კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ მეგობარი
მილერის მიხედვით
სიზმარში ნახეთ ჯანმრთელი და ბედნიერი მეგობრები კარგ ამბებს მოასწავებს. შესაძლოა, რომ მალე თქვენთვის ძვირფას ადამიანს შეხვდებით. იმის ნახვა, რომ მეგობარი მოწყენილია, ან მისი სახე გამუქდა, ავადმყოფობას და ტანჯვას მოასწავებს. თუ თქვენს მეგობარს ცხოველის სახით ნახულობთ, ნიშნავს, რომ მტრები ახლობლებთან დაგაშორებენ. თუ მეგობარი თქვენთვის მოულოდნელად ხასხასა წითელ ტანსაცმელშია ჩაცმული- ეს თქვენთვის მღელვარებასა და ახლობლების შფოთს მოასწავებს. თუ თქვენ მეგობარი გესიზმრებათ, რომელიც პიედესტალზე მაღლა დგას, ჩაფიქრებულიდან ძალიან ბევრის შესრულება გელოდებათ, და თქვენთვის ყოველთვის იქნება დამახასიათებელი სამართლიანობის გრძნობა. თუ მას შორს ქვემოდან ხედავთ, ეს მოასწავებს, რომ თქვენი მომავალი წარმატებების დროს თქვენს ძველ მიჯაჭვულობას უკუაგდებთ. თუ სიზმარში თქვენი მეგობრისგან წახვედით, ეს იმის ნიშანია, რომ, როცა მეგობრულ კავშირს გაწყვეტთ, ახალი შთაბეჭდილებების ძიებას დაიწყებთ. თუ მოწყენილ ადამიანს ხელი ჩამოართვით, ეს მეგობართან დაშორებას ან მის დაკარგვას მოასწავებს.
დაგესიზმრათ შავი შაძღლი
ხასსეს მიხედვით
სიზმარში შავი ძაღლი მტერს განასახიერებს. თანაც, გაოცდებით, რომ ეს ერთ-ერთი თქვენი მეგობარი იქნება.
რატომ გვესიზმრება დაქალი
ცვეტკოვის მიხედვით
ქალისთვის - ტყუილი
რატომ გვესიზმრება მეგობარი
ცვეტკოვის მიხედვით
დიდი ხანი არ ყოფილა- ვიღაც წარსულ დამსახურებას გაგახსენებთ; გარდაიცვალა- დაქორწინდა; ავადმყოფია- ცუდი ამბები; მხიარული- კარგი ამბები, ბედნიერი დღე; ვერ გიცნოთ- ფული, სახელის განთქმა; გაწყენინათ, შეურაცხყოფა მოგაყენათ- კარგი ამბები; შენ აწყენინე- ავადმყოფობა; კვდება- კარგად დასრულება, ქორწილი; გარდაცვლილის ნახვა- მოულოდნელი ამბები მოულოდნელი წყაროდან.
რატომ გვესიზმრება მეგობრობა
ცვეტკოვის მიხედვით
მეგობრობა - ბავშვის დაბადება, რამის შესრულების ნიშანი
რატომ გვესიზმრება შავი ძაღლი
ქალების თანამედროვე ახსნის მიხედვით
როდესაც სიზმრებში ადამიანს შავი ძაღლი ევლინება, დადგა დრო, რომ ცხოვრებისეულ გზაზე სირთულეებისთვის მოემზადოთ. თუ ამასთან ცხოველი ყეფდა, მალე ცუდ ამბებს გაიგებთ.
რატომ გვესიზმრება შავი ძაღლი
ეზოთერიკული ახსნით
თუ სიზმარში დიდი შავბეწვიანი ძაღლი ნახეთ, მტერთან შებრძლებას ელოდეთ. ხანგრძლივი დაპირისპირება მოგიწევთ. ამასთან, უნდა გაიხსენოთ, როგორ იქცეოდა ცხოველი. თუ ის ვერ გკბენდათ, ცხოვრებაში გაჩნდება მტერი, რომელიც ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ. თუ მაინც გიკბინათ და სიზმრის მნახველმა მას წინააღმდეგობა არ გაუწია, ალბათ მტრებთან ბრძოლაში წააგებთ. თუ თავდაცვა გამოგივიდათ, საბოლოოდ დაამარცხეთ ცხოველი, რეალობაში დაძლევთ მტრებს.
რატომ გვესიზმრება შავი ძაღლი
ლოფას მიხედვით
ამ ახსნის თანახმად, შავი ძაღლი ცხოვრების ცუდ პერიოდს განასახიერებს. შესაძლებელია, სიზმრის მნახველი დეპრესიაში ჩავარდება, დამწუხრებული და სევდიანი იქნება. მაგრამ ასეთი მდგომარეობა ბოლოს და ბოლოს გაივლის.
რატომ გვესიზმრება შავი ძაღლი
ზოგადი ახსნის მიხედვით
ძაღლს ხშირად აკავშირებენ ერთგულებასთან, მეგობრობასთან. მაგრამ ამის მიუხედავად, ამ სიზმარს ხშირად საწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს. მოდით, გავიგოთ, როგორ განმარტავენ ამ სიზმარს სხვადასხვა ახსნა.
შავი ძაღლი
ვანგას მიხედვით
დიდი ზომი ძაღლი, შავი ბეწვით, ცუდ სიმბოლოს წარმოადგენს. ალბათ, რომელიმე ახლობელში იმედი გაგიცრუვდებათ. იმის მიუხედავად, რომ ეს ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესო მეგობარი იყო, რთულ სიტუაციაში ის გაქრება. მაგრამ, ამას გარდა, თქვენი მტრების მხარეს გადავა და არასასიამოვნო ჭორების გავრცელებას დაიწყებს. სიმტკიცე უნდა გამოავლინოთ, რათა ასეთი დაბრკოლება ღირსეულად გადალახოთ.
შავი ძაღლი
მილერის მიხედვით
ამ ახსნის თანახმად, შავი ძაღლი ნამდვილ მეგობართან შეხვედრას მოასწავებს. ან სიუჟეტი უახლოეს მომავალში ცუდ სიახლეებს, საყვარელი ადამიანის ღალატს, ახლობლებთან კამათს მოასწავებს.
შავი ძაღლი
ისლამური ახსნით
ძაღლები შავი ბეწვით თქვენს ერთგულ მეგობრებს გამოხატავენ. ხოლო სხვა ჯიშის ცხოველებს მტრებთან აკავშირებენ.
შავი ძაღლის შესახებ სიზმრის ახსნა
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ნახეთ შავი ძაღლი, ფრთხილად იყავით . მალე გელოდებათ უსიამოვნებები, რომლებიც მეგობრის გამო მოხდება. ეს სიტუაცია გაჩვენებთ, ვინ არის ის სინამდვილეში- ეს მეგობარი მხოლოდ შემთხვევას ელოდება, რათა გიღალატოთ. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, უნდა შეინარჩუნოთ სიმტკიცე, დამალოთ წყენა და ტკივილი. თუ ცხოველი გიყეფდათ, რეალურ ცხოვრებაში მეგობრებთან ურთიერთობებში ბზარი გაჩნდება. სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდება კამათი, კონფლიქტები, უთქმელობა. ასეთი სიზმარი გაფრთხილებთ, რომ ცივსისხლიანობა უნდა შეინარჩუნოთ, პროვოკაციებს არ წამოეგოთ და ეცადოთ, სკანდალი არ გამოიწვიოთ.