მუცლის ჭიები
ლოფას მიხედვით
ამ ახსნაში მუცლის ჭიები ცხოვრებაში დაბრკოლებებთან ასოცირდება. ალბათ, მოულოდნელი სირთულეები, არაკეთილმოსურნეების ინტრიგები, საქმეებში წარუმატებლობები, არამყარი ურთიერთობები გელოდებათ. თუ სიზმარში პარაზიტებს ვერ შეეგუეთ, მათ აქტიურად ებრძვით, რეალობაში წარმოქმნილ სირთულეებს გადალახავთ.
მუცლის ჭიები
ცვეტკოვის მიხედვით
ცვეტკოვის აზრით, ჰელმინთები ცხოვრებაში მნიშვნელოვან შეხვედრას მოასწავებენ. თუ, ამასთან, ბევრი პარაზიტია- რომელიმე კოლექტივს ან ადამიანთა ჯგუფს გაიცნობთ, რომლებიც საბესწერო როლს ითამაშებენ. თუ სიზმარში დისკომფორტს გრძნობთ, მაშინ ამ ადამიანებთან კონტაქტის დამყარება არც ისე ადვილი იქნება. მუცლის ჭიებისგან გათავისუფლებას ცდილობთ? რეალობაში მარტო ხართ და ცხოვრების განმარტოებულ სტილს მისდევთ.
მუცლის ჭიები
ისლამური ახსნის მიხედვით
როდესაც მუცლის ჭიებს ხედავთ, რომლებიც მუცელში იმყოფებიან, ეს თქვენზე სრულიად დამოკიდებულ ბავშვებს ნიშნავს. თუ სიზმარში პარაზიტები ორგანიზმიდან ქრებიან, მალე მღელვარებას გაუმკლავდებით და პრობლემებს გადაჭრით.
მუცლის ჭიების შესახებ სიზმრების ახსნა
ვანგას მიხედვით
სიზმარში მუცლის ჭიები გყავთ- ვანგა თვლიდა, რომ საკუთარი თავის აღქმა ხელახლა უნდა გაიაზროთ. შესაძლოა, ქედმაღალი გახდით, სხვებს ხშირად აიგნორებთ, თქვენ მიმართ ქებას ელოდებით, ამიტომაც ახლო წრეში ცუდი ადამიანები მოხვდნენ. ალბათ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს თავმოყვარეობას ანებივრებენ საკუთარი მიზნების მიღწევის გულისთვის. რაც უფრო მეტი ქებაა, მით მეტ შესაძლობლობას წარმოადგენთ ადამიანი-პარაზიტებისთვის. თუ სიზმარში გაჭყლიტეთ ან სხვა გზით მოიშორეთ მუცლის ჭიები , რეალობაში ნეგატიურ ადამიანებს ამოიცნობთ და მათთან ურთიერთობებს გაწყვეტთ.
მუცლის ჭიების შესახებ სიზმრების ახსნა
ნოსტრადამუსის მიხედვით
მარტოხელა გოგონასთვის სიზმრები პარაზიტების შესახებ იმის ნიშანია, რომ პარტნიორი მალე არ ეყოლება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ის ურთიერთობებს ზედმეტად იდეალურად წარმოიდგენს, და კაცში იმედგაცრუების ეშინია. თუ პარაზიტები გუბეში ცურავენ, არსებულ ურთიერთობებში გრძნობები გაქრება.
რატომ გვესიზმრება მუცლის ჭიები
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში პარაზიტები აღმოაჩინეთ, უახლოეს მომავალში გამანადგურებელი ძალის მქონე საქმეები გელოდებათ. მუცლის ჭიები სხვა ადამიანს აღმოაჩნდა- რეალობაში ცუდი სიტუაცია თქვენში წყენას გამოიწვევს.
რატომ გვესიზმრება მუცლის ჭიები
ფროიდის მიხედვით
თუ აღმოაჩინეთ, რომ მუცლის ჭიები გყავთ, რეალურ ცხოვრებაში ნიშნავს, რომ თქვენი პარტნიორი პარაზიტს ჰგავს. მან თქვენთან ერთად დაიწყო ურთიერთობები მხოლოდ მოგების მიზნით- ეს შეიძლება არა მხოლოდ სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ თქვენი შესაძლებლობების, ნაცნობების გამოყენებაც იყოს. თუ ნახეთ ჭიები, ეს პარაზიტი მყარად დამკვიდრდა და არასდროს გაგიშვებთ, შესაძლოა, ქორწინებით ან შვილებით იქნებით დაკავშირებული. ყურადღებით შეაფასეთ თქვენი ურთიერთობები ასეთ ადამიანთან: რა არის მთავარი? ფხიზელი გონებით გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივი იქნება. ამას გარდა, მუცლის ჭიები ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებს მოასწავებენ კაცებისთვის, ხოლო რაღაც პერიოდით სქესობრივი ცხოვრების შეწყვეტას- ქალებისთვის.
რატომ გვესიზმრება მუცლის ჭიები
ეზოთერიკული ახსნის მიხედვით
სიზმარი ჰელმინთების შესახებ ცხოვრებაში ახალ კარგ პერიოდს მოასწავებს.