კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ყინული
მილერის მიხედვით
სიზმარში ყინული ბევრ უბედურებას მოასწავებს. ბოროტი ადამიანები ისეთ შემთხვევას მოძებნიან, რომ თქვენთვის ყველაზე ძვირფას საქმეში ზიანი მოგაყენონ. თუ ყინული სუფთა წყლის ნაკადში ცურავს, ნიშნავს , რომ თქვენი ბედნიერება დასრულდა, რაც სხვისი შურის ბრალია. იმის ნახვა, რომ ყინულზე დადიხართ, ნიშნავს, რომ თქვენს სიმშვიდეს და სხვების პატივისცემას რისკის ქვეშ აყენებთ წუთიერი სიხარულის გამო. ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში ყინულზე სიარული ნიშნავს, რომ მხოლოდ თხელი ვუალი ფარავს მას სირცხვილისგან. ლოლუები სახლების სახურავებზე სიღარიბესა და უკომფორტო ცხოვრებას ნიშნავს. ეს სიზმარი ასევე ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს. ლოლუები მომავალ ტანჯვას ნიშნავს. ლოლუები მარადმწვანე ხეებზე ნიშნავს, რომ თქვენს ბრწყინვალე მომავალში დაუმსახურებელი ჯილდოები იქნება. იმის ნახვა, რომ ყინულს აკეთებთ, თქვენთვის საქმეებში უიღბლობას მოასწავებს, რომელიც თქვენი დაუოკებელი ეგოიზმითაა გამოწვეული. თუ გესიზმრებათ, რომ ლოლუებს ღრღნით, შესაძლოა, ავად გახდებით. იმავეს მოასწავებს სიზმარი, რომელშიც ყინულიან წყალს სვამთ. გაყინულ წყალში ბანაობა მოასწავებს სიამოვნებას , რომელსაც რომელიმე მოვლენა უცებ შეწყვეტს.
რატომ გვესიზმრება ლიპყინულიანობა
ხასსეს მიხედვით
რატომ გვესიზმრება ლიპყინულიანობა? ხასსე ამბობს, რომ თუ სიზმარში ადამიანი ლიპყინულიანობას ხედავს, მან სასოწარკვეთილი საქმე არ უნდა წამოიწყოს.
რატომ გვესიზმრება ყინული
ცვეტკოვის მიხედვით
(გატეხილი და გამჭვირვალე) - უსიამოვნებების და მტრობის დასასრული; ( სახლში, ბინაში)- უბედურება ან მტრობა; უსიამოვნებები ახლობლებთან; უსიამოვნებები, ბევრი სირთულე; მუქი ლიპყინულიანობა - მტრობა; ღალატი.
სიზმრის მნიშვნელობა ლიპყინულიანობის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ნანახი ლიპყინულიანობა თქვენს პარტნიორთან საკმაოდ მშვიდ სექსუალურ ურთიერთობებს განასახიერებს. თქვენ ერთმანეთის მცირე სურვილებსაც კი გრძნობთ და ამიტომაც საპასუხო რეაქციას მსუბუქად ამოიცნობთ . საწოლში ქმედებების ასეთი შეწყობილობა შესაშურებელია.