კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ მდელო
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში მოვლილ მდელოზე დადიხართ, ნიშნავს, რომ მალე სიხარული და აყვავება გელოდებათ. მდელოზე მხიარულ წვეულებაზე ყოფნა ნიშნავს, რომ ბევრს გაერთობით და თქვენი საქმეები წარმატებულად მიმდინარეობს. ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში იმის ნახვა , რომ ის მეგობარს ან შეყვარებულს მწვანე მდელოზე ელოდება, ნიშნავს, რომ მისი ყველაზე სანუკვარი სურვილები, რომლებიც კეთილდღეობასა და გათხოვებასთან არის დაკავშირებული, ასრულდება. თუ ბალახი მდელოზე გაყვითლდა და გახმა, კამათი და დაშორება გელოდებათ. თუ ბალახზე გველი ცოცავს , ეს ღალატს მოასწავებს: უხეში ცილისწამება იმედგაცრუების მიზეზი გახდება.