კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ მტრედები
ხასსეს მიხედვით
რატომ გვესიზმრება მტრედი? ხასსე ამბობს, რომ თუ სიზმარში ადამიანი ხედავს მტრედებს სახურავზე, მას დიდი სიხარული ელოდება; სიზმარში მტრედების დახოცვა- არსებობს ერთგული მეგობრის დაკარგვის საფრთხე; სიზმარში მტრედების ჭამა- ოჯახში მღელვარებისკენ; სიზმარში მტრედების გამოკვება- კეთილ საქმეს გააკეთებთ; სიზმარში მტრედები ერთმანეთს კოცნიან- ალერსს მიიღებთ.
დაგესიზმრათ მტრედი
მილერის მიხედვით
სიზმარში მტრედების ნახვა და მათი ღუღუნის გაგონება ოჯახში მშვიდობასა და ბავშვების გაჩენის სიხარულს ნიშნავს. ასეთი სიზმარი გოგონას მალე ბედნიერ გათხოვებას ჰპირდება. სიზმარი, რომელშიც მტრედები ვინმეს ნადავლს წარმოადგენენ ან თვითონ ნადირობთ მათზე, იმას მოწმობს, რომ თქვენი ბუნების სიუხეშე თქვენს საქმიან ურთიერთობებში გამოვლინდება და, ამავდროულად, სიზმარი ხორციელი სიამოვნებისგან დაგიცავთ. სიზმარში მფრინავი მტრედების ნახვა ნიშნავს, რომ გაუგებრობების არ უნდა შეგეშინდეთ. ასევე, შესაძლოა, რომ შორეული მეგობრისგან ამბები გაიგოთ. ერთი მტრედის ხმის გაგონება უბედურებას მოასწავებს, იმავეს მოასწავებს მკვდარი მტრედის ნახვაც.
სიზმარში მტრედის ნახვა
ცხოველების ახსნით
მტრედი გამოხატავს ცხოვრების სულს, სულს, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას, სინათლის სულს, უმანკოებას, მაგრამ ზოგიერთ ტრადიციაში ის არის ავხორცობის, უდანაშაულობის, სინაზისა და სიმშვიდის სიმბოლო. მტრედს ქალღმერთებს უძღვნიან. მაშინ ის ქალურობასა და დედობას ნიშნავს. ორი მტრედი ხშირად თან ახლავს დედა ღვთისმშობელს. მტრედი ზეთისხილის ტოტით არის მშვიდობისა და ცხოვრების განახლების სიმბოლო. ამას გარდა, ის აფინას სიმბოლოს წარმოადგენს. მტრედები, რომლებიც თასიდან სვამენ, სულს ნიშნავს, რომელიც სიცოცხლის წყალს სვამს. წმინდა მტრედები დაკრძალვის კულტებთან ასოცირდება . ჩინელებში მტრედი გამოხატავს დღეგრძელობას, ერთგულებას, მოწესრიგებულობას, შვილის პატივისცემას, გაზაფხულს, ავხორცობას და ასოცირდება დედამიწასთან. ქრისტიანობაში მტრედი არის სულიწმინდის, სიწმინდის, შთამაგონებელი აზრის, მშვიდობის, ნათლისღების, კეთილი ამბის და წყლის სიმბოლო. შვიდი მტრედი სულის შვიდ ნიჭს გამოხატავს, ხოლო მტრედების გროვა- მორწმუნეებს, მტრედი ზეთისხილის ტოტით- მშვიდობას, პატიებასა და გათავისუფლებას. როგორც მტრედმა ნოეს კიდობნიდან ზეთისხილის ტოტი მოიტანა ღმერთსა და ადამიანს შორის მშვიდობის ნიშნად და კიდობნის გარდა სხვა ადგილი ვერ იპოვა, ასევე ქრისტიანი ეკლესიის გარდა ვერსად ვერ ნახულობს შველას. მტრედი პალმის ტოტით სიკვდილზე გამარჯვებას ნიშნავს. თეთრი მტრედი, როგორც ცოდვის შავი ყვავის ანტითეზა, გადარჩენილი სულის სიმბოლოა, რომელმაც ცოდვები მოინანია. მტრედები ყურძნის ტოტზე გამოხატავენ მორწმუნეებს, რომლებმაც თავშესაფარი ქრისტესთან იპოვეს. ორი მტრედი ოჯახურ ბედნიერებასა და სიყვარულს გამოხატავს. მტრედი იოსების კვერთხზე წმინდა ქალიშვილის ქმარს ნიშნავს. მტრედი გრაალის რაინდებისა და წმინდა ბენედიქტის, გრიგორისა და სკოლასტიკის ემბლემას წარმოადგენს. ეგვიპტელებში გამოხატავს უმანკოებას. მტრედი ჩნდება სიცოცხლის ხის ტოტებზე მის ნაყოფთან და ჭურჭელთან ერთად, რომელიც სიცოცხლის წყლითაა სავსე. ბერძნულ- რომაულ კულტურაში გამოხატავს სიყვარულს და ცხოვრების განახლებას და წარმოადგენს ზევსის ატრიბუტს, რომელიც მტრედებმა გამოკვებეს. მტრედი ზეთისხილის ტოტით წარმოადგენს აფინას ემბლემას, როგორც ცხოვრების განახლების სიმბოლო; ეძღვნება ადონისს და ვაკხუს, როგორც პირველ სიყვარულს, და ვენერას, როგორც ავხორცობის სიმბოლოს. მტრედი ვარსკვლავით არის მილეტელი ვენერას ემბლემა. ებრაელებში თეთრ მტრედებს, როგორც სიწმინდის სიმბოლოს, მსხვერპლად წირავდნენ , ტაძარში გაწმენდის რიტუალის შესრულების დროს. მტრედი ისრაელის სიმბოლოა. ძველ აღთქმაში მტრედი ნიშნავს უბრალოებას, უვნებლობას, უმანკოებას, უწყინარობას, გულღიობას, ინკუბაციას და გარდაცვლილის სულს გამოხატავს. ინდუიზმში გარდაცვლილების ღმერთი იამასთვის ბუები და მტრედები დესპანების როლს ასრულებენ. ისლამში სამი წმინდა ქალწული სამი სვეტით აღინიშნება, რომლებზეც მტრედები სხედან. იაპონურ კულტურაში მტრედი გამოხატავს დღეგრძელობასა და პატივისცემას, ეძღვნება ომის ღმერთ ხაჩიმანს, მაგრამ მტრედი, რომელიც ხმალს ატარებს, ომის დასასრულის შესახებ იუწყება. მანიქეისტურ იკონოგრაფიაში სამების მესამე პერსონაჟი ზოგჯერ თეთრი მტრედის სახით გამოისახება. მინოსურ კულტურაში მტრედები ასოცირდება დიდ დედასთან და გველებთან ერთად მის ატრიბუტს წარმოადგენს,და ჰაერსა და მიწას აღნიშნავს. ფარსის კულტურაში მტრედი უმაღლეს არსებას გამოხატავს. შუმერულ-სემიტურ კულტურაში ღვთაებრივ ძალას გამოხატავს, ეძღვნება ასტარტას. ასევე იშთარის, როგორც დიდი დედის ატრიბუტს წარმოადგენს. წარღვნის შემდეგ მეშვიდე დღეს ბაბილონის კიდობნიდან მტრედი იყო გამოგზავნილი.
სიზმრის მნიშვნელობა მტრედის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ მტრედი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რეალურ ცხოვრებაში თბილი და მეგობრული ურთიერთობები ჩამოგიყალიბდათ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან. პლატონური ურთიერთობები მას აწყობს და ის კმაყოფილია. თქვენ კი უყურებთ მას როგორც თქვენი სურვილის საგანს და მასთან სექსზეც არ იტყოდით უარს. თუ არ გსურთ, რომ მასთან ურთიერთობა დაკარგოთ, მოითმინეთ და დაელოდეთ. დრო აჩვენებს, ვინ არის მართალი.