სიზმრების ახსნა
აკლდამა სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
აკლდამა- დროთა კავშირის სიმბოლოა. თუ საკუთარ თავს დიდებული და ცნობილი ადამიანის აკლდამას გვერდით ხედავთ- ეს ნიშნავს, რომ მემკვიდრეობა უნდა მიიღოთ, რომელიც ცნობილს გაგხდით ან თქვენს ცხოვრებაში სკანდალებს შემოიტანს. აკლდამას დანგრევის შეჩერება, თავიდან აცილება- ისეთი ადამიანი გახდებით, რომელსაც გაუმხელენ საიდუმლოს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. აკლდამას ძებნა- სულიერ ჩამოყალიბებას, განახლებას, წარსულთან დაკავშირებული ჭეშმარიტების აღმოჩენას მოასწავებს. აკლდამას აღმოჩენა იქ, სადაც მანამდე შენობა იდგა,- ეს სიზმარი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, სხვა ქვეყანაში გადასვლას, წინაპრების სამშობლოში დაბრუნებას მოასწავებს. ცეცხლმოკიდებული აკლდამას ნახვა- ეს არის უწმინდურ ძალასთან შეხვედრის, გათვალვასთან ბრძოლის სიმბოლო, ასევე შავი ძალების განადგურების მცდელობა, რომლებიც ადამიანებს დაეუფლნენ. წყლით დატბორილი აკლდამას ნახვა ნიშნავს, რომ გამოაშკარავდება საიდუმლოები, რომლებიც ფესვებსა და მემკვიდრეობასთან არის დაკავშირებული, და ხანგრძლივი მოგზაურობა მოგიწევთ, სანამ ყველა დეტალი გაირკვევა.
დაგესიზმრათ დაკრძალვა
მილერის მიხედვით
კარგი მზიანი ამინდის დროს ნათესავის დაკრძალვაზე ყოფნა თქვენი ნათესავების ჯანმრთელობის ნიშანია, შესაძლებელია- ბედნიერი ბედის ნიშანიც. მაგრამ თუ, ამასთან, წვიმს და ცუდი ამინდია, მალე ავადმყოფობას და ცუდ ამბებს, ასევე საქმეების გაუარესებას ელოდეთ . თუ თქვენთვის უცნობი ადამიანის დაკრძალვაზე იმყოფებით - შესაძლებელია მოულოდნელი სირთულეები ადამიანებთან ურთიერთობებში. თქვენი შვილის დაკრძალვა მოასწავებს ჯანმრთელობასა და მშვიდობას თქვენს ოჯახში, მაგრამ პრობლემებს- მეგობრებს შორის. სიზმარში სამგლოვიარო ზარის გაგონება მოულოდნელ სევდიან სიახლეებს ან იმ ადამიანის ავადმყოფობას ნიშნავს, რომელიც დაკრძალვაზე არ იმყოფება. თვითონ რეკავთ ზარებს- ავადმყოფობებისა და უიღბლობის მომასწავებელია.
დაგესიზმრათ დახურული კუბო
ვანგას მიხედვით
ბულგარელი წინასწარმეტყველი სიზმარში დახურულ კუბოს მხოლოდ დადებითად განმარტავდა. მაგრამ ახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო სწორი, როდესაც არავინ ცდილობდა კუბოს თავის გახსნას. გესიზმრებათ ერთი ან რამდენიმე შავი ფერის დახურული კუბო- ეს შეიძლება იყოს მოწოდება იმისკენ, რომ დროა, წარსულის ყველა ნეგატიურ მომენტს დაემშვიდობოთ, და იმ ადამიანებთან ურთიერთობები გაწყვიტოთ , რომლებიც თქვენზე ცუდ გავლენას ახდენენ და ცუდისკენ გიბიძგებენ. ეს არის სიზმარი-სიგნალი- დადგა პოზიტიური ცვლილებების დრო. დროა, რომ პოზიტივისთვის განეწყოთ. მხოლოდ ასეთი ქცევა დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევაში. დაგესიზმრათ, რომ შავი ფერის კუბო თვითონ ჩავარდა ორმოში- იმის ნიშანია, რომ საოცარი გზით თავიდან აიცილებთ სერიოზულ საშიშროებას/ და ამაში უცნობი ადამიანები დაგეხმარებათ. ლურსმნების ჩარჭობა კუბოს თავზე - პრობლემები წარსულში დარჩება, ხოლო ჯანმრთელობა აღდგება. კუბოს თავზე თქვენი სახელი წერია? ცდილობთ, თქვენი ცხოვრება ხელახლა გაიაზროთ, სწორად ჩამოაყალიბოთ პრიორიტეტები. ერთი ან რამდენიმე ღია კუბო დაგესიზმრათ- ეს ცუდი ნიშანია, რომელიც ნიშნავს, რომ თქვენ მიერ ჩაფიქრებული საქმე არასწორია და ცუდად დასრულდება. დაფიქრდით, სანამ მას დაიწყებთ. თუ სიზმარში კუბოს თავები ხმაურით გასკდა- კიდევ ერთი გაფრთხილება, რომ ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, საეჭვო საქმეები არ დაიწყოთ.
დაგესიზმრათ დახურული კუბო
ნოსტრადამუსის მიხედვით
სიზმარში დახურული კუბოს ნახვა- ამ სიზმრისთვის სხვადასხვა ახსნა არსებობს. მას შეიძლება ჰქონდეს როგორც ცუდი, ისე კარგი მნიშვნელობა. იმისთვის რომ ზუსტად გაიგოთ, რატომ გვესიზმრება დახურული კუბო, უნდა გახსოვდეთ, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ის. ასევე მნიშვნელოვანია, რომელ გრძნობებს განიცდიდა ამასთან სიზმრის მნახველი. არსებობს ამ სიზმრის ორი ძირითადი ასპექტი. ის გამოხატავს ბედის საჩუქარს, ან საკუთარ პიროვნებას ასახავს. დახურული კუბოს ქვეშ შეხედვა ყოველთვის საშინელებაა- ისევე, როგორც საკუთარ "მე"-სთან შეხვედრა. ასეთი სიზმრები, ჩვეულებრივ, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გვესიზმრება, როდესაც საკუთარი თავის, შეხედულებების შეცვლის, ან საკუთარი წარსულის რომელიმე ნაწილის "დასაფლავების" დრო დადგა . სიზმრის მეშვეობით, ბედი თითქოს მოგვიწოდებს, რომ ყველა წყენისგან, იმედგაცრუებისა და უსიამოვნებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. უკან დატოვეთ ნეგატიური გამოცდილება, და ღია იყავით ცხოვრებაში ახლისა და ნათლისთვის . მხოლოდ მაშინ დაიწყება პოზიტიური ცვლილებები, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობდით.
დაგესიზმრათ დახურული კუბო
ლონგოს მიხედვით
დაგესიზმრათ ოქროს კუბო, რომლის გამოც აღფრთოვანება იგრძენით- სახელის განთქმისა და სიმდიდრისკენ. რამდენიმე ოქროს კუბო გამოხატავს წარმატებასა და ნებისმიერ ჩაფიქრებულ საქმეში გამართლებას. თანაც, თქვენ გარშემო სანდო ადამიანები იქნებიან. წითელი ხავერდისგან დამზადებული კუბოს ნახვა- საქმეებში წარმატებას ნიშნავს, ხოლო თეთრი ფერის კუბო ძალიან კარგი ნიშანია, ის მოულოდნელი მემკვიდრეობის მიღებაზე, ცხოვრების სტაბილურობაზე მიანიშნებს. ყვავილებით მოყრილი კუბოს ნახვა მატერიალურ კეთილდღეობას ნიშნავს ( გარდა იმ სიტუაციისა, სადაც ის ეკლესიაში დგას).
დაგესიზმრათ ზამთარი
მილერის მიხედვით
სიზმარში ზამთრის ნახვა- ცუდი ჯანმრთელობისა და ცუდი სამომავლო პერსპექტივების მომასწავებელია, რომლებიც ბედის კეთილგანწყობის რწმენას გაკარგვინებენ. ასეთი სიზმარი შეიძლება ნიშნავდეს თქვენი სამუშაოს შედეგებით უკმაყოფილებას , რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება დახარჯულ ძალისხმევებს.
დაგესიზმრათ თოვლი
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ თოვლი, ნიშნავს, რომ ჯერჯერობით თქვენს ცხოვრებაში ნამდვილი უბედურებები, იქნება ეს ავადმყოფობა თუ სამსახურეობრივი გაუგებრობები, არ არსებობს. თუ სიზმარში ქარბუქში მოხვდით, ნიშნავს, რომ სევდა და იმედგაცრუება გელოდებათ იმის გამო, რომ არ გაქვთ შესაძლებლობა, გაგიხარდეთ ის, რასაც დიდხანს ელოდით. ამ სიზმარს ყოველთვის თან ახლავს სულიერი შფოთვა. თუ სიზმარში ჭამთ თოვლს- იდეალების დამსხვრევა გელოდებათ. თუ ჭუჭყიანი თოვლი გესიზმრებათ- ნიშნავს, რომ თქვენი სიამაყე დაშოშმინდება და შეეგუებით მას, ვისაც ეზიზღებით. თუ მდნარი თოვლი გესიზმრებათ- ნიშნავს, რომ შიში სიხარულად იქცევა. თუ სიზმარში ფანჯრიდან უყურებთ, თუ როგორ ბარდნის- ეს იმის მომასწავებელია, რომ შეყვარებულს ეჩხუბებით და ეს ფინანსური სირთულეებით გამწვავდება. სიზმარში შორიდან მთების თოვლიანი მწვერვალების ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი პატივმოყვარე სურვილები დაუმსახურებელ წარმატებას მოგიტანთ. თუ გესიზმრებათ თოვლიანი პეიზაჟი, რომელიც მზის ქვეშ ბრწყინავს- ნიშნავს, რომ ბედი, რომელიც თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო, დაგემორჩილებათ, და ასევე -თქვენს ძალაუფლებას განკარგავთ. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის ციგით თოვლზე კატაობს, ნიშნავს, რომ მას ძლიერი წინააღმდეგობის გადალახვა და თავისი რჩეულის დაცვა მოუწევს. თუ გუნდაობა გესიზმრებათ- ეს თქვენთვის უნამუსო შთამომავლებთან ოჯახურ კამათს მოასწავებს, და თქვენი პოზიცია კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, რათა სამართლიანობა თქვენს მხარეს აღმოჩნდეს. თუ გესიზმრებათ, რომ თოვლში დაიკარგეთ ან თოვლიდან გამოსვლას ვერ ახერხებთ , ნიშნავს, რომ ხანგრძლივი უიღბლობა გელოდებათ.
დაგესიზმრათ კატაფალკი
მილერის მიხედვით
სიზმარში კატაფალკის ნახვა სახლში დაძაბულ ურთიერთობებს და საქმეების წარუმატებელ მართვას ნიშნავს. ეს ასევე მოასწავებს სევდას. თუ კატაფალკი თქვენს გზაზე აღმოჩნდა- დაამარცხებთ მოწინააღმდეგეს, რომელიც დაუმარცხებელი გეგონათ.
დაგესიზმრათ კუბო
მილერის მიხედვით
კუბოს ნახვა მძიმე დანაკარგს და ძვირფასი ნათესავის ნაადრევ წასვლას ნიშნავს. ეკლესიაში ყვავილებით მოყრილი კუბოს ნახვა უიღბლო ქორწინებას ნიშნავს. გლეხს ასეთი სიზმარი უმოსავლიანობასა და საქონლის დაავადებებს ჰპირდება. საქმიან ადამიანებს- უიღბლობებს. ახალგაზრდებს- უბედურ ქორწინებას. იმავეს მოძრავი კუბოც გპირდებათ: ასეთ სიზმარს შეიძლება მოჰყვეს ავადმყოფობა, შემდეგ კი- ქორწინება, რომელსაც წინა მოვლენები აუბედურებენ. სიზმარი, რომელშიც კუბოში იწექით ან მასზე ისხედით თქვენთვის კამათს, სერიოზულ დაავადებას, საქციელის გამო სინანულს მოასწავებს.
დაგესიზმრათ ნეკროლოგი
მილერის მიხედვით
სიზმარში ნეკროლოგის ნახვა ნიშნავს, რომ არასასიამოვნო და წინააღმდეგობრივი ვალდებულებები დაგაწვებათ. თუ მას კითხულობთ- მალე ძალიან არასასიამოვნო ამბებს გაიგებთ.
დაგესიზმრათ პირამიდა
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ პირამიდები, ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში უამრავი ცვლილება მოხდება. თუ სიზმარში პირამიდაზე ადიხართ, ნიშნავს, რომ მარტო იმოგზაურებთ , რაც თქვენი სურვილების დაკმაყოფილებას მოგიტანთ. გოგონას ასეთი სიზმარი უწინასწარმეტყველებს ქმარს , რომელიც მისთვის შესაბამისი არ იქნება. თუ სიზმარში ძველი პირამიდების საიდუმლოებს შეისწავლით - ნიშნავს, რომ სიყვარულში სრულყოფისკენ მიისწრაფვით , მის საიდუმლოებს ამოიცნობთ , ამ სფეროში დახვეწილი გახდებით.
დაგესიზმრათ ყინული
მილერის მიხედვით
სიზმარში ყინული ბევრ უბედურებას მოასწავებს. ბოროტი ადამიანები ნახავენ შემთხვევას, რომ ზიანი მოგაყენონ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში. ყინულის ნახვა, რომელიც სუფთა წყლის ნაკადში ცურავს, ნიშნავს, რომ თქვენი ბედნიერება დასრულდა , რაც სხვისი შურის ბრალია. იმის ნახვა, რომ ყინულზე დადიხართ, ნიშნავს, რომ თქვენს სიმშვიდესა და სხვების პატივისცემას რისკის ქვეშ აყენებთ წუთიერი სიხარულის გულისთვის. ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში ყინულზე სიარული ნიშნავს, რომ მხოლოდ თხელი თავსაფარი მალავს მას სირცხვილისგან. ყინულის ლოლუები სახლების სახურავებზე სიღარიბესა და არაკომფორტულ ყოფაცხოვრებას ნიშნავს. ეს სიზმარი ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს. ყინულის ლოლუები მომავალ ტანჯვას ნიშნავს. ყინულის ლოლუები მარადმწვანე ხეებზე- თქვენი ბრწყინვალე მომავალი დაუმსახურებელი ჯილდოების გამო გაუბედურებული იქნება. იმის ნახვა, რომ ყინულს აკეთებთ, თქვენთვის საქმეებში წარუმატებლობას მოასწავებს , რომელიც თქვენი დაუოკებელი ეგოიზმით არის გამოწვეული. თუ გესიზმრებათ, რომ ლოლუებს ღრღნით,- შესაძლოა, ავად გახდებით. იმავეს მოასწავებს სიზმარი, რომელშიც ყინულიან წყალს სვამთ. ყინულიან წყალში ბანაობა მოასწავებს სიამოვნებას, რომელიც რომელიღაც მოვლენას შეწყვეტს.
რას ნიშნავს დახურული კუბო სიზმარში
ცვეტკოვის მიხედვით
ამ შემთხვევაში ინტიმური სიახლოვე წინა შეყვარებულებთან განიხილება როგორც რაღაც გაფრთხილება. სიზმრის მნახველმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ყველა ცხოვრებისეულ ასპექტში: კარიერაში, მგზავრობაში, საქმეებში, ახლო ადამიანებთან ურთიერთობებში.
რატომ გვესიზმრება აკლდამა
ცვეტკოვის მიხედვით
მფარველობა, იღბალი მფარველობის მეშვეობით; აკლდამაში ჩაკეტილი- იმედგაცრუება, საქმეებისგან განშორება; მასში ყოფნა- აღიარება.
რატომ გვესიზმრება დაკრძალვა
ცვეტკოვის მიხედვით
კარგი გამოსავალი; ქორწინება; შენ გასაფლავებენ- დღეგრძელობა; გარდაცვლილი ცოცხალია- ქორწილზე მოწვევა; სამგლოვიარო პროცესია- ხანგრძლივი სევდა ( გააჩნია, რამხელა პროცესიაა).
რატომ გვესიზმრება დახურული კუბო
ლოფას მიხედვით
იმის მიუხედავად, რომ ზოგადად სიზმარში კუბოს ნახვა არ არის სასიამოვნო , ეს სიზმარი არაფერს საშიშს არ მოასწავებს, არამედ უფრო გაფრთხილებას წარმოადგენს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სიზმრის მნახველმა. მნიშვნელოვანია, თუ რომელ ემოციებს განიცდიდა ის სიზმარში. თუ კუბოს თავზე საკუთარ სახელს ხედავთ და, ამასთან, შიშსა და მღელვარებას არ განიცდით- ბიზნესში წარმატების ნიშანია. თუ კატაფალკზე კუბოს ნახვისას მოიწყინეთ- ეს სხვა ქალაქისა ან ქვეყნიდან ამბების მიღებას, ან ძველ ამხანაგთან შეხვედრას ნიშნავს. კუბოს თავის დაფარებისას შიშის შეგრძნება- არ გსურთ საკუთარ არსებობაში გარკვევა. ბევრი კუბოს ნახვა- ყველა მიმდინარე საქმე უნდა დაასრულოთ, და მხოლოდ შემდეგ დაიწყოთ ახალი.
რატომ გვესიზმრება დახურული კუბო
მილერის მიხედვით
ევროპული რწმენა განსხვავდება აღმოსავლურისა და აზიურსგან , რომლებიც სიკვდილის ფაქტს უფრო მშვიდად აღიქვამენ. ევროპელი ხალხი მიიჩნევს, რომ დახურულ კუბოს, განსაკუთრებით თუ შავი ფერისაა, ნეგატიური მნიშვნელობა აქვს. ის მოასწავებს უბედურებას, დანაკარგს, ახლო ადამიანებთან დაშორებას . სიზმარში დახურული კუბოს ნახვა ბიზნესმენებისთვის მოასწავებს მარცხს საქმეებში, ასევე ვალებს, და საქმე შეიძლება კანონთან პრობლემებით დასრულდეს , თუ სიზმრის მნახველი უმოქმედოდ იქნება. თუ შეყვარებული ადამიანი დახურულ კუბოს ხედავს- ეს კონფლიქტებს, ურთიერთობების გარკვევას ნიშნავს. იმის გაგება, რომ სიზმარში კუბო თქვენთვის არის განკუთვნილი- დასახული მიზნების მიღწევაში დაბრკოლებებს , ასევე თვითგამორკვევასთან სირთულეებს ნიშნავს. სიზმარი თითქოს მინიშნებას წარმოადგენს: უნდა ისწავლოთ , რომ არა მხოლოდ თვალებით, არამედ გულითაც დაინახოთ. უნდა გესმოდეთ, თუ რომელ მოქმედებებს მიჰყავხართ პიროვნების განადგურებამდე, და რომლებს- მის განვითარებასა და ამაღლებამდე. ახალგაზრდა ადამიანისთვის ან გოგონასთვის დახურული კუბოს ნახვა, რომელიც ეკლესიაში დგას და ყვავილებითაა მორთული, უიღბლო ქორწინებას ნიშნავს.
რატომ გვესიზმრება ზამთარი
ცვეტკოვის მიხედვით
არასეზონურად- ფულადი საქმეების გაუმჯობესება; ძლიერი ყინვა- ავი ცოლი (ახალგაზრდებისთვის); შეშინება ( დაოჯახებულთათვის).
რატომ გვესიზმრება თოვლი
ცვეტკოვის მიხედვით
სასიყვარულო პაემანი; სხეულს ფარავს- წარმატება; არ ეხება სხეულს- ოჯახში გლოვა; თოვლი ( ნამქერი) სახლში- ამბავი ვინმეს სიკვდილის შესახებ ; თოვლზე სიარული- სასიამოვნო გაოცება, ცვლილებები; თოვლზე ხეტიალი- უბედურებისკენ; სირბილი- დაბრკოლება სიყვარულში, პაემანი იმედს გაგიცრუებთ; თეთრი, თოვლის სიქათქათე- სიმდიდრე, კეთილდღეობა; ქარბუქი- რთული საქმეები მოულოდნელი დასასრულით; თოვლი მთებზე- კარგი ამბები; ხეებზე- მოგება; თოვლით დაბანა- ყველა სურვილის ასრულება; თოვს- დაბრკოლებები; თოვლის ნამქერის ნახვა- ბედნიერება პირადში ; დაცემა, ჩავარდნა- უბედურება, სირთულეები, მიტოვებული ხართ.
რატომ გვესიზმრება კატაფალკი
ცვეტკოვის მიხედვით
სერიოზული დაავადება, დიდი ცვლილებები; შეკვეთა- ფულადი ხარჯები
რატომ გვესიზმრება კუბო
ცვეტკოვის მიხედვით
ღია- წარმატება საქმეებში; ახალი- მღელვარება გაივლის; სახლში შემოაქვთ- წარმატება საქმეებში; გარდაცვლილი დგება- სტუმარი შორიდან; მეგობარი კუბოში- სიახლეები მისი წარმატებების შესახებ; ახალგაზრდებისთვის- ქორწილი; ოჯახისთვის- მოგება, ფინანსური წარმატება; თავად ხართ კუბოში- საქმეების დასრულება; სახლი; საცხოვრებელი ( განსაკუთრებით, თუ მასზე წევხართ); წყალზე ცურავს- სიმდიდრე; აღებ- უბედურება.
რატომ გვესიზმრება კუბო
ცვეტკოვის მიხედვით
გაკეთება- ქორწილისკენ; ვიღაც აკეთებს.
რატომ გვესიზმრება პირამიდა
ცვეტკოვის მიხედვით
მასზე აცოცდით- ნაადრევი წარუმატებლი ქორწინება, შეუმდგარი გათხოვება ( ქალებისთვის)
რატომ გვესიზმრება საიქიო
ცვეტკოვის მიხედვით
ნადიმი , სახალისო მოვლენა; დაბრუნდა ჯოჯოხეთიდან- (მდიდრებისთვის) სიღარიბე, (ღარიბებისთვის) ბედნიერება, სიხარული; ბედისა და ძალების, ირგვლივ გავლენების ნიშანი.
რატომ გვესიზმრება სიზმარი კუბოს შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში ნახეთ სამგლოვიარო პროცესია , რომელშიც კუბო უჭირავთ. უახლოვდებით და შეშინებული ამჩნევთ, რომ მასზე თქვენი სახელი წერია,- რეალობაში ეს საშინელი სიზმარი ნიშნავს, რომ უნდა შეცვალოთ არა მხოლოდ თქვენი ჩვევები, არამედ ცხოვრების სტილიც, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი უნდა იცვლებოდეს. ცარიელი კუბო შინაგან სიცარიელეს და სულიერ დარდს გამოხატავს. თუ სიზმარში სამგლოვიარო პროცესიაში მიდიხართ და კუბო გიჭირავთ - ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში ცუდ საქციელს ჩაიდენთ , რომელიც ახლო ადამიანს ბევრ უბედურებასა და უსიამოვნებას მოუტანს. სიზმარი, რომელშიც დიდი ძალისხმევით არჭობთ ლურსმნებს კუბოზე , ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერს გააკეთებთ, რაც თქვენზეა დამოკიდებული , რათა თავიდან მოიშოროთ თავისი ნაკლი და სისუსტეები. სიზმარში დავარდნილი კუბოს ნახვა კარგი ნიშანია. თქვენი მფარველი ანგელოზი საშიში კატასტროფისგან თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მიწით მოყრილი კუბო საშინელი, შეუდარებელი სიბოროტის არსებობას ნიშნავს.
რატომ გვესიზმრება ქანდაკება
ცვეტკოვის მიხედვით
ქვისგან- არ არის ორმხრივობა; ვერცხლისგან- ცრუ, ცრემლების გამომწვევი საქმე; ოქროსგან- დიდი საფრთხე გელოდებათ როგორც საქმეებში, ისე პირადში.
რატომ გვესიზმრება ყინული
ცვეტკოვის მიხედვით
(გატეხილი და გამჭვირვალე)- უსიამოვნებებისა ან მტრობის დასასრული ; ( სახლში, ბინაში)- უბედურება ან მტრობა; უსიამოვნებები ახლობლებისთვის; უსიამოვნება, ბევრი სირთულე; ლიპყინულიანობა - მტრობა, ღალატი.
რატომ გვესიზმრება ძეგლი
ცვეტკოვის მიხედვით
დადგმა- ქორწილი ან ბავშვების დაბადება; დაინგრა- ავადმყოფობა ან რაღაცის თავიდან მოშორება
სიზმარში დახურული კუბოს ახვა
ფროიდის მიხედვით
როგორც ყოველთვის, ყველა საგანსა და მოვლენას ფსიქოანალიტიკოსი ადამიანის სექსუალურობას, მის ქვეცნობიერ სურვილებს უკავშირებდა. მისი აზრით, ძვირფასი, მდიდრულად მორთული კუბო სიზმარში სქესობრივი სფეროს სიჯანსაღეს, ნაყოფიერებასა და ქალის საშვილოსნოს განასახიერებს, რომელსაც ჯანმრთელი ნაყოფის გამოღება შეუძლია. იაფფასიანი შავი ფერის კუბო მეტყველებს სიზმრის მნახველის თვითშეფასების პრობლემების შესახებ. ძველი კუბო- უშვილობა.
სიზმარში დახურული კუბოს ახვა
სიზმრების ზოგადი ახსნის მიხედვით
თუ ნახეთ სიზმარი, რომელშიც მძინარე თავად იმყოფება დახურულ კუბოში და იქიდან ვერ გამოდის, ეს საშიში სიგნალია. ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ მისი საქმეები მიტოვებულია, ჩიხში შესული და მან არ იცის, როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. თუ აღწერილი სიუჟეტი ბევრჯერ მეორდება, ეს არის ფსიქოთერაპევტთან წასვლის საბაბია, თორემ შეიძლება განვითარდეს ნევროზი, შიშები. მკურნალობის დროულად ჩატარებული სეანსები დაგეხმარებათ ფსიქოლოგიური კომფორტის დაბრუნებაში, საქმეების მოგვარებაში. ნეგატიური მნიშვნელობა ენიჭება იმ სიზმარს, რომელშიც ღია ცარიელი კუბო იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ ის მზადაა გარდაცვლილის მისაღებად, და შესაძლოა, ეს რომელიმე ახლო ადამიანი აღმოჩნდეს. ცუდია, როდესაც მასში ვინმე ნაცნობს ან ნათესავს ხედავთ. თუ, ამასთან, კუბოს მიწაში მარხავენ- მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება. უნდა დაელაპარაკოთ იმ ადამიანს, რომელიც დაგესიზმრათ, მისი მიმდინარე სიტუაციის შესახებ გაიგოთ- შესაძლოა, შეძლებთ მასში ჩარევას და მის შეცვლას.
სიზმარში პირამიდას, პირამიდების ნახვა
ლოფას მიხედვით
პირამიდები არის ნაგებობები, რომლებიც იდუმალებასა და ძალაუფლებას განასახიერებს . ტრადიციულად, მათ უნივერსალური შესაძლებლობები მიეწერებოდა. პირამიდა შეიძლება ფალოსურ, სიმამაცის, შემოქმედებისა და პრობლემების გადაჭრის უნარის სიმბოლოს წარმოადგენდეს. ის შეიძლება განასახიერებდეს ეგზოტიკისკენ სწრაფვას. შედიხართ პირამიდის შიგნით, მისი კედლების გარე მხარეზე აცოცდებით თუ ახლოს სეირნობთ და არ უახლოვდებით მას? ვისთან ერთად ხართ ასეთი ძლევამოსილი ობიექტის გვერდით? როგორი ურთიერთობები გაქვთ ამ პირ(ებ)თან?
სიზმრის მნიშვნელობა პირამიდას შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში პირამიდას ნახვა- კაცისთვის ეს სიზმარი ნიშნავს, რომ თავის პირად ცხოვრებაზე ზრუნვისთვის არ გცალიათ. მეტიც, არ გყავთ მუდმივი პარტნიორი, გირჩევნიათ, რომ თქვენი ენერგია სხვადახვა გოგონასთან დახარჯოთ. ვარაუდობთ, რომ მიჯაჭვულობამ შეიძლება თქვენი ცხოვრება ძალიან გაართულოს. სიზმარში პირამიდას აშენება- სიზმარი მოწმობს იმას, რომ რეალობაში ზედმეტად სწრაფად თანხმდებით საწინააღმდეგო სქესის პირობებს , და სწორედ ეს არის თქვენში იმედის გამცრუებელი. ურთიერთობების დასაწყისში უფრო ცივი და მიუწვდომელი რომ იყოთ, ყველაფერი სხვანაირად განვითარდებოდა და ასე მალე არ მობეზრდებოდით.