
სიზმარი ყოფილი შეყვარებულის ( გოგონას) შესახებ
ცვეტკოვის მიხედვით
ცვეტკოვი ამ სიზმარს დადებითად განმარტავს. მსგავსი სიზმრების უმეტესი ნაწილი მოასწავებს სიმშვიდეს, რომელიც დადგება ცხოვრებაში უახლოეს მომავალში. თუ ამასთან, თქვენი ყოფილი შეყვარებულის ქორწილს ხედავთ, რეალობაში მას მშვიდად გაუშვებთ. ამის წყალობით, ცხოვრებას ხელახლა დაიწყებთ, ხელახლა განიცდით ახალი გრძნობების ჯადოსნობას უკვე სხვასთან. ამიტომაც ასეთმა სიუჟეტმა უფრო თავდაჯერებული უნდა გაგხადოთ, ძალა მოგანიჭოთ, რათა წარსული სიყვარული დაგავიწყოთ. ეს შეიძლება უბრალოდ სიგნალი იყოს- ნუ იტყვით უარს ბედნიერებაზე, რათა არ გამოტოვოთ ნამდვილი მეორე ნახევარი მხოლოდ მოგონებების გამო.
სიზმარში ყოფილი შეყვარებულის (გოგონას) ნახვა
ლონგოს მიხედვით
ხშირად სიტუაციას სიზმარში რეალურ ცხოვრებაში აბსოლუტურად საწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს . თუ ნახეთ ყოფილი შეყვარებული , რომელიც ატირებულია, ის სერიოზულად იტანჯება, კვდება კიდეც, სინამდვილეში ყველაფერი კარგადაა, მას ბედნიერებასაც უსურვებთ. როდესაც ყოფილი შეყვარებული მხიარული, სიცოცხლით სავსეა, რეალურად ყველაფერი არც ისე კარგადაა. სავსებით შესაძლებელია, რომ მას დახმარება სჭირდება. თუ ამ მომენტისთვის დღემდე ურთიერთობთ, მას უნდა დაუკავშირდეთ, ჰკითხოთ, სჭირდება თუ არა მხარდაჭერა, შეგიძლიათ თუ არა რამით დაეხმაროთ.
სიზმრის მნიშვნელობა ქალწულობის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში ქალწული/ვაჟიშვილი ხართ, ეს ნიშნავს , რომ რეალურ ცხოვრებაში ზედმეტად მორიდებული ხართ , ამიტომაც თქვენ მიმართ იშვიათად თუ უჩნდებათ სექსის სურვილი. თქვენს ღირსებებს გაცნობიერებულად ამცირებთ, რითიც მათ შეუმჩნეველს ხდით.
უცნობი გოგონა
ხასსეს მიხედვით
დააზუსტეთ, კონკრეტულად როგორი უცნობი ქალი დაგესიზმრათ: მოხუცი- შეხვდებით ჭორებს, იმედგაცრუებას; ლამაზი და ახალგაზრდა- გელოდებათ სიხარული, რაღაც ფასეულობების (არამატერიალურის) მფლობელი გახდებით; ორსული- უსიამოვნებებს უნდა ერიდოთ, ვიღაცამ შეიძლება თქვენზე იჭორაოს; გაბრაზებული- დაუმსახურებლად გაწყენინებენ; შავგვრემანი- უარი თქვით გამარჯვებაზე იმ მომენტში, როდესაც მიზანს თითქმის მიაღწევთ. არ დაექვემდებაროთ სისუსტეს, რათა იღბლიანი შანსი არ გამოტოვოთ; ქერა- მალე თქვენი ინტერესების შესაბამის საქმეს იპოვით, თანაც ეს ბევრ დროს არ წაგართმევთ. თუ სიზმარში უცნობ გოგონას ეჩხუბეთ, თქვენს გეგმებს ვიღაც ამოიცნობს და უფრო მალე განახორციელებს. თუ ამ მომენტისთვის მნიშვნელოვან პროექტს ან ღონისძიებას გეგმავთ, ეცადეთ , რომ თქვენი აზრები სხვებს არ გაუზიაროთ.