დაგესიზმრათ კარნავალი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ კარნავალში იღებთ მონაწილეობას, მოასწავებს იმას, რომ მალე არაჩვეულებრივი გართობით ან დასვენებით ისიამოვნებთ. კოსტიუმირებული კარნავალი ნიღბებითა და მასხრების უშნო და სასაცილო ფიგურებით სახლში განხეთქილებას ნიშნავს . კომერციული საქმეები არადამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს , ხოლო სიყვარული ორმხრივი არ იქნება.
დაგესიზმრათ მასკარადი
მილერის მიხედვით
სიზმარში მასკარადზე ხართ - ნიშნავს, რომ სულელურ და მომაკვდინებელ სიამოვნებას დაექვემდებარებით და საქმეებსა და ოჯახურ ვალდებულებებს უკუაგდებთ. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს , რომ ის მასკარადში მონაწილეობს, ეს ნიშნავს, რომ მას მოატყუებენ.
დაგესიზმრათ მხიარულება
ხასსეს მიხედვით
რატომ გვესიზმრება მხიარულება? ხასსე ამბობს, რომ თუ სიზმარში ადამიანი ზეიმობს, ან მხიარულობაში მონაწილეობას იღებს, დაუკმაყოფილებლობა გელოდებათ.
დაგესიზმრათ ნიღაბი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ნიღაბში ხართ , დროებით გართულებებს ნიშნავს: თქვენი დამოკიდებულება თქვენთვის ძვირფასი ადამიანის მიმართ მის მიერ არასწორადაა აღქმული , ხოლო მისთვის დახმარების თქვენი მცდელობა მას არასწორად ესმის. მაგრამ ამ განსაცდელს ღირსეულად შეხვდებით , და ის თქვენთვის სასარგებლო იქნება. სხვები ნახეთ ნიღბებში- ეს იმის ნიშანია, რომ სიყალბესა და შურს ებრძვით. სიზმარში ნიღბის დათვალიერება ნიშნავს, რომ რომელიღაც ადამიანი გიღალატებთ და თქვენი საქმეები დაზარალდება. თუ ახალგაზრდა ქალს დაესიზმრა, რომ ის ნიღაბს ატარებს, - ეს ნიშნავს, რომ ის მოატყუებს ადამიანს, რომელსაც მის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება აქვს. თუ მან მოიხსნა ნიღაბი ან ის ხედავს, რომ სხვებიც იხსნიან,- ეს მისთვის გაფრთხილებაა, რომ ის მარცხს განიცდის სხვებისგან მისით აღფრთოვანების მიღწევის მცდელობისას. სიზმარი უბიძგებს მას მეტი თავმდაბლობისა და საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისკენ.
დაგესიზმრათ პარკი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა , რომ მოვლილ პარკში სეირნობთ , სასიამოვნო დასვენებას ნიშნავს . თუ შეყვარებულთან ერთად სეირნობთ - ქორწინებაში მშვიდი და ბედნიერი იქნებით. უშნო პარკი ბალახისა და სიმწვანის გარეშე მოულოდნელი უიღბლობის ნიშანია.
დაგესიზმრათ ქუჩა
მილერის მიხედვით
სიზმარში ქუჩაში სეირნობა უბედურებისა და მღელვარების ნიშანია. იმედი გაგიცრუვდებათ სასურველი მიზნის მიღწევაში. თუ გესიზმრებათ, რომ წყვდიადში თქვენთვის ნაცნობ ქუჩაზე სეირნობთ შორეულ ქალაქში , ნიშნავს, რომ მალე იმოგზაურებთ, და ეს არც მოსალოდნელ სიხარულს, არც სარგებელს მოგიტანთ. თუ სიზმარში ქუჩა განათებულია , ნიშნავს, რომ რომელიღაც გართობაში მიიღებთ მონაწილეობას, რომელიც მალე დამთავრდება და არ გაგახალისებთ. თუ სიზმარში ქუჩაში მირბიხართ იმის შიშით, რომ მკვლელი დაგეწევათ, ეს ნიშნავს, რომ სარისკო ნაბიჯის გადადგმას გარისკავთ სამსახურში დაწინაურების ან სიამოვნების ძიების გულისთვის.
დაგესიზმრათ ხეივანი
მილერის მიხედვით
სიზმარში ხეივნის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი ბედი ისეთი კეთილგანწყობილი აღარ იქნება, როგორც ადრე . ბევრი არასასიამოვნო , გამაღიზიანებელი საზრუნავი გაგიჩნდებათ. ახალგაზრდა ქალისთვის სიბნელეში ხეივანზე სეირნობა არის გაფრთხილება , რომ საეჭვო მეგობრები გყავთ, რომლებიც რეპუტაციას შეგილახავთ.
დაგესიზმრათ ხმაური
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში უცნაური ხმაური გესმით - ეს თქვენთვის ცუდ ამბებს მოასწავებს. თუ თქვენი სიზმრის ხმაურმა გაგაღვიძათ- თქვენს საქმეებში იქნება მოულოდნელი ცვლილებები უკეთესობისკენ.
რატომ გვესიზმრება ბილიკი
ცვეტკოვის მიხედვით
ახალი- საქმეებში გარდატეხა; ორი- ცხოვრების გაყოფა
რატომ გვესიზმრება გუგუნი
ცვეტკოვის მიხედვით
ოთახში- უბედურება; ცაში- ამბავი სიკვდილის შესახებ ; ხმამაღალი გუგუნი სიცარიელიდან- ყელის ან გულის ავადმყოფობა
რატომ გვესიზმრება კარნავალი
ცვეტკოვის მიხედვით
საფრთხე ან ტყუილი გელოდებათ
რატომ გვესიზმრება ნადიმი
ცვეტკოვის მიხედვით
დამშვიდობება
რატომ გვესიზმრება პარკი
ცვეტკოვის მიხედვით
დასვენება და ახალი პერსპექტივები ; დაკეტილი ჭიშკარი - დაკარგული შესაძლებლობები ; ლამაზი- სურვილების ასრულება ; ქალისთვის- პაემანი, სიყვარული.
რატომ გვესიზმრება ქუჩა
ცვეტკოვის მიხედვით
სახლის ძებნა - არასწორი ნაბიჯი; სიარული- საქმეების წინსვლა; სეირნობა- ახალი გაცნობა
სიზმარში გასართობი პარკებისა და კარნავალების ნახვა
ლოფას მიხედვით
როგორც მოქმედების ადგილი, გასართობი პარკი ორმაგ გრძნობას იწვევს: მასთან ერთდროულად დაკავშირებულია საუკეთესო და ყველაზე ცუდი მოგონებები. ეს არის მხიარული გართობის ადგილი, რომელიც, ამავდროულად, შეიძლება თავბრუდამხვევი ატრაქციონების ცუდ შედეგებთან ( პირღებინება, გულისრევა) იყოს შეთავსებული . კარნავალი მეხსიერებაში სხვადასხვა აღმაფრთოვანებელ და საშინელ გრძნობას იწვევს. ზოგჯერ კი ჩვენთვის საყვარელი და ახლო ადამიანები შიშის გრძნობას იწვევენ . მაგალითად, მშობლები, რომლებსაც კარნავალები სძულთ , მაგრამ შვილების გულისთვის ითმენენ მათ. შედეგად, ოჯახთან დროის ტარების მხიარული და მეგობრული იდეალური სურათი აგრესიის სცენად გადაიქცევა. ვისთან ერთად მოხვედით კარნავალზე და როგორ ატარებთ დროს? კარნავალები არის ადგილი, სადაც თავს პირობითობისგან თავისუფლად და უზრუნველად გრძნობთ . უკონტროლობისა და სრული ნებადართულობის მდგომარეობა შეიძლება ფრენის და ცხოვრების მშვენიერების გრძნობას განიჭებდეთ. ხშირად ეს სექსუალურ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული. ასეთი თავისუფალი ქცევა ზოგჯერ ადამიანებს აშინებს. რეალურ ცხოვრებაში ისინი გონებით ხელმძღვანელობენ და წესიერების ფარგლებში იქცევიან. საკარნავალო მსვლელობებთან უწყვეტლად დაკავშირებულია ტრიალი და სწრაფი სიარული. ასე, ეშმაკის ბორბალი , იმ პირობით, რომ სიმაღლის არ გეშინიათ,- თქვენი ორგანიზმის სიგნალია იმის შესახებ, რომ დროა, მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნდეთ. თქვენთვის რასთან ასოცირდება ატრაქციონები? სხვა სიტყვებით, რითი ჰგავს თქვენი ცხოვრება "ამერიკულ მთებს", საქანელას ან ნებისმიერ სხვა ატრაქციონს? შესაძლოა, პარკში არ არის ატრაქციონი, რომელზეც სიამოვნებით დასხდებოდით. რომელ ასოციაციებს იწვევს ეს ატრაქციონი და რატომ გინდათ მასზე დაჯდომა?
სიზმარში შორეული ხმების ნახვა
ლოფას მიხედვით
შორეული ხმები შეიძლება სასიამოვნო ან არასასიამოვნო იყოს. ისინი ჩნდება როგორც დამატება სიზმრის გარემოსთვის. მაგალითად, სიზმარს პლიაჟით ან იახტებით შეიძლება თან ახლავდეს ამ გარემოსთვის სტანდარტული ხმები- ზღვის ხმა, თოლიების ყვირილი. ზოგჯერ ხმები მღელვარებას იწვევს. მეხი ან ვინმეს ყვირილი გვაფრთხილებს, თუ სიზმარში მათი გამოჩენის წყარო უცნობია . ზოგიერთი ხმა გვაჯადოებს და მათში გვაძებნინებს გაფრთხილებას ცვალებადი გარემოებების შესახებ . ზოგჯერ კი გვეჩვენება, რომ ისინი რაღაც გზავნილს შეიცავს, რომელიც უნდა გამოვიცნოთ. ეს ხმები ხშირად მხოლოდ ჩვენთვის არის განკუთვნილი - სხვებს ისინი არ ესმით და მათზე არ რეაგირებენ. ზოგჯერ მათში დამალული გზავნილი მხოლოდ გარშემომყოფებს ესმით, ჩვენთვის კი მიუწვდომელია. რეალობაში ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ერთსა და იმავე სიტუაციას სხვადასხვანაირად აღიქვამთ: იმ დროს, როცა სხვები ღელავენ, თქვენ საქმის დადებითად დასრულებაში დარწმუნებული ხართ და პირიქით. ასევე შესაძლოა, რომ გარშემომყოფებს უფრო მგრძნობიარეს თვლით და სიტუაციაში იძულებით ჩარევას აღწევთ. ხშირად გადანაშაულებენ თქვენი ბოსი, მეუღლე ან პარტნიორი იმაში, რომ უყურადღებოდ უსმენთ იმას, რასაც გეუბნებიან? გრძნობთ თუ არა, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც მუქარა გაჩნდა?
სიზმრის მნიშვნელობა ნიღბის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ქალისთვის იმის ნახვა, თუ როგორ იკეთებს კოსმეტიკურ ნიღაბს კანისთვის , - რაღაც წარუმატებლობები გაქვთ სექსუალურ ცხოვრებაში , და მიზეზს თქვენში ხედავთ , თუმცა ყოველთვის ორივეა დამნაშავე . ნუ დაკავდებით თვითგვემით . ნიღბის გადაგდება სექსუალური პარტნიორის შეცვლას ნიშნავს. რამე ახალი მოგინდებათ თქვენს სექსუალურ ცხოვრებაში , და გადაწყვეტთ , რომ ეს "რაღაც ახალი" სხვა ადამიანი უნდა გახდეს. სინამდვილეში, არ უნდა იჩქაროთ, ცოტა ხანი დაელოდეთ, შესაძლოა, თქვენი განწყობა შეიცვლება.