დაგესიზმრათ ჯემი
მილერის მიხედვით
სიზმარში ჯემს ჭამთ- ეს სასიამოვნო სიურპრიზს და მოგზაურობებს ნიშნავს . თუ ხედავთ, რომ ჯემს აკეთებთ, ეს ქალისთვის სახლში კეთილდღეობასა და ერთგულ მეგობრებს მოასწავებს.
რატომ გვესიზმრება მურაბა
ცვეტკოვის მიხედვით
ჭამა- წარმატება, სასიყვარულო სიამოვნება; ნახვა- ცარიელი ოცნებები .
სიზმრის მნიშვნელობა მურაბის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, თითქოს მურაბას ჭამდით, ნიშნავს, რომ რეალობაში სიამოვნების მიღებისკენ მიისწრაფვით, და საერთოდ არ გადარდებთ, რომელ პარტნიორებთან მიიღებთ მას. გარშემომყოფებმა შეიძლება განგსაჯონ თქვენი ინტიმური კავშირების უწესრიგობის გამო. სიზმარში მურაბის ჭამა- სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ გიყვართ სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება და, ამასთან, საკუთარი ინტერესების შეწირვა. ასეთი მსხვერპლი ოდესმე თქვენს ინტიმურ ურთიერთობებზეც უარყოფითად აისახება- სექსს საკუთარი თავის უკუგდების გარეშე ვერ აღიქვამთ. ასევე თავგანწირვა კარგია, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ საზღვრებამდე.
სიზმრის მნიშვნელობა ჯემის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, როგორ მიირთმევდით ჯემს, ეს მოწმობს იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ავხორცი და გარყვნილი ადამიანი ხართ. ხოლო თქვენი ეროტიული იდეების განხორციელება ზოგჯერ თქვენს პარტნიორებს შოკში აგდებს . ამასთან, არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენთ და ვერ ვიტყვით, რომ კარგი შეყვარებული ხართ. თქვენს გახურებას დიდი ხანი უნდა, და ეს ამოცანა თქვენს მრავალრიცხოვან პარტნიორებს მხრებზე აწვება , რომლებიც სწორედ ამ მიზეზით ხშირად იცვლებიან.