დაგესიზმრათ მუხა
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ მუხის ტყეს უყურებთ, დიდ სიმდიდრესა და ყველა სფეროში საქმეების წარმატებულ მართვას ნიშნავს. რკოებით მოყრილი მუხის ნახვა თქვენი კეთილდღეობის ზრდას და ყველაფერში ხელსაყრელობას ნიშნავს. მოტეხილი მუხა უცაბედ და განმაცვიფრებელ სიურპრიზებს ნიშნავს. შეყვარებულებისთვის სიზმარში მუხის ნახვა მოასწავებს იმას, რომ ისინი მალე ერთად ცხოვრებას დაიწყებენ საკმაოდ ხელსაყრელ პირობებში.
დაგესიზმრათ მუხა
მცენარეების ახსნით
მუხა დღეგრძელობის, სიბრძნის, ძალისა და გამძლეობის სიმბოლოა. მუხა ეძღვნება ზევსს, თორს, პერუნს და ჭექა-ქუხილის სხვა ღმერთებს. ზევსის საკურთხევლის ირგვლივ მუხები იზრდებოდა , ხოლო პერუნის ტაძრის ირგვლივ მუხის ტყე იყო. პერუნის საპატივცემულოდ წვავდნენ კოცონს მუხის ტოტებისგან. მუხების ქვეშ დრუიდები ატარებდნენ რიტუალებს , რომელთათვისაც მუხა სამყაროს ღერძს გამოხატავდა. მუხა მამაკაცური ძალის სიმბოლოა. რკო იყო შესაწირი სკანდინავიელი ღმერთი თორისთვის . კელტებში რკოს ფალური მნიშვნელობა ჰქონდა. ამას გარდა, რკო აყვავების, ნაყოფიერებისა და სულიერი ენერგიის სიმბოლოა. ზოგიერთი რწმუნების თანახმად, ქრისტე მუხის ხის ჯვარზე აცვეს. ზოგიერთ ქვეყანაში მუხის ფოთლები გამოიყენება როგორც სამხედრო განმასხვავებელი ნიშნები.
დაგესიზმრათ რკო
მილერის მიხედვით
სიზმარში რკოების ნახვა სასიამოვნო მოვლენებს ნიშნავს, რომლებიც წინ გელოდებათ. თუ მათ მიწიდან კრეფთ, რეალობაში თქვენი რთული სამუშაო დიდი იღბლით დაგაჯილდოებთ. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის რკოებს ჭამს, ეს იმის ნიშანია, რომ მალე მისი ცხოვრება უფრო სასიამოვნო გახდება და მას სიხარულს მოუტანს. ხიდან რკოების ჩამოყრა საქმეებსა და სიყვარულში ჩაფიქრებულის ასრულებას ნიშნავს . მიწაზე დაყრილი ან მწვანე რკოები ხეზე ასევე კარგ ცვლილებებს ნიშნავს. და მხოლოდ ხიდან მწვანე ან დამპალი რკოების მოკრეფა არაფერს კარგს არ მოასწავებს.
დაგესიზმრათ ტყე
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ხედავთ ხეს ნორჩი ფოთლებით, ეს ნიშნავს, რომ ყველა თქვენი გეგმა და ოცნება ასრულდება. მკვდარი ხეები გამოხატავენ სევდას და დანაკარგს. სიზმარში ხეზე ასვლა სწრაფ კარიერულ წინსვლას ნიშნავს. სიზმარში ხის მოჭრა ან მისი ამოგლეჯა ფესვებით ნიშნავს, რომ თქვენს ძალასა და სიმდიდრეს გაფლანგავთ. სიზმარში ტყის ნახვა საქმეებში ცვლილებებს მოასწავებს. მწვანე ტყეები მოასწავებს იღბალს, ხოლო უფოთლო - თქვენი ინტერესებისთვის გამანადგურებელ ცვლილებებს. ტყის ხანძარი მოასწავებს გეგმების დასრულებას, კეთილდღეობას და ბარაქას. თუ სიზმარში შეშის ჩეხით ხართ დაკავებული, ეს მოასწავებს წარმატებისთვის ბრძოლის დაწყებას, რომელიც თქვენთვის ბრწყინვალედ დასრულდება. თუ სიზმარში უღრან ტყეში სეირნობთ, გელოდებათ უიღბლობა სამსახურში და ოჯახური უთანხმოებები. თუ, ამასთან, გაიყინეთ და შიმშილს გრძნობთ, არასასიამოვნო გამგზავრება გელოდებათ. სიზმარში დიდებული მწვანე ხეებით ტკბობა ნიშნავს, რომ მომავალი წარმატება და სახელის განთქმა გელოდებათ. ჩამოცვენილი ფოთლები, რომლებიც ფეხებქვეშ შრიალებს, შეიძლება დანაკარგს მოასწავებდეს. თუ გესიზმრებათ მკვდარი ტყე გამხმარი ხეებით- იმედგაცრუებას ელოდეთ.
რატომ გვესიზმრება მუხა
ცვეტკოვის მიხედვით
მოგება, ბედნიერება ქორწინებაში; რკოები- ბავშვები
რატომ გვესიზმრება ტყე
ცვეტკოვის მიხედვით
ტყეში სეირნობა- შეყვარება ( ქალისთვის); რომანტიული შეხვედრა (კაცისთვის); ტყეში სიარული- გართულებები პირადში; უღრანი- სხვისი მხარე; შორს- სევდა.
რატომ გვესიზმრება ტყე
ცვეტკოვის მიხედვით
სხვისი მხარე; ტყეში სეირნობა- რომანტიული სასიყვარულო საქმეები, ახალი გაცნობა; ტყეში სიარული- გართულებები პირად ცხოვრებაში; ხეების მოჭრა- კეთილდღეობა; შორს უღრანი ტყის ნახვა- სევდა; ტყეში ყინული და თოვლი- ცარიელი იმედები; მწვანე ტყეში ჯდომა ან წოლა- გაუმჯობესება პირადში; ავადმყოფებისთვის- გამოჯანმრთელება. იმავეს ნიშნავს წოლაც, ბაღსა ან პარკში ჯდომაც.
სიზმარში ტყის ნახვა
ლოფას მიხედვით
სიტყვა "ტყის" გაგონებისას გონებაში სხვადასხვა ეპითეტი ჩნდება : ჯადოსნური, შიშის მომგვრელი, დიდებული, წმინდა, საშიში ან ფალოსური. ტყეს აკავშირებენ სიამოვნების, სივრცის და შიშის გრძნობასთან, ასევე მისი გავლის აუცილებლობასთან. ეს ცენტრალური მომენტებია ახსნისთვის. თუ სიზმრის ყველა მოვლენა ტყეში ხდება, ნიშნავს, რომ ის შეგიძლიათ განიხილოთ როგორც ჩვეულებრივი- მშვიდი და ხელსაყრელი სცენა ან პირიქით- როგორც სცენა მიმდინარე მოვლენებისთვის . ასეთი სიზმრები აჩვენებენ, თუ როგორ აღიქვამს მძინარე რეალობაში თავის გარემოცვას. თუ ტყის გადაკვეთა გიწევთ , მაშინ ვინ აკეთებს ამას და რა მიზნით? იმისთვის, რომ რამე შეიძინოს თუ რამეს თავი აარიდოს? თუ თქვენ მარტო მიდიხართ ტყეში იქ მყოფი განდეგილის განსაკუთრებული უნარების, ძალებისა და სიბრძნის საძიებლად, მაშინ ტყე ამ შემთხვევაში არის გამოცდისა და ძიების ადგილი. თუ ტყეში დამალვა გიწევთ, შესაძლოა, ეს არის ბიზნესის თავსმოხვეული გავლენისა და ტექნოლოგიური რევოლუციის შედეგების თავიდან აცილების მცდელობა. თქვენთვის აუცილებელია განახლება და ცხოვრებისეული სიმშვიდის შეგრძნების შეძენა. სხვადასხვა სქესის მქონე ადამიანის ტყეში წასვლა უნდა განიხილოს ფროიდის ფსიქოანალიზის პოზიციებიდან. ტყე არის რომანტიული ადგილი, რომელშიც ჩვენი სურვილები და პოტენციური შესაძლებლობები გამომჟღავნდება. პირველ რიგში, რომელ ასოციაციებს იწვევს თქვენში ტყე რეალურ ცხოვრებაში- დასვენებას და სიმშვიდეს, გზის დაკარგვის შიშს, შეუზღუდავ არჩევანს თუ აღმოჩენას? გრძნობთ თუ არა, რომ ცხოვრება იმდენად გამძიმებთ, რომ ვერც კი არჩევთ ცალკეულ ხეებს ტყის ერთიან მასივში?
სიზმრის მნიშვნელობა რკოს შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში ნახეთ რკო, ეს მოწმობს იმას, რომ რეალობაში ახალი ურთიერთობების დაწყების პერიოდს განიცდით. ჯერ კიდევ არ დაფიქრებულხართ იმაზე, თუ როგორი იქნება ისინი ინტიმური კუთხით, და გირჩევნიათ ურთიერთობა პლატონიკურ დონეზე.