დაგესიზმრათ მრისხანება
მილერის მიხედვით
სიზმარში ვინმეს მრისხანების ნახვა თქვენთვის დიდი განსაცდელის მომასწავებელია: ადამიანებში იმედი გაგიცრუვდებათ და გაწყვეტთ მეგობრულ კავშირებს , რომლებიც მჭიდრო გეგონათ. სიზმარი თქვენი მტრების ცილისწამებას მოასწავებს, რომლებიც თქვენ წინააღმდეგ იმოქმედებენ და ქონებასა და რეპუტაციას დაემუქრებიან. განრისხებული მეგობრებისა და ახლობლების ნახვა , მაგრამ, ამასთან, თქვენ მშვიდად ხართ- ასეთი სიზმარი თქვენთვის მოასწავებს შუამავლობას ორი ახლო ადამიანის ერთმანეთთან ჩხუბში, თქვენს ბრძნულ ჩარევას, რომელიც სასიკეთო აღმოჩნდება.
მრისხანება
აიურვედას მიხედვით
ის, ვისაც სიზმარში უბრაზდებით, თქვენი საუკეთესო მეგობარია.
რატომ გვესიზმრება მრისხანება
ცვეტკოვის მიხედვით
ნაცნობზე- მოგება მისი მეშვეობით; უცნობზე- მოულოდნელი კარგი ამბები
რატომ გვესიზმრება სიბრაზე
ცვეტკოვის მიხედვით
ერთგულება
სიზმარში სიბრაზის ნახვა
ლოფას მიხედვით
ვის უბრაზდებით? რამ გამოიწვია სიბრაზე? სადამდე მიგიყვანათ გაბრაზებამ? რეალურ ცხოვრებაში დაგროვებული სიბრაზე ასე თუ ისე სიზმარში ნახულობს გამოსავალს- სინამდვილეში ხომ ყოველთვის არ გვაქვს ღიად გაბრაზების საშუალება. ბრაზი ყოველთვის დამანგრევებელია და ტრადიციულად პიროვნების აკრძალულ გრძნობად ითვლება . ჩვეულებრივ, სიბრაზე იმ ადამიანების სიზმრებში არსებობს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ამ გრძნობას ღიად ვერ გამოხატავენ. ეს გრძნობა არის რეაქცია პოტენციურ მუქარაზე. ამგვარად, გასაგებია, რომ გაბრაზება იმაზე უარის თქმით უკმაყოფილებას ასახავს, რაც კანონით გვეკუთვნის ან გვჭირდება. ამ გრძნობით გაჟღენთილი სიზმრები გარშემომყოფებთან ურთიერთობებზე დაფიქრებას გვაიძულებს. ხდება ხოლმე, რომ სიზმარში უბრაზდებით ადამიანს, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ეს გრძნობა თქვენში არასდროს გამოუწვევია; ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი შორსაა იმ სრულყოფილებისგან, რომელიც მას ქვეცნობიერად უბოძეთ. ეს არის ჩვეულებრივი შეხსენება ადამიანის სისუსტეების შესახებ.
სიზმრის მნიშვნელობა მძვინვარების შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში გამძვინვარება - ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებში ადამიანების სულების მკურნალის როლი უნდა ითამაშოთ. ხშირად გეკითხებიან რჩევას, მორალურ მხარდაჭერას გთხოვენ, და არასდროს ამბობთ უარს. ფრთხილად! თორემ სიტყვიერი ნუგეშისგან შეიძლება შეუმჩნევლად ორალურ გართობაზე გადახვიდეთ.. თუ , რა თქმა უნდა, ის, ვისაც თქვენი რჩევის მიღება სურს, სექსზე თქვენს დაყოლიებას შეძლებს. თუ ვიღაც განრისხებული გესიზმრებათ, ნიშნავს, რომ რაღაც მიზეზის გამო სექსით სრულყოფილად დაკავება გერიდებათ, რადგან პარტნიორის აგრესიის გეშინიათ. თუ თქვენ კაცი ხართ და ასეთი სიზმარი ნახეთ, ნიშნავს, რომ ქალების მიმართ ოდნავ ინფანტილური ხართ . გგონიათ, რომ მათ თქვენი ნაზი გრძნობების არ ესმით და მხოლოდ ერთი უნდათ- თქვენი წაყვანა საწოლში. თუმცა, თქვენი წარმოდგენები მდედრობითი სქესის შესახებ რეალობისგან შორსაა, რაც თქვენს სისუსტეს წარმოადგენს.