დაგესიზმრათ დომინო
მილერის მიხედვით
სიზმარში დომინოს თამაშის მოგება ნიშნავს, რომ თქვენი საუკეთესო მეგობარი შეურაცხყოფას მოგაყენებთ. ამას გარდა, ეს სიზმარი მოასწავებს იმას, რომ თქვენს ახლობლებს თქვენი ცხოვრების გამო ანერვიულებთ. ეს სიზმარი ადამიანებთან ურთიერთობებში დიდი სიფრთხილისკენ გიბიძგებთ . დომინოს თამაშის წაგება საეჭვო გატაცებას მოასწავებს, რომელიც თქვენს ცხოვრებას ზიანს მიაყენებს.
დაგესიზმრათ შაში
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ შაშს თამაშობთ, ნიშნავს, რომ რაღაც სერიოზულ სირთულეებს შეხვდებით. შესაძლოა, რომ სხვა ადამიანები თქვენს ცხოვრებაში ჩაერევიან და გავნებენ. სიზმარში იმის ნახვა, რომ პარტია მოიგეთ, მოასწავებს, რომ რაღაც საეჭვო საქმეში წარმატებას მიაღწევთ.
დაგესიზმრათ ჭადრაკი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ჭადრაკს თამაშობთ, საქმეების გაჩერებას, უჭკუო კომპანიონებსა და ცუდ ჯანმრთელობას ნიშნავს. სიზმარში იმის ნახვა, რომ ჭადრაკის თამაში წააგეთ,- უპატიოსნო , უღირსი ადამიანებისგან უსიამოვნებებს ელოდეთ. მაგრამ თუ მოიგეთ- თქვენზე არასასურველ გავლენას კარგად გაუმკლავდებით.
რატომ გვესიზმრება ჭადრაკი
ცვეტკოვის მიხედვით
უცნობთან თამაში- გართულებები, საეჭვო პარტნიორები; თუ მოიგებთ- დაბრკოლებების გადალახვა; თამაში ნაცნობთან- კამათი.
სიზმარში მოგება
ხასსეს მიხედვით
რამე არასასიამოვნოს გაგება
სიზმრის მნიშვნელობა ჭადრაკის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ჭადრაკის თამაში- თქვენს ცხოვრებაში არსებობს რაღაც ისეთი, რაც ძალიან არ გძაბავთ, მაგრამ მაინც მშვიდად ცხოვრების და იმით ტკბობის საშუალებას არ გაძლევთ , რაც გაქვთ. თუ სიზმარში ვინმემ ჭადრაკში მოგიგოთ, თქვენს საყვარელ ადამიანთან ჩხუბი გელოდებათ, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია, თუ ორივენი ერთმანეთის უცნაურობების მიმართ უფრო მოთმენით მოეკიდებით. ჭადრაკის თამაშის ყურება, რომელიც თქვენს სიზმარში ხდება,- მკაცრად ნუ განსჯით ადამიანებს. გაიგეთ: ყველა ადამიანი თქვენს პრინციპებსა და მსოფლმხედველობას არ ეთანხმება , ამიტომაც ძალით თავს არ მოახვიოთ ისინი . თუ სიზმარში ჭადრაკს თამაშობდით და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, ნიშნავს, რომ ვინმე ახლობელი ან ძვირფასი ადამიანი თავის ცუდ საქციელს აღიარებს, და ტაქტიანობა უნდა გამოიჩინოთ, რათა ადამიანს არ აწყენინოთ, რომელმაც გულწრფელი აღიარება გაბედა.