კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ გუნდი
მილერის მიხედვით
სიზმარში გუნდის ნახვა ნიშნავს, რომ უნდა ელოდოთ სასიხარულო მოვლენებს, რომლებიც სევდისა და მუდმივი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებებს შეცვლის. ახალგაზრდა ქალისთვის გუნდში გალობა ნიშნავს განცდას იმის გამო, რომ მისი თაყვანისმცემელი სხვებს ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს.
დაგესიზმრათ ექო
მილერის მიხედვით
სიზმარში ექოს გაგონება მოასწავებს, რომ თქვენთვის სევდის დროს დადგა. სერიოზული ავადმყოფობა სამსახურის დატოვებას გაიძულებთ , ხოლო თქვენი მეგობრები მძიმე დროს მიგატოვებენ.
დაგესიზმრათ ლაპარაკი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ვინმეს ელაპარაკებით, ნიშნავს, რომ მალე თქვენი ახლობლების ავადმყოფობის შესახებ გაიგებთ. ამას გარდა, საქმეებში უსიამოვნებები გელოდებათ. თუ გესიზმრებათ ხმამაღლა მოლაპარაკე ადამიანები, ნიშნავს, რომ დაგაბრალებენ იმას, რომ სხვის საქმეებში ერევით. თუ სიზმარში გეჩვენებათ, რომ თქვენზე ლაპარაკობენ, სიზმარი ნიშნავს, რომ გარშემომყოფების არაკეთილმოსურნეობას შეხვდებით.
დაგესიზმრათ სიტყვით გამოსვლა
მილერის მიხედვით
სიზმარში მთავრობის წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლა გესმით- ნიშნავს, რომ მეგობარს ეჩხუბებით. თუ გესიზმრებათ, რომ ვინმეს სიტყვით გამოსვლას განიხილავთ, ნიშნავს, რომ მოულოდნელი გართულებები გელოდებათ. სიზმარში ვინმეს სიტყვით გამოსვლის გამეორება ან ანალიზი მოასწავებს, რომ სანამ სასურველს მიაღწევთ, ძალიან სერიოზული დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევთ.
დაგესიზმრათ ტირილი
მილერის მიხედვით
სიზმარში ტირილი ცუდი ამბების და ოჯახურ წრეში აშლილობების მომასწავებელია. სიზმარში სხვები ტირიან- ეს სასიამოვნო შეერთებას მოასწავებს სევდიანი გაუგებრობების პერიოდის შემდეგ. ახალგაზრდა ქალისთვის ეს სიზმარი შეყვარებულთან კამათს მოასწავებს, რომლის შემდეგაც შერიგება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თვითშეწირვის გზით. ვაჭრისთვის ეს სიზმარი საქმეების დროებით გაუარესებასა და მცირე უიღბლობებს მოასწავებს.
დაგესიზმრათ ყვირილი
მილერის მიხედვით
სიზმარში ტანჯვის ხმების გაგონება ნიშნავს, რომ დიდი საზრუნავი გექნებათ, მაგრამ თქვენი სიფრთხილე და ფხიზელი გონება დაგეხმარებათ საქმეების მოწესრიგებაში, რაც თქვენს სულიერ მდგომარეობაზე კარგად იმოქმედებს. თუ დაგესიზმრათ, რომ ადამიანი ყვირის, ასეთი სიზმარი საეჭვო სიამოვნებას მოასწავებს, რომელიც, ალბათ, თქვენს სულიერ მდგომარეობას დათრგუნავს, რაც საქმიან და პირად ცხოვრებაზე აისახება. სიზმარში გაოცებული ყვირილის ნახვა ნიშნავს, რომ მოულოდნელ დახმარებას მიიღებთ. თუ ველური ცხოველების ყვირილი გესმით, შესაძლებელია, რომ რომელიმე ნაცნობს სერიოზული უბედური შემთხვევა დაემართოს. დახმარების ყვირილი, როდესაც ნაცნობი ხმა გესმით, იმის ავადმყოფობას ნიშნავს, ვინც გეძახით.
დაგესიზმრათ ჩურჩული
მილერის მიხედვით
სიზმარში ნახეთ, რომ ადამიანები ჩურჩულებენ- ეს ნიშნავს, რომ თქვენ ირგვლივ არსებული ჭორების გამო ინერვიულებთ. სიზმარში რჩევის ან გაფრთხილების მოსმენა, რომლებიც ჩურჩულით იყო ნათქვამი, იმის მოწმობაა, რომ რეალურ ცხოვრებაში მეგობრების მხარდაჭერა და მათი ბრძნული რჩევა გჭირდებათ.
დაგესიზმრათ ძახილი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში თქვენი სახელი გესმით, რომელსაც უცნობი ხმები წარმოთქვამენ, ნიშნავს, რომ თქვენი საქმეები სარიკსო მდგომარეობაში აღმოჩნდება, მაგრამ უცხო ადამიანები დაგეხმარებათ. მეგობრის ან ნათესავის ხმის გაგონება რომელიმე მათგანის ავადმყოფობას ნიშნავს. თუ შეყვარებულმა თავისი შეყვარებულის ხმა გაიგონა, ამ გაფრთხილებას ყურადღება უნდა მიაქციოს: შესაძლოა, ისინი ერთმანეთის მიმართ არასაკმარისად ყურადღებიანი იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ განშორება ელოდებათ. გარდაცვლილის ხმის გაგონება არის გაფრთხილება თქვენი ავადმყოფობის ან უსიამოვნების შესახებ. ეს ხმა არის ექო, რომელიც ბრუნდება მომავლიდან თქვენს გონებაში, რომელიც აღიქვამს წინაპრის ხმას მისი იმ ნაწილის მეშვეობით, სადაც რჩება მასზე მოგონება. თითოეულ ადამიანს გონების რომელიმე ნაწილი უცვლელი რჩება, და თაობიდან თაობას გადაეცემა.
დაგესიზმრათ ხმა
მილერის მიხედვით
სიზმარში სასიამოვნო მშვიდი ხმების მოსმენა შერიგებისა და თანხმობის ნიშანია; უხეში ხმები ყვირილით უსიამოვნებებს მოასწავებს. ვიღაცის ტირილის ხმა სიზმარში დაგაფიქრებთ, ხომ არ აპირებთ ახლო ადამიანისთვის ზიანის მიყენებას. ღმერთის ხმა სულიერად ამაღლების, საკუთარი თავის პატივისცემისა და გარშემომყოფების აღიარების კეთილშობილი ძალისხმევისკენ გიბიძგებთ. თუ დედას თავისი შვილის ხმა ესმის სიზმარში- ის მზად უნდა იყოს ცუდი მოვლენებისთვის. სიზმარში ვინმეს გამაფრთხილებელი ხმის მოსმენა ნიშნავს უიღბლობის მოახლოებას, რომელსაც ძლიერად უნდა შეხვდეთ. თუ ეს ხმა იცანით- გამოცდა შეიძლება სერიოზული იყოს.
რატომ გვესიზმრება ბანი
ცვეტკოვის მიხედვით
ბანით მღერით- გამგზავრება წყალზე ან პრობლემები სამსახურში გელოდებათ.
რატომ გვესიზმრება ლაპარაკი
ცვეტკოვის მიხედვით
ღელვა
რატომ გვესიზმრება მოსმენა
ცვეტკოვის მიხედვით
სასიამოვნო- გაფრთხილება უბედურების შესახებ
რატომ გვესიზმრება საუბარი
ცვეტკოვის მიხედვით
სიტყვით გამოსვლა- საქმეების გაუმჯობესება; უცხო ენაზე სახლში- არაჩვეულებრივი, უცნაური მდგომარეობა.
რატომ გვესიზმრება ყვირილი
ცვეტკოვის მიხედვით
მძიმე დრო, რაც უფრო მძიმე, მით უფრო ხმამაღალი და ხანგრძლივი ყვირილია. დაცინვები, შიში.
რატომ გვესიზმრება ყვირილი
ცვეტკოვის მიხედვით
ხმამაღლა- რთული გამარჯვება; ვიღაც ყვირის- ოჯახური ჩხუბი
რატომ გვესიზმრება ყური
ცვეტკოვის მიხედვით
სიახლე; მკვეთრად დანახვა- მალე ამბავს გაიგებ; არაჩვეულებრივი- უცნაური სიახლეები, ამბები; ბევრი ყური- ერთგული დამხმარეები საქმეებში; მარცვლებით სავსეა- ამბავი მემკვიდრეობის შესახებ; ლამაზი ყური- ერთგულება; დაჭრილი- ღალატი; მოჭრილი- ახლობლების დაკარგვა; დაგუბებული- ტყუილი, ცრუ ამბები; დაჭრილი ყურები- მეგობრის ან სანდო პირის ღალატი, გამოაშკარავება; ყური მოძვრა- გოგო გათხოვდება; განქორწინება.
რატომ გვესიზმრება ძახილი
ცვეტკოვის მიხედვით
სახელით ( ნაცნობი ხმა)- შესაძლოა, ავად გახდეს ის, ვინც იძახის ; ამბები; (უცნობი)- საფრთხე; გაფრთხილება
სიზმარში ხმის გაგონება
ხასსეს მიხედვით
რატომ გვესიზმრება ხმები სიზმარში? ხასსე ამბობს, რომ თუ სიზმარში ადამიანი ხედავს, რომ ხმები ესმის, ეს ნიშნავს, რომ იმედი არ უნდა დაკარგოს.
სიზმრის მნიშვნელობა გუნდის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში გუნდის გამოსვლის ნახვა- თქვენ თვლით, რომ კარგი, შესანიშნავი და ჰარმონიული სექსუალური ცხოვრება გაქვთ. თუმცა, დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი პარტნიორიც თქვენს თავდაჯერებას იზიარებს? ეცადეთ, გაიგოთ მისი აზრი, თორემ სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც გგონიათ. თვითონ მღერით გუნდში- იმდენად გადარდებთ საზოგადოებრივი აზრი, რომ გავიწყდებათ იმ ადამიანის შესახებ, რომელიც თქვენთვის ყველა დანარჩენზე ბევრად მნიშვნელოვანი უნდა იყოს. საუბარია თქვენს სექსუალურ პარტნიორზე, რომლის წინადადებებზეც ხშირად უარს ამბობთ, რადგანაც გარყვნილი გგონიათ. ნუ თუ არ გეშინიათ, რომ თქვენი პარტნიორი უბრალოდ წავა იმასთან, ვინც მის სექსუალურ ფანტაზიებში უცნაურობაზე ბევრად მეტს დაინახავს? თუ ქალი სიზმარში გუნდს დირიჟორობს- რეალურ ცხოვრებაში უხეშ ძალას გაურბის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დასდევს. ვიღაც თქვენი ნების დაქვემდებარებას ცდილობს, მაგრამ ჯერ ვერ იპოვეთ ამ სიუხეშისგან თავდაცვის გზა. ამასობაში, ყველაფერი არც ისე რთულია- უბრალოდ გააკეთეთ ისეთი რაღაც, რაც ნამდვილად არ მოეწონებოდა იმას, ვისზეცაა საუბარი. თუ კაცი სიზმარში გუნდს დირიჟორობს, ნიშნავს, რომ ის თავისი პარტნიორის სექსუალურ სურვილებს ჩაგრავს, რადგან თვლის, რომ მას ესმის, თუ რა სურს ქალს. სინამდვილეში, ეს ასე არ არის და ის უკვე დიდიხანია იძულებულია, "ჭამოს" მხოლოდ ის, რაც "მენიუშია" შეთავაზებული, და საკუთარი სურვილები დამალოს.
სიზმრის მნიშვნელობა ექოს შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ექოს მოსმენა - ძველ მეგობართან (დაქალთან ) შეხვედრას ნიშნავს, რომელიც თქვენთვის ძალიან რომანტიული იქნება და საწოლში დამთავრდება.