კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ სასაფლაო
მილერის მიხედვით
სიზმარში ნახვა, რომ სასაფლაოზე ან ეკლესიის ეზოში სეირნობთ ზამთარში, ნიშნავს გრძელ და სასოწარკვეთილ ბრძოლას სიღარიბესთან; შესაძლოა, მშობლიური სახლიდან და მეგობრებიდან შორს იცხოვრებთ. მაგრამ თუ გაზაფხულის ნიშნებს ამჩნევთ, სასიამოვნო გარემოება ან მეგობრებით სიამოვნება გელოდებათ. შეყვარებულებისთვის თავისი თავის სასაფლაოზე ან ეკლესიის ეზოში ნახვა ნიშნავს, რომ არასდროს დაქორწინდებიან, მაგრამ თავის შეყვარებულებს სხვებთან დანიშნულს დაინახავენ. თავისი თავის ლამაზ და მოვლილ სასაფლაოზე ნახვა ნიშნავს, რომ მოულოდნელ სიახლეებს გაიგებთ ვიღაცის გამოჯანმრთელებაზე, ვისაც უკვე დასტიროდით. აღიარებული იქნება უფლება თქვენს მიწაზე. ძველი, მიტოვებული სასაფლაოს ნახვა- ნიშNავს, რომ იმ დრომდე იცოცხლებთ, როდესაც ყველა, ვინც გიყვართ, დაგტოვებთ და სხვების ზრუნვის იმედზე დარჩებით. ახალგაზრდა ადამიანებისთვის სიზმარში ნახვა, რომ გარდაცვლილების რიგებში ხეტიალობენ, მეგობრების ნაზ და მოსიყვარულე მოპყრობას ნიშნავს. მაგრამ სევდა და დარდი ელოდებათ, რაშიც მეგობრები ვერ დაეხმარებიან. პატარძლები, რომლებიც სიზმარში ხედავენ, რომ მათი საქორწილო პროცესია სასაფლაოს კვეთს, ქმრებს დაკარგავენ უბედური შემთხვევის შედეგად. დედისთვის ცოცხალი ყვავილების მიტანა სასაფლაოზე მთელი ოჯახის ხანგრძლივ კარგ ჯანმრთელობას ნიშნავს. თუ ახალგაზრდა ქვრივ ესიზმრება, რომ სასაფლაოზე იყო- ნიშნავს, რომ მალე სამგლოვიარო ტანისამოსს საქორწილოთი შეცვლის. თუ ის თავის თავს სევდიანს ხედავს, მას ახალი საზრუნავი და სინანული ელოდება. მოხუც ადამიანებს, რომლებმაც სიზმარში სასაფლაო ნახეს, მალე უკანასკნელი მოგზაურობა ელოდებათ მარადიული სიმშვიდის მხარეს. თუ პატარა ბავშვებს ხედავთ, რომლებიც ყვავილებს კრეფენ და პეპლებს იჭერენ, კარგ ცვლილებებს მოასწავებს. მას, ვინც ამ სიზმარს ხედავს, ჯანმრთელობა დიდხანს სიცოცხლის საშუალებას მისცემს, და მეგობრები მას არ დატოვებენ ცხოვრების შუა გზაზე.
დაგესიზმრათ ქვრივი
მილერის მიხედვით
თავისი თავის ქვრივად ნახვა- ბოროტი ადამიანებისგან უსიამოვნებებს მოასწავებს. კაცისთვის სიზმარში ნახვა, რომ ქვრივზე ქორწინდება, ნიშნავს, რომ რაღაც საქმე, რომელსაც დიდიხანია რაც იწყებს, იმედგაცრუებით დამთავრდება.
რატომ გვესიზმრება სასაფლაო
ცვეტკოვის მიხედვით
ნახვა- დღეგრძელობა; ქვები სასაფლაოზე, წარწერების კითხვა- ბევრი მეგობარი; მიტოვებული- განცალკევება.
რატომ გვესიზმრება ქვრივი
ცვეტკოვის მიხედვით
იყო ქვრივი- ახალი სიხარული; ახალგაზრდას ნახვა- მოულოდნელი იღბალი; მოხუცი, უშნოს ნახვა- არასასიამოვნო ამბების გაგება ნათესავებისგან