დაგესიზმრათ ანტილოპა
მილერის მიხედვით
სიზმარში ანტილოპების ნახვა ნიშნავს, რომ თქვენს ფართო გეგმებს მხოლოდ მაშინ განახორციელებთ, თუ ბევრ ენერგიას დახარჯავთ. ახალგაზრდა ქალისთვის ანტილოპას ნახვა, რომელიც სიმაღლიდან დაეცა, ნიშნავს, რომ სიყვარული, რომლისკენაც ის მიისწრაფვის, უბედური აღმოჩნდება.
დაგესიზმრათ მანდრაგორა
მცენარეების ახსნით
დიდი დედის, სიცოცხლის მიმნიჭებელის სიმბოლოა. შეთქმულების მცენარეა. ცირცეას ემბლემა. ებრაულ სიმბოლიზმში მანდრაგორა ჩასახვასა და ნაყოფიერებას განასახიერებს, ასევე , მას ჯადოსნური ძალა აქვს და ჯადოს დროს გამოიყენება.
დაგესიზმრათ ქვა
მილერის მიხედვით
ქვები სიზმარში მრავალი სირთულის და უიღბლობის შესახებ გვაფრთხილებენ. სიზმარში ქვებს ან კლდეებს შორის გზის გაკვალვა იმის ნიშანია, რომ ეს არათანაბარი და რთული გზა თქვენი იქნება, როგორც მინიმუმ, უახლოესი მომავლისთვის. თუ რკინის მადნის კლდეებში მოიპოვებთ, ეს ნიშნავს, რომ ბევრი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თქვენს საქმეში სასურველ შედეგს საბოლოოდ მიაღწევთ . კენჭები და რიყის ქვები მსუბუქ უსიამოვნებებს ნიშნავს. სიზმარში ქვების სროლა იმის ნიშანია, რომ ვიღაცის გაფრთხილების აუცილებლობა გაგიჩნდებათ. თუ სიზმარში ესვრით ქვას ადამიანს, რომელიც თავს დაგესხათ, ნიშნავს, რომ ბოროტებას დაამარცხებთ სამართლიანობისა და კანონიერების მიმართ თქვენი ყურადღების წყალობით.
რატომ გვესიზმრება ანტილოპა
ცვეტკოვის მიხედვით
იმედი ასრულდება; მოკვლა- დიდი უბედურება
რატომ გვესიზმრება მთები
ცვეტკოვის მიხედვით
შიშველი- მღელვარება; ტყიანი - ღალატი; ასვლა- წარმატება, თუ ახვალ; ნახვა- გართულებები; ჩამოსვლა- წარუმატებლობა; ავადმყოფისთვის მთაზე ასვლა- გამოჯანმრთელება ( დიდხანს ადიოდა- ძალიან მძიმე დაავადება); მთის შიგნით სიარული- იღბალი ყველაფერში
რატომ გვესიზმრება ქვა
ცვეტკოვის მიხედვით
შურისძიება; გზისპირა- წაბორძიკება, სიკვდილი; გამოთლილი- მძიმე დრო; სროლა- კამათისკენ; ქვები- ავადმყოფობა; ქვებზე დგომა, სიარული- შეშინება, დაბრკოლებები, გართულებები; აწევა- მიღწევები; ძვირფასი- ცრუ ბრალდებული, ცრუ იმედები; დაკარგვა- ვერაგობა; ბევრი ძვირფასი ქვა- დაცვა; ზანდუკზე, კოლოფზე- ბავშვი; ფირუზი- იღბალი ( ფერის მიხედვით); მარჯანი- ბარაქა, სიყვარული; საფირონი- გაფრთხილება; ხელებში- რაღაცას გაბედავ.
სიზმარში ანტილოპას ნახვა
ცხოველების ახსნით
აფრიკელი ბუშმენები თვლიან, რომ ღვთაება ანტილოპის სახით წარსდგება. მცირე აზიასა და ევროპაში ანტილოპა მთვარის ცხოველს წარმოადგენს, რომელიც დიდ დედასთან არის დაკავშირებული. ეგვიპტელებში ის ეძღვნება სეთს, მაგრამ ასევე შეიძლება გამოსახავდეს ოზირისსა და გორას როგორც მის ოპონენტებს. ჰერალდიკაში ანტილოპა მრისხანე ძალასა და საფრთხეს გამოხატავს . ამ შემთხვევაში ის ვეფხვის თავით გამოისახება, რომელიც შეიარაღებულია ეშვებით, ძლიერი ირმის სხეულითა და მარტორქის კუდით. ინდუსებში ის შივას ემბლემაა. სომა და ჩანდრა თავის ეტლებს ანტილოპებით აბამდნენ. ატილოპაზე ქარების ღმერთი პავანა არის ამხედრებული. შუმერულ-სემიტურ ტრადიციაში ანტილოპა ეასა და მარდუკის სიმბოლოს წარმოადგენს. ეა-ოანესი არის მიწისქვეშა ოკეანეს ანტილოპა, ხოლო აფსუ- შემოქმედების ანტილოპა. ანტილოპას გარდა, მიწისქვეშა დრაკონს შეიძლება ასევე გამოსახავდეს ხარი, კამეჩი ან ძროხა. მთვარის ანტილოპა ასტარტას ეძღვნება.
სიზმარში მთების ნახვა
ლოფას მიხედვით
მთები შეიძლება გამოხატავდნენ დიდებულებას, საფრთხეს ან წმინდა მიწას. შეიძლება უბრალოდ მოგწონთ მთებში ყოფნა, და ამ მიზეზით შეიძლება ხედავდეთ მათ სიზმრებში. მთებმა შეიძლება ბუნების , სიცოცხლის მიმართ სიყვარული, აღორძინების გრძნობა ჩაგინერგონ. ზოგჯერ აუცილებელია მთების გადალახვა ან საკუთარი ნებით ან იმიტომ, რომ იქ გაუგებარი გარემოებების გამო აღმოჩნდით. უნდა გახსოვდეთ, ვის დაემშვიდობეთ ლაშქრობამდე, რატომ გადაწყვიტეთ წასვლა და რას ელოდებით თქვენი ოცნების მთებში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მთის მწვერვალი იმ ყველაფერი საუკეთესოს იდიომატურ გამოსახულებად ითვლებოდა, რასაც ცხოვრება გვთავაზობს. რამეს ეძებთ თუ ვერ გრძნობთ რეალური ცხოვრების რომელიმე სფეროში წარმატების მიღწევის შესაძლებლობას?
სიზმარში ნაპრალის, კანიონის ნახვა
ლოფას მიხედვით
კანიონში, უფსკრულში, ნაპრალსა ან ორმოში ჩავარდნა, ხაფანგში მოხვედრას ნიშნავს. თუმცა, გარკვეულ სიტუაციაში, მსგავსმა გზამ შეიძლება ისეთ ადგილამდე მიგიყვანოთ, საიდანაც შესანიშნავი ხედი ჩანს, ან, ეს შეიძლება დასვენების ადგილი იყოს. მაგალითად, ამერიკაში ბევრი ადამიანის საყვარელი ადგილი არის დიდი კანიონი, ამიტომაც ის ადამიანებს ხშირად ესიზმრება. ამ შემთხვევაში, კანიონი თქვენი სიზმრის მოქმედ ადგილს წარმოადგენს და აქცენტი მის სხვა ელემენტებზე უნდა გადაიტანოთ, მაგალითად, შვებულების დროს დამშვიდების შეგრძნებასა ან ბუნების სილამაზით ტკბობაზე.
სიზმრის მნიშვნელობა ქვის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ეს სიზმარი ყოველთვის გამოხატავდა სიმშვიდეს, მაგრამ, ამავდროულად, მოუქნელობასა და გულგრილობასაც კი. ასე რომ, თუ დაგესიზმრათ ყველაზე ჩვეულებრივი ქვა, რომელიც გზაზე დევს, ქალისთვის ასეთი სიზმარი სექსში მის პასიურობაზე, უფრო თავისუფლად მოქცევის აუცილებლობასა და ინტიმურ ურთიერთობებში მეტი ფანტაზიის გამოვლინებაზე მეტყველებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სექსი რუტინად გადაიქცევა. კაცისთვის ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ ის თავის თავს სასიყვარულო საქმის მცოდნედ თვლის, მაგრამ სინამდვილეში ამისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. სიზმრის მნახველი თავისი თავის მიმართ უფრო კრიტიკული უნდა იყოს, ყურადღება თავის პარტნიორს მიაქციოს, და მაშინ სექსი ნამდვილად ვნებიანი გახდება. თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაც ქვებს გესვრით, ასეთი სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ ოდესღაც ადამიანს აწყენინეთ და ახლა მას თქვენზე შურის ძიების იმედი აქვს. არ არის გამორიცხული, რომ ის ამას სექსუალური ხრიკების დახმარებით განახორციელებს. ასე რომ, პარტნიორების არჩევისას მაქსიმალურად ფრთხილად იყავით . ზოგიერთი მათგანი თქვენს თავდაჯერებულობას ძლიერ შეარყევს. თუ იღებთ ან ისვრით ქვას, ესეც ძლიერი წყენის ნიშანია, მაგრამ უკვე თქვენი მხრიდან. ეს სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ შურის ძიება გინდათ იმაზე, ვინც გაწყენინათ, მაგრამ ჯობია, ეს არ გააკეთოთ. შურისძიებისგან ვერც სიამოვნებას მიიღებთ, და განწყობასაც გაიფუჭებთ. სიზმარში ბევრი ქვის ნახვა ნიშნავს, რომ დღესასწაულის მოწყობა გსურთ, მაგრამ არა ჩვეულებრივის, როგორც მიღებულია, არამედ ნუდისტურის ან აზარტული თამაშებით, გახდასა და სურვილების ასრულებაზე. სცადეთ, ეს თქვენს სექსუალურ ცხოვრებას გააცოცხლებს. თუ თქვენს სიზმარში გაბზარული ქვა გამოჩნდა, სექსუალურ ცხოვრებაში მოსალოდნელი სირთულეებისთვის მოემზადეთ. ისინი შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს, როგორც პარტნიორის გაუგებრობა, ისევე დაღლილობა, რომელიც დაქანცულობაში გადადის. მზად იყავით ამისთვის- უსიამოვნებები მალე გაივლის.