კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ მოპარვა
მილერის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ ქურდობა ან ქურდები- თქვენს სისუსტეს და მომავალ უბედურებას ნიშნავს. სიზმარი, რომელშიც ქურდობას გაბრალებენ, ნიშნავს, რომ საწყენი გაუგებრობა რომელიღაც საქმეში ხელს გიშლით და ამის გამო მძიმედ განიცდით, მაგრამ საბოლოოდ მოულოდნელად, ყველაფერი მოგვარდება. თუ ქურდობაში სხვა ვინმე ადანაშაულებენ- ნიშნავს, რომ ცხოვრებაში დაუფიქრებლად უდანაშაულო ადამიანს განსჯით.
დაგესიზმრათ ქურდი
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ ქურდი ხართ და პოლიცია მოგსდევთ- ნიშნავს, რომ საქმეებში უიღბლობა გელოდებათ და გარშემომყოფებთან ურთიერთობები გაუარესდება. თუ სიზმარში თვითონ დასდევთ ქურდს ან დაიჭირეთ ის- ნიშნავს, რომ მტრებს დაძლევთ. თუ სიზმარში ღამის ქურდები მოგსდევენ- რეალობაში მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობების გართულებას მოასწავებს. ასეთი სიზმარი გაფრთხილებთ აუცილებელი სიფრთხილის შესახებ, განსაკუთრებით, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობებში. თუ სიზმარში თქვენი სახლი ან სამუშაო ადგილი გაქურდეს, ნიშნავს, რომ ბედი თქვენგან სიმამაცეს და სიმტკიცეს მოითხოვს თქვენი შეხედულებების დაცვაში. ასეთი სიზმარი უბედურებას მოასწავებს დაუდევარი ადამიანებისთვის.
რატომ გვესიზმრება გაქურდვა
ცვეტკოვის მიხედვით
ზარალი, ცრემლები; გაგქურდეს- ქორწილი, დაგიჭირეს- იღბალი
რატომ გვესიზმრება მოპარვა
ცვეტკოვის მიხედვით
დაკარგვისკენ, საქმეებში ან პირადში იმედგაცრუებისკენ; გაგქურდეს- შეძენისკენ გარემოებების გარკვევის მეშვეობით, საქმეების დასრულებისკენ.
რატომ გვესიზმრება, რომ გაგვქურდეს
ცვეტკოვის მიხედვით
კაცისთვის- ქორწილისკენ; ქალისთვის- ახალი პირადი ცხოვრებისკენ
რატომ გვესიზმრებიან ქურდები
ცვეტკოვის მიხედვით
მათ გამო დაზარალდი- რამეში მონაწილების მისაღებად გიწვევენ
რატომ გვესიზმრებიან ყაჩაღები
ცვეტკოვის მიხედვით
გიტევენ- წარმოუდგენელი ამბები, კამათი ნათესავებთან
სიზმარში გაქურდვის ნახვა
ლოფას მიხედვით
ნებისმიერს ჰკითხეთ, ვინც ოდესმე ქურდობის მსხვერპლი იყო, და უდავოდ გეტყვიან, როგორ გრძნობს თავს ადამიანი , რომელმაც ეს გადაიტანა: ის შეურაცხყოფილია, დამცირებული. ბავშვობაში გავიგეთ, რომ სხვისთვის თამაშის წართმევა ტაბუა. თანაც, თუ სათამაშო წაგვართვეს, ეს ჩვენს გრძნობებს შეურაცხყოფს. თუმცა, მზაკვრობა და ქურდობა საკმაოდ გავრცელებული სიზმრებია. იმის მიხედვით, ხართ თუ არა ქურდი ან მსხვერპლი, რამდენიმე განმარტება არსებობს. როგორც ქურდი, შეიძლება რესურსების უკმარისობა ან სიკეთეების განაწილების უსამართლობა იგრძნოთ. მაგალითად, თუ გესიზმრებათ, რომ პირველადი საჭიროების ნივთებს ( პურს, საკვებს, ნივთებს) პარავთ, რომლებიც აუცილებელია სიზმარში არსებულ გარემოებაში გადასარჩენად - მაშინ ღარიბის სახით ხედავთ საკუთარ თავს. რეალურ ცხოვრებაში ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც ქცევა, რომელიც სხვებისგან გაცალკევებთ ან არჩევანის არარსებობის გრძნობას გიტოვებთ. თუმცა სიზმარში ქრდობის შესახებ, სადაც ნაცნობი ადამიანებისგან პარავტ< შეიძლება თქვენს იმის აღქმას ასახავდეს , რომ სხვა ადამიანები თქვენზე უკეთ ცხოვრობენ, თუმცა თქვენ არ თვლით, რომ მათ ეს დაიმსახურეს. თუ მსხვერპლის როლში გამოდიხართ, შიში ან დანაკარგი გამოვლინდება. ეჭვმიტანილთა სია მომავალში სიტუაციის დაზუსტებაში დაგეხმარებათ. თუ მსხვერპლი გახდით და მოპარულ ნივთებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინ მატერიალური ზიანი მღელვარებას იწვევს. თუმცა თუ მოპარულ ნივთებს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვთ და ეჭვმიტანილი თქვენთვის ამ ნივთებზე უფრო ძვირფასია, ალბათ, გრძნობთ, რომ ვიღაც, ვისაც იცნობთ, თქვენს უფლებებს ხელყოფს და გატყუებთ. ამასთან, მნივნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ თვითონ საგნებს და მათ მნიშვნელობას თქვენთვის. მათი სიმბოლიკა შეიძლება ცხოვრების იმ სფეროზე მიანიშნებდეს, რომელშიც საზღვრების ირღვევა, რაც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ, რომელიც თქვენი პოზიციების აღდგენასთან არის დაკავშირებული.