კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ზღვა
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ზღვის მელანქოლიური ხმაური გესმით- ნიშნავს, რომ მოსაწყენი და უნაყოფო ცხოვრება გექნებათ, რომელშიც სიყვარული და მეგობრები არ არსებობენ. სიზმრები ზღვის შესახებ თქვენი მოლოდინების ამაოებას მოწმობს, რადგანაც, როდესაც ხორციელ სურვილებს ექვემდებარებით, მოგენატრებათ სულით დატკბობა, რომელსაც სხეული ვერ ჩაანაცვლებს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის თავის საყვარელთან ერთად ზღვის ზედაპირზე ცურავს- ნიშნავს, რომ მისი ქალური ოცნებები ბედნიერად ასრულდება.
დაგესიზმრათ სუნი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ტკბილ სურნელს შეისუნთქავთ იმის ნიშანია, რომ მშვენიერი ქალბატონი დაგეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და წარმატებულ დაფინანსებაში. სიზმარში საზიზღარი სუნის შეგრძნება- არასასიამოვნო კამათს და არასანდო მომსახურებას ნიშნავს. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ის სასიამოვნო სურნელს შეისუნთქავს- ეს სიზმარის მისთვის საჩუქარს და შესანიშნავ გართობას მოასწავებს.
დაგესიზმრათ ტუმბო
მილერის მიხედვით
სიზმარში ტუმბოს ნახვა- ნიშნავს, რომ თქვენი ენერგიულობა და საქმის ერთგულება სასურველ სიმდიდრეს მოგიტანთ, ეს სიზმარი კარგ ჯანმრთელობასაც მოასწავებს. სიზმარში გაფუჭებული ტუმბოს ნახვა- ნიშნავს, რომ ოჯახური საზრუნავი თქვენს პატივმოყვარე მისწრაფებებს ჩაანაცვლებს. დაოჯეხებულებისა და დაუოჯახებლებისთვის ეს სიზმარი ამაოდ დახარჯულ ძალებს გულისხმობს. თუ სიზმარში ტუმბოსთან მუშაობთ, თქვენს ცხოვრებაში იქნება სიხარულიც და მოსავლიანი საქმეც.
დაგესიზმრათ ქუჩა
მილერის მიხედვით
სიზმარში ქუჩაში გასეირნება- უბედურების და მღელვარების ნიშანია. სასურველი მიზნის მიღწევაში იმედი გაგიცრუვდებათ. თუ გესიზმრებათ, რომ განთიადისას შორეულ ქალაქში თქვენთვის ნაცნობ ქუჩაში მიდიხართ- ნიშნავს, რომ მალე გაემგზავრებით მოგზაურობაში, რომელიც არც მოსალოდნელ სიხარულს, არც სარგებელს მოგიტანთ. თუ თქვენს სიზმარში ქუჩა განათებულია- ნიშნავს, რომ რომელიმე გართობაში მონაწილეობის მიღება მოგიწევთ, რომელიც ძალიან მალე დამთავრდება და არ გაგახალისებთ. თუ სიზმარში ქუჩაში მირბიხართ იმის შიშით, რომ მკვლელი დაგეწევათ- ნიშნავს, რომ სარისკო ნაბიჯს გადადგამთ სამსახურეობრივი დაწინაურების ან სიამოვნების ძებნის გულისთვის.
დაგესიზმრათ ჰაერი
მილერის მიხედვით
ეს სიზმარი საქმეების ცუდ მდგომარეობაზე მეტყველებს და არაფერს კარგს მოასწავებს სიზმრის მნახველისთვის. თუ სიზმარში ნახეთ, რომ ცხელი ჰაერით სუნთქავთ, ნიშნავს, რომ სიბოროტის ჩადენას გაიძულებენ. ცივი ჰაერის შეგრძნება- საქმეებში ჩახლართულობასა და სახლის ურთიერთობებში სირთულეებს ნიშნავს. თუ ნესტიანი ჰაერის ზემოქმედებას გრძნობთ- ეს ნიშნავს, რომ საბედისწერო მოვლენები ცოტა ხნით თქვენს ნებას დათრგუნავენ და სიცოცხლესა და საკუთარ თავში თქვენს რწმენას შეამცირებენ.
რატომ გვესიზმრება ზღვა
ცვეტკოვის მიხედვით
ნაპირზე, პლიაჟზე სიარული- გზა; ზღვაზე ყურება- ამბები შორიდან; ორთქლმავალზე ცურვა- მნიშვნელოვანი ცვლილებები; ლურჯი, ცისფერი წყალი- შეხვედრა; ზღვაში ცურვა- ოცნებების ასრულება; ზღვის სიღრმე- ფარული მღელვარება; სიღრმიდან წყალში ყურება- აუსრულებლობა; ზღვაში ჩაძირვა- საშიშროება სიცოცხლისთვის, საშიში საქმის დაწყება.
რატომ გვესიზმრება სუნი
ცვეტკოვის მიხედვით
სასიამოვნო- დაცვის, იმედი მიღება; არასასიამოვნო- კამათი მეგობართან; ძალიან ძლიერი სუნი, სუნამოს სუნი- ინტრიგები; ცუდი- გამოაშკარავება; კრიზისი, პრობლემის გადაჭრა; ძალიან სასიამოვნო- იმედი არ გამართლდება; ცდუნება.
რატომ გვესიზმრება ტუმბო
ცვეტკოვის მიხედვით
ფულთან დაკავშირებული საქმის დაწყება
რატომ გვესიზმრება ქუჩა
ცვეტკოვის მიხედვით
სახლის ძებნა- არასწორი ნაბიჯი; სიარული- საქმეების წინსვლა; სეირნობა- ახალი გაცნობა.
რატომ გვესიზმრება ჰაერი
ცვეტკოვის მიხედვით
სუფთა, გამჭვირვალე- ყველა მღელვარების და სადარდებელის დასასრული; ნათელი- დაკარგულის დაბრუნება; ბინძური ჰაერი- სევდა, ავადმყოფობა, დანაკარგი; დგას- დიდი ტკივილი; ტრიალებს- მოულოდნელი ცვლილებები, მოულოდნელობები; სუსხიანი- საშიშროება, გაფრთხილება; სუფთა- მძინარის მიმართ სიყვარული, განსაკუთრებით, თუ ჰაერში სასიამოვნო სურნელია- იღბალი და იმედი; ჰაერში ადამიანის სილუეტი გამოჩნდა- ბედის მოულოდნელი შებრუნება, შემთხვევა, რომელიც ამ ფიგურასთან არის დაკავშირებული.
სიზმრის მნიშვნელობა ზღვის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ზღვა, რომელსაც შორიდან ხედავთ, იმაზე მეტყველებს, რომ ახლა ფიქრობთ სექსზე, როგორც რაღაც მიუწვდომელსა ან არარეალურზე. არ ფიქრობთ, რომ მისგან სიამოვნების მიღება შეიძლება. სინამდვილეში, მსგავსი წარმოდგენის მიზეზი არის საკუთარი გარეგნობის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც მოდუნების და სიამოვნების მიღების საშუალებას არ გაძლევთ. მშვიდი ზღვა, რომელსაც ნაპირიდან ან გემიდან უყურებდით, მეტყველებს იმაზე, რომ არ გყოფნით სიმშვიდე, რომელსაც ყველგან ეძებთ, სადაც კი შეიძლება. მალე სიტუაცია შეიცვლება, ყველაფერი დასტაბილურდება და მიიღებთ იმას, რაც არ გყოფნით. თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაც ზღვაში ბანაობს, სიზმარს კარგი მნიშვნელობა აქვს- შეიგიძლიათ, რომ დაეხმაროთ ადამიანს, რომელიც ნახეთ, რომელიმე პრობლემა გადაჭრათ, რომელსაც ვერ უმკლავდებოდით. თუ სიზმარში ზღვაში ბანაობდით, ეს ნიშნავს, რომ ახლა თავს შესანიშნავად გრძნობთ, ყველაფერი გამოდის ისე, როგორც გსურთ და ამის მიზეზი სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრებაა, თუმცა აქამდე მისთვის მნიშვნელობა არ მიგინიჭებიათ. თუ თქვენს სიზმარში გინდოდათ ბობოქარ ზღვაში შესვლა, ამ ღამეს ისეთ სიყვარულს ელოდეთ, რომელიც დიდი ხანია არ გქონიათ და უკვე საერთოდ დაგავიწყდათ, რომ ასეთი სექსიც არსებობს. ამისთვის სპეციალურად არაფერი მოიმოქმედოთ- ყველაფერი თავისით მოხდება. სიზმარში ზღვაში ცურვა- ისეთი რაღაცის გაგებას ცდილობთ, რისი ცოდნაც საერთოდ არ გჭირდებათ. თქვენი ცნობისმოყვარეობა არაფერს კარგს არ მოგიტანთ, მხოლოდ გაგიცრუებთ იმედს.
სიზმრის მნიშვნელობა ფენის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში თმის ფენით გაშრობა- თუ ახლა რომელიმე პრობლემა გაღელვებთ, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, იმისთვის რომ სიტუაცია შეიცვალოს- უბრალოდ აღარ გააანალიზოთ ის და განაგრძოთ ცხოვრება. აი ნახავთ: ყველა პრობლემა დაგავიწყდებათ. ღიმილით გაიხსენებთ იმას, რის გამოც ახლა ცუდ განწყობაზე ხართ.