კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ეჭვიანობა
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ცოლის მიმართ ეჭვიანობთ , ნიშნავს, რომ თქვენზე გავლენას ახდენენ ჭკუამოკლე ადამიანები. თუ თქვენი შეყვარებული ეჭვიანობს , ეს ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეს დაამარცხებთ. თუ ქალი ხედავს სიზმარში, რომ ქმარი ეჭვიანობს, რეალობაში მას ელოდება კამათი, რომელიც მის ბედნიერებას გაანადგურებს. თუ ქალი ხედავს, რომ ის თავისი შეყვარებულის მიმართ ეჭვიანობს, აღმოაჩენს, რომ ის სხვა ქალით არის გატაცებული.
დაგესიზმრათ ულვაში
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ულვაშს ატარებთ, ნიშნავს , რომ თავმოყვარეობა და ქედმაღლობა ხელს შეგიშლით მემკვიდრეობის მიღებაში, და გიბიძგებთ ქალების მიმართ ღალატისკენ. თუ ქალი სიზმარში ნახულობს, რომ მას ულვაში უყვარს, რეალობაში მის კეთილ საქმეებს საფრთხე ემუქრება, ის ფრთხილად უნდა იყოს თავის ქცევაში. თუ კაცს ესიზმრება, რომ მან ულვაში მოიპარსა, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ უდარდელ ადამიანებთან ურთიერთობა გაწყვიტოს და პატივცემული და ღირსეული ადამიანის პოზიციას დაუბრუნდეს.
რატომ გვესიზმრება ეჭვიანობა
ცვეტკოვის მიხედვით
(ცოლის მიმართ)- შეთქმულება , შეფერხებები საქმეებში; ( საყვარლის მიმართ)- დაუმსახურებელი შეურაცხყოფა; (ქმრის მიმართ)- განხეთქილება დაუდევრობის გამო; (საყვარლის მიმართ)- უსაფუძვლო ეჭვები ან ახალი გაცნობა
რატომ გვესიზმრება შეცვლა
ცვეტკოვის მიხედვით
კაცისთვის- დანაშაული, უბედურება; ქალისთვის- უცნაური სახელისგანთქმა; ცრუ ცნობადობა; გათხოვება ან გარყვნილობა.
სიზმრის მნიშვნელობა ულვაშის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში სახეზე ულვაში გაქვთ , ეს ცვლილებებს ნიშნავს. თანაც, რაც უფრო მეტი ულვაში გაქვთ თქვენს სიზმარში, მით უფრო კარგი ცვლილებეი მოხდება. სახიდან ულვაშის მოპარსვა ან იმის ნახვა, რომ სხვა აკეთებს ამას, - არ გესმით, რამდენად ბედნიერი ხართ, რომ ასეთი პარტნიორი გყავთ. მუდმივად სხვას ეძებთ, უყურებთ იმათ, ვინც თქვენზე ბედნიერი გგონიათ. ფრთხილად იყავით, თორემ თქვენ მიერ დაუფასებელ ბედნიერებას დაკარგავთ.