კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ თხა
მილერის მიხედვით
სიზმარში თხების ნახვა , რომლებიც თქვენი ეზოს ირგვლივ დადიან , სეზონის შესაბამის ამინდს ან მარცვლეულის კარგ მოსავალს ნიშნავს. ასეთი სიზმარი შეიძლება ნიშნავდეს თქვენს ფრთხილ ქცევასაც მომავალში, რაც სიმდიდრის ზრდამდე მიგიყვანთ. თუ თხა რქებით გარტყამთ- თავი აარიდეთ თქვენს მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც თქვენ განზრახვებში ჩარევა სურთ. ქალებისთვის თხაზე ჯდომა ნიშნავს, რომ უღირსი ქცევა მის რეპუტაციას შელახავს. თუ ქალი სიზმარში თხის რძეს სვამს, ის მდიდარ ადამიანს გაყვება ცოლად და მას იმედი არ გაუცრუვდება. თუ დაგესიზმრათ თიკანი, ეს თქვენთვის მორალის საკითხებში კეთილსინდისიერების უკუგდებას მოასწავებს , მაგრამ სიზმარი გაფრთხილებთ: შეიძლება უბედურების წყარო გახდეთ მათთვის, ვისაც უყვარხართ.
დაგესიზმრათ რძე
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ რძეს სვამთ,- ფერმერისთვის მდიდარ მოსავალს და ოჯახში კმაყოფილებას ნიშნავს. მოგზაურისთვის ეს არის მომავალი წარმატებული გამგზავრების ნიშანი. ეს ძალიან კარგი სიზმარია ქალებისთვის. თუ დიდი რაოდენობით რძეს ნახულობთ, ეს სიმდიდრესა და ჯანმრთელობას ნიშნავს, რომლებიც წინ გელოდებათ. რძის გაცემა მოასწავებს, რომ კეთილმოსურნეობას გამოავლენთ, საკუთარი მოგების მიღწევისას. რძის დაქცევა ნიშნავს, რომ მსუბუქ დანაკარგს გადაიტანთ და დროებითი უბედურების გამო დაიტანჯებით. ასეთივე შედეგები აქვს იმ სიზმარს, სადაც ბინძურ რძეს ხედავთ. სიზმარში მჟავე რძის დალევა ნიშნავს, რომ თქვენი მეგობრების ტანჯვის გამო ინერვიულებთ. სიზმარში ადამიანების ნახვა, რომლებიც რძეს ვერ სვამენ, ნიშნავს, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამის ან წარჩინებული ადამიანის მეგობრობის დაკარგვის უნდა გეშინოდეთ. სიზმარში ცხელი რძის დალევა მოასწავებს ბრძოლას, რომლის ბოლოსაც სიმდიდრეს და სურვილების აღსრულებას მიაღწევთ. სიზმარში იმის ნახვა, რომ რძეში ბანაობთ, სიამოვნებას და თქვენთვის ახლო ადამიანების კომპანიას ნიშნავს.
რატომ გვესიზმრება არაჟანი
ცვეტკოვის მიხედვით
შემოსავალი, იღბალი. შეყვარებულებისთვის - მალე დაქორწინება
რატომ გვესიზმრება მოწველა
ცვეტკოვის მიხედვით
თვითონ წველი- მდიდრის გაცნობა; სხვები წველიან- ახალი მიჯაჭვულობა .
რატომ გვესიზმრება რძე
ცვეტკოვის მიხედვით
კარგია
რატომ გვესიზმრება ძროხა
ცვეტკოვის მიხედვით
ზრუნვა, ერთი დაგსდევთ- მოულოდნელი მემკვიდრეობა; შორს ნახირის ნახვა კარგი ნიშანია
სიზმარში თხის ნახვა
ცხოველების ახსნით
განასახიერებს სიმამაცეს, ბარაქას, ცხოვრებისეულ ძალას, შემოქმედებით ენერგიას . თხა , სიმბოლიკის თვალსაზრისით, შეიძლება ჩანაცვლდეს გაზელით ან ანტილოპით . ვინაიდან თხა სიმაღლეზე ცხოვრობს , ის ასევე უპირატესობას განასახიერებს. თხა ქალის პროდუქტიულ ძალას, ნაყოფიერებას და ბარაქას ნიშნავს. ჩინელებში თხა არის ეშმაკი, დაწყევლილი, ცოდვილი, ავხორცობა და არამუდმივობა. "განტევების თხა" არის ქრისტე, რომელიც მსოფლიოს ცოდვებით არის დატვირთული. ბერძნულ-რომაულ ტრადიციაში თხა სიმამაცეს, შემოქმედებით ენერგიას და ავხორცობას ნიშნავს . ეძღვნება ზევს დიქტინოსს, რომელიც თხა ამალტეამ აღზარდა , რომლის ტყავიც მისი ფარი , ხოლო რქა- ბარაქის რქა გახდა. ველური თხა ეძღვნება არტემიდას და დიონისეს ატრიბუტს და ერთ-ერთ მის სახეს წარმოადგენს. სატირები ნახევრად თხები არიან და თხის რქები აქვთ. პანს აქვს ფეხები, რქები და თხის წვერი. თხა ასევე ფავნას ეძღვნება. ებრაელებში თხა ავხორცობას და გარყვნილობას განასახიერებს. ინდუსებში თხა არის ცეცხლი, შემოქმედებითი ალი. ცხვართან ერთად, ცეცხლის ღმერთის, აგნის ატრიბუტს წარმოადგენს, რომელიც თხას აჭენებს. შუმერულ- სემიტურ ტრადიციაში თხა ხშირად არის გამოსახული მარდუკთან და მონადირე- ქალღმერთებთან ერთად და ბაბილონის ნინგირსუს ემბლემას წარმოადგენს. თხა, ან თევზი- თხა ეა-ოანესის წყლების მბრძანებელს განასახიერებს.
ძროხა
აიურვედას მიხედვით
სიზმარში ძროხის მოწველა სიმდიდრის ნიშანია. თუ სიზმარში ძროხა დაგსდევთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი მტერი მოულოდნელად შეგიტევთ.