დაგესიზმრათ ბოშები
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ბოშათა ბანაკს ეწვიეთ- განსაკუთრებული მნიშვნელობის წინადადება გელოდებათ, რომელიც თქვენი ჩახლართული საქმეების ნამდვილი მდგომარეობის გაგებაში დაგეხმარებათ. თუ სიზმარში ქალისთვის ბოშა ქალი მკითხაობს- ეს ნაადრევ ქორწინებას მოასწავებს. თუ ის უკვე გათხოვილია, ის ზედმეტად ეჭვიანი იქნება. თუ კაცი სიზმარში ბოშა ქალს ესაუბრება , ეს ნიშნავს, რომ ის, ალბათ, ძვირფას ქონებას დაკარგავს. სიზმარში ბოშებთან რამის ყიდვა ფულის დაკარგვას ნიშნავს. სიზმარი გაფრთხილებთ: არ უნდა მიანიჭოთ ასეთი დიდი მნიშვნელობა ცხოვრების მატერიალურ მხარეს.
დაგესიზმრათ წინასწარმეტყველი
მილერის მიხედვით
სიზმარში ნანახი ჯადოქარი ნიშნავს, რომ პაემნები და სხვა საეჭვო სიამოვნებები გიზიდავთ.
დაგესიზმრათ ჰოროსკოპი
მილერის მიხედვით
ხელში ასტროლოგის მიერ შედგენილი ჰოროსკოპის დაჭერა საქმეებში მოულოდნელ ცვლილებებს და ხანგრძლივ მოგზაურობას მოასწავებს; შესაძლებელია საინტერესო შეხვედრებიც. თუ ვარსკვლავები სიზმრის მნახველისთვის მის ბედს წინასწარმეტყველებენ, რეალობაში ეს უსიამოვნებებს და იმედგაცრუებას ნიშნავს სწორედ იქ, სადაც მას იღბლის იმედი ჰქონდა.
რატომ გვესიზმრება ბოშა
ცვეტკოვის მიხედვით
მკითხაობს- სულელური გრძნობა; სიყვარული ნაჩქარევი უბედური ქორწინებით.
სიზმრის მნიშვნელობა ბოშათა ბანაკის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში ბოშათა ბანაკი ნახეთ, სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ ჩუმად მოგწონთ უწესრიგო სექსუალური ცხოვრება პარტნიორების ხშირი შეცვლით. მაგრამ რეალურ ცხოვრებში ამის საშუალება არ გაქვთ ამა თუ იმ მიზეზის გამო. თუ სიზმარში აკვირდებოდით იმას, თუ როგორ გადადის ბოშათა ბანაკი ერთი ადგილიდან მეორეში, ეს მოწმობს იმას, რომ ახლა წარსულის ნოსტალგიას განიცდით- სცადეთ, თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავროთ იქ, სადაც ნამდვილ სიამოვნებას განიცდიდით, ეს დაგეხმარებათ.
სიზმრის მნიშნელობა ბოშა ქალის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, რომ ბოშა ქალი მკითხაობდა თქვენთვის, ნიშნავს, რომ თქვენს ბედს ამ ადამიანს ანდობთ. ის, ვისი დიდი იმედიც გაქვთ, სინამდვილეში საერთოდ არ არის თქვენით დაინტერესებული- მისთვის თქვენი ურთიერთობები მხოლოდ გართობაა.