დაგესიზმრათ ქოლგა
მილერის მიხედვით
სიზმარში მზის ქოლგის ნახვა დაოჯახებული ადამიანებისთვის დაუშვებელ სიამოვნებას ნიშნავს. თუ ახალგაზრდა ქალი ასეთ სიზმარს ნახულობს, ის ბევრ მამაკაცთან იკეკლუცებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ბევრ პრობლემას შეუქმნის მას მის კეთილ სახელთან და მომავალ დაქორწინებასთან დაკავშირებით . სიზმარში ქოლგის ხელში ტარება მოსალოდნელი მღელვარების და სევდის ნიშანია. სხვები არიან ქოლგის ქვეშ - ეს მოასწავებს ვინმესთვის თქვენს დიდსულოვან დახმარებას . თუ ვინმეს ქოლგა სთხოვეთ ან თავისი ათხოვეთ, შესაძლებელია გაუგებრობები მეგობრებთან ან წყენა. თუ თქვენი ქოლგა გახეული ან გატეხილია, რეალურ ცხოვრებაში თქვენზე იჭორავებენ, და თქვენს საქციელს არასწორად აღიქვამენ. თუ გახეული ქოლგა გიჭირავთ, ეს ტკივილის ნიშანია, რომელიც გელოდებათ მეგობართან დაშორების შემდეგ. თუ ახალი ქოლგა გახსენით, მაგრამ ნათელი და მზიანი ამინდია - წინ მხოლოდ იღბალი და სიხარული გელოდებათ.