სიზმარში გრიფონის ნახვა
მითიური ცხოველების ახსნით
ზღაპრული ცხოველი არწივის თავით და ბრჭყალებით, ლომის სხეულით, მაგრამ ფრთების გარეშე. გამოიყენება ჰერალდიკაში. გამოხატავს მზეს, ცას, განთიადის ოქროს ფერს, ასევე არწივისა და ლომის თვისებების გაერთიანებას. როგორც საგანძურის დამცველი, ის სიფხიზლესა და სამაგიეროს ნიშნავს. აღმოსავლეთში გრიფონი, გველეშაპთან ერთად, სიბრძნესა და და განათლებას გამოხატავს . ძველ საბერძნეთში, როგორც მზის ცხოველი, ის აპოლონს ეძღვნებოდა; როგორც სიბრძნის განსახიერება- აფინას; როგორც სამაგიეროს სიმბოლო- ნემეზიდას. ქრისტიანობაში გრიფონი ნიშნავს ბოროტებას, ეშმაკს, რომელსაც სულები მიაქვს, ასევე მათ, ვინც ქრისტიანებს დევნიდა. მოგვიანებით, დანტეს თანახმად, ის გამოხატავდა ქრისტეს ორმაგ ბუნებას და პაპის როლს, როგორც სულიერი და საერო მბრძანებლის .