რატომ გვესიზმრება დაბურული ტყეები
ცვეტკოვის მიხედვით
ცვლილებები პირად ცხოვრებაში; ეკლიანი, ხშირი- ფრთხილად იყავი ცვლილებებში ; გამოხვედი- ადგილი სიზმარში იქნება ადგილი რეალობაში .
სიზმარში ჯუნგლის ნახვა
ლოფას მიხედვით
ჯუნგლი გაუგებრობებისა და სირთულეების ადგილია. საკმარისია ცნობილი მეტაფორის, " გაუვალი ჯუნგლების" გახსენება , რომელიც გადმოსცემს, თუ რამდენად არაპროგნოზირებადი, მიუწვდომელი და პოტენციურად საშიშია ის. ჯუნგლებში ყოფნა - რაღაც საგანძურის, წმინდა ცოდნის ძებნას ნიშნავს, რომელიც ჩვეულებრივ კარგად დამალულ, მიუწვდომელ ადგილებში ინახება. ჯუნგლებთან დაკავშირებული საფრთხე კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენს, რომლის გამოც ფასეული ობიექტები სწორედ ჯუნგლებში ინახება. მჭიდროდ აშენებული ქალაქის რაიონები ასევე ჯუნგლების განსახიერებას წარმოადგენს. როგორ აღიქვამთ ჯუნგლებს რეალობაში- როგორც ადამიანურ პროგრესთან შეპირისპირება თუ როგორც საფრთხის წყარო? ზოგიერთისთვის ჯუნგლი ხელშეუხებელი ბუნების სილამაზის ადგილია , სხვებისთვის- საიდუმლოს და საფრთხის განსახიერება. თქვენთან ერთად ვინ არის ჯუნგლებში? ვინ მიგიყვანათ იქ? რას ეძებთ?
სიზმრის მნიშვნელობა ჯუნგლის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, როგორ დაიკარგეთ ჯუნგლებში, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ვერ ერკვევით თქვენს პარტნიორთან ურთიერთობებში . ურთიერთობების გართულების მიზეზი არის თქვენი ეგოისტური ბუნება. არ გსურთ სხვისი გაგება და მხოლოდ თქვენი ინტერესები გაწუხებთ.