კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ მსხალი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ მსხალს ჭამთ, არც ისე წარმატებულ საქმეებს და ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს. მშვენიერ ხეზე ოქროს ნაყოფებით აღფრთოვანება ნიშნავს, რომ ბედი კარგ პერსპექტივებს მოგცემთ. სიზმარში მწიფე მსხლების მოკრეფა სასიამოვნო მოულოდნელობას ნიშნავს, რომელიც იმედგაცრუებას მოჰყვება. მსხლების დაკონსერვება ნიშნავს, რომ ფილოსოფიურად ეკიდებით ბედის უკუღმართობას. მსხლების გაშრობა მოსაწყენ და უფერულ სიყვარულსა და მეგობრობას ნიშნავს.
დაგესიზმრათ ხილი
მილერის მიხედვით
სიზმარში ნაყოფის ნახვა, რომელიც ფოთლებში მწიფდება, ჩვეულებრივ, აყვავებულ მომავალს მოასწავებს. მწვანე ნაყოფი ამაო ძალისხმევებსა და გაუაზრებელ ქცევებს ნიშნავს. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ნაყოფს ჭამს, ეს მის ზნეობრივ დაცემასა და მემკვიდრეობის დაკარგვას მოასწავებს. სიზმარში ნაყოფის ჭამა ცუდი ნიშანია. ნაყოფის ყიდვა ან გაყიდვა მსხვილ, მაგრამ ნაკლებად მომგებიან გარიგებებს ნიშნავს. სიზმარში მწიფე ნაყოფის ნახვა ან ჭამა თქვენთვის არასანდო იღბალს და სიამოვნებას მოასწავებს.
მსხლის შესახებ სიზმრის მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
მსხალი სასურველი და ძალიან მაცდუნებელი ქალის ფიგურას განასახიერებს. ამიტომაც, სიზმარში მსხლის ნახვა კაცისთვის არაჩვეულებრივ ქალთან შეხვერდას და მის გაცნობას ნიშნავს. სიზმარში მსხლის ჭამა- კაცისთვის ძალიან ქალურ და ალერსიან ქალთან სექსუალურ ურთიერთობებს ნიშნავს. ქალისთვის მსხალი გამოხატავს გაცნობას ყველა გამომდინარე შედეგით.
რატომ გვესიზმრება ხილი
ცვეტკოვის მიხედვით
სიხარბე; გასუფთავება- იმედგაცრუება
სიზმარში ხილის ნახვა
ლოფას მიხედვით
ხილი არის ქალურობის, ნაყოფიერების ან დაცემის სიმბოლო. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმბოლო შეიძლება საკვების პრიზმიდანაც განვიხილოთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, გაარკვიოთ, როგორ გარემოებაში დაგესიზმრათ ხილი. ვინმეს შესთავაზეთ ხილი, თუ , პირიქით, ვინმემ თქვენ შემოგთავაზათ? შესაძლოა, სიზმარში გარკვეული ხილის გამოჩენა რეალურ ცხოვრებაში მისი ცოტა ხნის წინ გამოჩენასთან არის დაკავშირებული?