დაგესიზმრათ ლამაზი
მილერის მიხედვით
სიზმარში ლამაზი ნივთების ნახვა სიკეთეს ნიშნავს, რომელიც თქვენსა და თქვენს ახლობლებზე გავრცელდება. შეყვარებულისთვის სიზმარში იმის ნახვა, რომ მისი შეყვარებული ლამაზი და საყვარელია, მისთვის ბედნიერ ქორწინებას მოასწავებს. თუ სიზმარში ლამაზი და მიმზიდველი ხართ, ეს იმის ნიშანია, რომ ბედი მოკაშკაშე სინათლით ბედნიერებისთვის გაღვიძებთ. თუ სიზმარში თქვენ ირგვლივ ლამაზ ადამიანებს ხედავთ, ადამიანები გენდობიან, რომლებიც ცხოვრებაში ფეხზე მყარად დგანან.
დაგესიზმრათ სილამაზე
მილერის მიხედვით
ნებისმიერი სახით სილამაზის ნახვა ძალიან კარგია. სიზმარში მშვენიერი ქალი თქვენს ცხოვრებაში სიამოვნებას შემოიტანს, და, შესაძლოა, მომგებიანი კომერციული გარიგებები გელოდებათ. თუ კარგი აღნაგობის ლამაზი ბავშვი გესიზმრებათ- ეს ორმხრივ სიყვარულს და ბედნიერ ქორწინებას ნიშნავს.
დაგესიზმრათ ქალაქი
მილერის მიხედვით
სიზმარში უცნობ ქალაქში ხართ- ნიშნავს, რომ თქვენს საქმიანობას, ცხოვრების სტილს და, შესაძლოა, საცხოვრებელ ადგილსაც შეცვლით.
დაგესიზმრათ ღობე
მილერის მიხედვით
სიზმარში ღობეზე ასვლა- მნიშვნელოვანი საქმის წარმატებული დასრულება. თუ ღობიდან გადმოვარდით, ეს სიზმარი გაფრთხილებთ, რომ ისეთ საქმეს იწყებთ, რომლის გაკეთება არ შეგიძლიათ და მარცხი გელოდებათ. ცუდია სიზმარი, რომელშიც მეგობრებთან ერთად ღობეზე სხედხართ და მას შემთხვევით ანგრევთ- ის რომელიმე ახლობელთან უბედურ შემთხვევას მოასწავებს. თუ სიზმარში ღობეზე გადაძვერით, ეს ნიშნავს, რომ უსარგებლო საშუალებებს გამოიყენებთ თქვენი მიზნის მისაღწევად. სიზმარში ღობის გადაყირავება გადასვლის მიზნით იმის ნიშანია, რომ თქვენი ენერგიული საქციელით ცხოვრებაში თითქმის შეუძლებელს მიაღწევთ. თუ გესიზმრებათ გროვა, რომელმაც თავის გზაზე ღობე გაანადგურა, ეს თქვენთვის მოულოდნელი მხრიდან მხარდაჭერის მიღების მომასწავებელია. კარგია სიზმარი იმის შესახებ, რომ ღობეს დგამთ: ის თქვენთვის აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას და ბარაქას მოასწავებს. ახალგაზრდა ქალისთვის ასეთი სიზმარი საყვარელ ადამიანთან სულიერ სიახლოვეს მოასწავებს.
რატომ გვესიზმრება ბურგომისტრი
ხასსეს მიხედვით
მისი ნახვა ან ბურგომისტრი ხართ- დაცვის მიღება.
რატომ გვესიზმრება გასეირნება
ცვეტკოვის მიხედვით
ქუჩაში- ახალი გაცნობა
რატომ გვესიზმრება დათესვა
ცვეტკოვის მიხედვით
შეძენა, წარმატებული მოგზაურობა
რატომ გვესიზმრება დარგვა
ცვეტკოვის მიხედვით
რამის- კეთილდღეობის მოწყობა; მფარველობის მოპოვება; ცუდ, შეუსაბამო ადგილზე- მტრობა; განმეორებით- მოულოდნელი შეძენა.
რატომ გვესიზმრება მოედანი
ცვეტკოვის მიხედვით
ნაცნობების შეკრება; ლამაზი, განათებული მოედანი- ყველას ახსოვხარ; ცარიელი- უსაფრთხოება.
რატომ გვესიზმრება სიზმარი მოსავლის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში საკუთარი ხელებით შესანიშნავი მოსავალი აიღეთ- ნიშნავს, რომ რეალობაში თქვენი ძალისხმევა დაჯილდოვდება. სიზმარი, რომელშიც თქვენი მოსავალი გვალვის გამო განადგურდა, მოწმობს იმას, რომ რეალობაში აუცილებელია თქვენი შვილების ზნეობრივ და სულიერ აღზრდაზე ზრუნვა. მოსავალი მომწიფდა, ტოტები ტყდება ნაყოფების სიმძიმის გამო, ირგვლივ ბოსტნეულის და ხილის სიუხვეა, მაგრამ მოსავალს არავინ კრეფს, და მთელი მოსავალი ნადგურდება- ეს სიზმარი მოვლენების სწრაფმდინარებასა და უშედეგობას მოასწავებს, რომელთა გულისთვისაც ამდენი სულიერი და ფიზიკური ძალა დახარჯეთ.
რატომ გვესიზმრება სილამაზე
ცვეტკოვის მიხედვით
პეიზაჟის, ხედის, სურათის და ა.შ.- სანუკვარი სურვილების აღსრულება.
რატომ გვესიზმრება ქალაქი
ცვეტკოვის მიხედვით
სიზმარში დიდი ქალაქის შორ მანძილზე ნახვა - მოთხოვნა; თუ შედიხარ- კეთილდღეობა, შესრულება; მასში მანქანით შეხვედით- გამოჯანმრთელება ( განსაკუთრებით, თუ ლამაზი და უცნობია), უსიამოვნებების დასრულება; ბევრი კოშკი- უჩვეულო საქმე.
რატომ გვესიზმრება ქალაქი
ცვეტკოვის მიხედვით
უცნობი- მოულოდნელი დანიშვნა, რთული მდგომარეობა სამსახურში; ქალისთვის- უცნაური შეთავაზება.
რატომ გვესიზმრება ღობე
ცვეტკოვის მიხედვით
ღობე - ახლო ადამიანთან დაშორება; დაბრკოლება; ღობეში ხვრელია- იმის სიკვდილი, ვისი ღობეცაა; ხვრელი საკუთარ ღობეში- დაკარგვის საფრთხე; ხვრელში რამის დანახვა- სინანული დაკარგულის გამო; წნული, ცოცხალი ღობე- კამათი, შეფერხებები დაქორწინებაში, დაბრკოლებები პირადში; გადაბიჯება, გადახტომა- გართულებიდან გამოსავალი პირადში.
რატომ გვესიზმრება წნული
ცვეტკოვის მიხედვით
კამათი, შეფერხება ქორწინებაში
სიზმრის მნიშვნელობა ექსკურსიის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ექსკურსიაზე წასვლა - ეს სიზმარი ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ახლობლებისგან რაღაც საიდუმლოს დამალვას ცდილობთ, რომელიც თქვენს ინტიმურ ცხოვრებას ეხება. რატომღაც გგონიათ, რომ ისინი არ მოიწონებენ იმას, რასაც გაიგებენ. თუ სიზმარში გიდი ხართ- უკვე საკმარისი გამოცდილება დაგიგროვდათ, რომ ის სხვებსაც გაუზიაროთ. შემდეგ ჯერზე, როდესაც სექსით დაკავდებით, ეცადეთ, რომ არა მხოლოდ სიამოვნება მიიღოთ, არამედ თქვენს პარტნიორსაც რამე ასწავლოთ.
სიზმრის მნიშვნელობა ღობის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ღობე დაბრკოლებას გამოხატავს. ასე, თუ გესიზმრებათ, რომ ღობეზე გადაძვერით, ნიშნავს, რომ რეალობაში თქვენი მიზნის შემოვლითი გზებით მიღწევას ეცდებით. არ გამოგივათ ადამიანსა და მის გრძნობებზე პირდაპირი გავლენის მოხდენა , ამიტომაც რბილი და გარეგნულად შეუმჩნეველი ზემოქმედების ტაქტიკას აირჩევთ, რომელსაც ადამიანი აყვება. თუ სიზმარში ღობე დადგით, რეალობაში სიყვარულისა და მასთან დაკავშირებული ყველაფრისგან განყენებას ცდილობთ . თქვენი აზრით , სიყვარულს ადამიანისთვის ბოროტება მოაქვს, რადგან ის მის სულსა და გრძნობებს სხვების წინაშე აშიშვლებს. თქვენთვის რთულია სიყვარულის ასეთი გაგებით ცხოვრება. თუ დაგესიზმრათ, რომ ღობე გატეხეთ, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს - მალე მოულოდნელ მდგომარეობას იგრძნობთ , რომელიც თქვენს სულსა და გრძნობებს მძიმე მოგონებებისგან გამოიყვანს . თქვენ, საბოლოოდ, გათავისუფლდებით ძველი სიყვარულისგან და ცხოვრებას ინტერესით შეხედავთ, ის ხომ ჯერ არ დამთავრდა, და თქვენ ახალგაზრდა ხართ და ძალებით სავსე, რომ სიყვარულს კიდევ შეხვდეთ. ხოლო სულ წარსულით ცხოვრება თავისი სულის მოწამლვას ნიშნავს, აღდენის შანსის გარეშე.
სილამაზე
აიურვედას მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ ლამაზი ხართ, ეს იმის მომასწავებელია, რომ უშნო გახდებით ავადმყოფობის გამო და სხეული დასუსტდება. მზარდი სილამაზე შეიძლება სიკვდილს მოწმობდეს.