მარწყვი
ეზოთერიკული ახსნით
ეზოთერიკოსები, რაღაც გაგებით, ეთანხმებიან ფროიდს - სიზმარში კენკრა პირად ცხოვრებას განასახიერებს. წვნიანი, ხასხასა ნაყოფები არანაკლებ ემოციურ ურთიერთობებს მოასწავებს. თუ ამასთან მურაბას ამზადებთ, რომანი ვნებიანი იქნება, და სწორედ თქვენ დაიწყებთ მას. თუ სხვა ადამიანი ამზადებს მას, მაშინ ურთიერთობების ინიციატორი თქვენ არ იქნებით. გამხმარი, გაფუჭებული ნაყოფი წარმოადგენს გაფრთხილებას. არსებობს ალბათობა, რომ გატაცება მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ.
მარწყვი
ლოფას მიხედვით
მარტოხელა ადამიანებისთვის სიზმრები მარწყვის შესახებ გპირდებათ ნამდვილი სიყვარულის ნახვას, რომელიც ქორწინებაში გადაიზრდება. დაქორწინებულთათვის ასეთი სიუჟეტი კავშირის სანდოობაზე მეტყველებს. წლების განმავლობაში ის მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება და უფრო საინტერესო გახდება.
მარწყვი
ისლამური ახსნით
თუ დაგესიზმრათ ტკბილი კენკრა, ალაჰი მოგანიჭებთ მნიშვნელოვან ცოდნას, მატერიალურ სიკეთეს. თუ კენკრა მჟავე იყო, მაშინ ამ საჩუქარს ცოდვილი გზით მიიღებთ. ზოგიერთ შემთხვევაში, მჟავე კენკრა მოასწავებს ავადმყოფობის გამწვავებას მძინარისთვის, თუ ის უკვე ავადაა.
მარწყვის შესახებ სიზმრის ახსნა
ნოსტრადამუსის მიხედვით
ნოსტრადამუსი ერთ-ერთია, ვინც მარწყვს ცუდ ნიშნად თვლის. თუ კენკრას კრეფთ, სინამდვილეში მოგონებებისგან იტანჯებით- უპასუხო უბედური სიყვარული წარსულიდან არ გასვენებთ. სიზმარში თესავთ, რწყავთ, ანოყიერებთ? რეალობაში გელოდებათ მოსაწყენი საქმე, რომელიც არც სიამოვნებას, არც სარგებელს არ მოგიტანთ. თუ სხვა ადამიანი თესავს, ამ მოსაწყენი საქმით ვინმე ახლო გარემოცვიდან იქნება დაკავებული.
მარწყვის შესახებ სიზმრის ახსნა
ვანგას მიხედვით
ვანგას ახსნაში მარწყვი ასოცირდება წარმატებასთან, სიამოვნებასთან. ამიტომაც სიზმრები მარწყვის შესახებ მოასწავებს ახალ პერსპექტივებს, მიზნების მიღწევას განსაკუთრებული დაბრკოლებების გარეშე. მაგრამ, ამასთან, თქვენს გზაზე შეიძლება ცდუნებაც წარმოიშვას. თუ სიზმარში მარწყვს ჭამდით, სერიოზული ცდუნება იქნება. იმისთვის, რომ ყველაფერი გამოვიდეს, უნდა მოითმინოთ. კენკრას ყიდდით? კეთილდღეობა გელოდებათ. სიზმარში კენკრას ზრდიდით? რეალობაში ცხოვრებაზე თქვენი შეხედულება ძალიან ორიგინალურია, ხოლო გონებაში უამრავი არაორდინარული აზრი და იდეა გაქვთ. მაგრამ თუ კენკრა მიწაზე ან იატაკზე დაგივარდათ, უმნიშვნელო უსიამოვნებებს ელოდეთ. იმისთვის, რომ მათ გაუმკლავდეთ, უნდა მიმართოთ ღმერთის დახმარებას და აღსარება ჩააბაროთ.
რატომ გვესიზმრება მარწყვი
ცვეტკოვის მიხედვით
მოცემულ ახსნაში მარწყვი შეიძლება მოასწავებდეს აშლილობას და ცრემლებს . თუ მას ჭამდით- ავად გახდებით. ამას გარდა, ასეთი სიზმარი ქალებისთვის ახალ თაყვანისმცემელს მოასწავებს , რომელთანაც ბევრ ემოციას განიცდის. კაცებისთვის ასეთი სიზმარი მოასწავებს ხელფასის მომატებას , შემოსავლის ახალი წყაროს აღმოჩენას.
რატომ გვესიზმრება მარწყვი
ფროიდის მიხედვით
ამ ახსნაში მარწყვი გამოხატავს სექსუალურ ურთიერთობებს. თუ გესიზმრებათ წვნიანი, მწიფე მარწყვები, რეალობაში სექსუალურ გატაცებასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია. თანაც, რაც უფრო ტკბილი და გემრიელი მარწყვია, მით უფრო დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იქნება ინტიმური კავშირი. ხოლო ზედმეტად მწიფე, მჟავე კენკრა გამოხატავს გულგრილობას ახლანდელი პარტნიორის მიმართ. ხშირად სიზმარში ბევრი მარწყვი მეტყველებს კაცის ლტოლვაზე ბევრი სექსუალური კონტაქტისკენ ეფექტურ ქალებთან. ასეთივე სიუჟეტი ქალის მიერ ნანახ სიზმარში მეტყველებს ერთსქესიანი კავშირისკენ სწრაფვაზე. სიზმარში ხარბად ჭამდით კენკრას, და დაისვარეთ? ქვეცნობიერი გეუბნებათ გვარის გაგრძელების ძლიერი სურვილის შესახებ. ერთადერთი სიზმარი, რომელსაც ნეგატიური აზრი აქვს, არის მარწყვის მოკრეფა . ალბათ, რეალობაში, თქვენს გრძნობებსა და სურვილებს ორმხრივობით არ უპასუხებენ. თუ სიზმარში ვერ მოკრიფეთ კენკრა, უნდა მიაქციოთ ყურადღება მეორე ნახევარს- შესაძლოა, გრძნობები ცივდება, ინტერესი ქრება.
რატომ გვესიზმრება მარწყვი
მილერის მიხედვით
ბევრისთვის საყვარელი კენკრა ხშირად სასიამოვნო მოვლენებს, ახალ რომანებს მოასწავებს ( განსაკუთრებით ვნებიანი იქნება ურთიერთობები, თუ სიზმარში მარწყვის ჯემი ნახეთ). თუ ეს გამხმარი მარწყვი იყო , უნდა შეიკავოთ თავი, რათა თავისი დაჟინებით არ შეაშინოთ ახალი შეყვარებული. კენკრა მომწვანო იიყო? არ იჩქაროთ, რათა ცხოვრებაში ქაოსი არ დამკვიდრდეს. სიუჟეტში კენკრას ახლობელს სთავაზობთ, და ის უარს ამბობს? ბიჭებისთვის ასეთი სიუჟეტი ურთიერთობების გაწყვეტას მოასწავებს იმის გამო, რომ ემოციები არ ჰყოფნით და ისინი მოსაწყენი გახდა. გოგონებისთვის კი მსგავსი სიუჟეტი მოასწავებს ჭორიკანის გამოჩენას, ან შეთქმულებას შეყვარებულის გარემოცვის მხრიდან. სიზმარში მარწყვი დიდ კონტეინერში ჩადეთ და არ გიფიქრიათ, რომ ის შეიძლება გაიჭყლიტოს? ეს ნიშნავს, რომ რეალობაში ფრთხილად უნდა იყოთ, თორემ ყველაზე კეთილი განზრახვები უსიამოვნებამდე მიგიყვანთ. გაიხსენეთ, ზუსტად სად ნახეთ კენკრა სიზმარში. მარწყვით სავსე თვალწარმტაცი ველის ნახვა მოასწავებს სტაბილიზაციას საქმეებსა და სამსახურში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ( თუ ახლა ავად ხართ). კენკრა ფანჯრის რაფაზე იზრდება? ნიშნავს, რომ რეალობაში მზად ხართ, მიიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ პროექტებში, იმის მიუხედავადაც, რომ ისინი გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. გინდოდათ მარწყვის ლაქების ამოყვანა საყვარელი ტანსაცმლიდან, მაგრამ არაფერი გამოვიდა? რეალობაში ადამიანი, რომელმაც ბევრი უბედურება მოიტანა, დაუსჯელი დარჩება - თქვენ მხოლოდ შეგუება გრჩებათ.
სიზმარი მარწყვის შესახებ
ზოგადი ახსნით
ძირითადად, სიზმრები მარწყვის შესახებ დადებითი ნიშანია, რამდენიმე სიუჟეტის გარდა. გავიგოთ, რაშია განსხვავება და მსგავსება მარწყვის შესახებ სიზმრების სხვადასხვა ახსნაში.