სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ მუცლის მოშლა
ვანგას მიხედვით
ბულგარელი წინასწარმეტყველი ქალურ ჯანმრთელობასა და ბავშვებთან დაკავშირებულ სიზმრებს ძალიან მნიშვნელოვნად და გარკვეული აზრის მატარებლად თვლიდა . თუ ასეთი სიზმარი გოგონამ ნახა, უახლოეს დროს მისი მტრები მას ბოდიშს მოუხდიან თავისი ქცევის გამო.
თუ დაგესიზმრათ მუცლის მოშლა
სიზმრების დიდი თანამედროვე ახსნის მიხედვით
თანამედროვე ახსნაში სიზმარში მუცლის მოშლა დანაკარგს ნიშნავს. ჯობია, რომ სიზმრის ნახვის შემდეგ უახლოეს დროს საკუთარი ქონებით და ფულით არ გარისკოთ : არ ასესხოთ, არ დადოთ გარიგებები უძრავ ქონებასთან, საერთოდ არ დაიწყოთ ახალი საქმეები, ისინი მოსალოდნელ შედეგებს არ მოგიტანთ. თანამედროვე ახსნაში სიზმარი მუცლის მოშლის შესახებ ასევე აიხსნება როგორც მცირე უსიამოვნებების მომასწავებელი. თუმცა, ის არ წარმოადგენს ცუდ ნიშანს ქალისთვის, რომელიც ახლა ბავშვს ელოდება. შესაძლებელია მცირე კონფლიქტები, რომლებიც მშვიდად გადაიჭრება. სიზმარში იმის ნახვა, რომ მუცელი ვინმე სხვას მოეშალა- ალბათ, იმ ადამიანს პრობლემები ექნება. კაცს ესიზმრება, რომ მას მოეშალა მუცელი- პასუხისმგებლობის შიშის და საზრუნავის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას გაუბედაობის ანარეკლია. 8-9 თვის ორსული ქალი ნახულობს ასეთ სიზმარს- ნიშნავს, რომ ის ნერვიულობს ბავშვის ჯანმრთელობის გამო, მუცლის მოშლის ეშინია. თუ მსგავსი სიუჟეტი ბავშიან ქალბატონს ესიზმრება- ეს არის გაფრთხილება უსიამოვნებების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოხდეს. რეკომენდებულია ბავშვებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა, ჯანმრთელობაზე დაკვირვება. სიზმარი მუცლის მოშლის შესახებ ახალგაზრდა გაუთხოვარ ქალს დაესიზმრა- სავარაუდოა კამათი ან დაშორება საყვარელ ადამიანთან.
რატომ გვესიზმრება მუცლის მოშლა
მილერის მიხედვით
ზედმეტი სიფხიზლე და დაუცველობა, მღელვარება მიმდინარე მოვლენების გამო- აი როგორ ხსნის მილერი სიზმარს მუცლის მოშლის შესახებ. ხასიათის ასეთი თვისებები ართულებს სიზმრის მნახველის და გარშემომყოფების ცხოვრებას. უფრო თამამი იყავით გადაწყვეტილებებში, წინ მიდით, ყველა დაბრკოლება გადალახეთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სახლის ცხოველს ( კატას, ძაღლს) მოეშალათ მუცელი, ეს შეიძლება იყოს ახლო ადამიანის (მეგობრის, ნათესავის) მხრიდან რამე მოულოდნელობაზე მინიშნება . ალბათ, ვიღაცამ თქვენ წინააღმდეგ ვერაგობა ჩაიფიქრა. ასეთი სიზმრის შემდეგ ფრთხილად იყავით.
რატომ გვესიზმრება მუცლის მოშლა
ლონგოს მიხედვით
მუცლის მოშლა ორსულ ქალს ესიზმრება- ეს ცუდი ნიშანია. რეალობაში შეიძლება არასასიამოვნო მოვლენები მოხდეს, მაგალითად, საყვარლის ღალატი ან ახლობლის გარდაცვალება. იური ლონგო სიზმარში მუცლის მოშლის შესახებ სიუჟეტს განმარტავდა როგორც ადამიანის მზაობას, თავისი ცხოვრება კარდინალურად შეცვალოს. ის უნდა დაფიქრდეს მიმდინარე გარემოების შესახებ, ყურადღებით მოეკიდოს გადაწყვეტილების მიღებას. ამაზე იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ მისი მომავალი, არამედ გარშემომყოფი ახლობელი ადამიანების ბედიც. ისინი ნიშნავს, რომ აუცილებელია, ძალიან ყურადღებით მოეკიდოთ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ახლა თქვენ წინაშე დგას.
სიზმარი მუცლის მოშლის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი თვლიდა, რომ სიზმარში მუცლის მოშლის ნახვა იმის სიგნალია, რომ დაუდევარი ქცევა და ბევრი ლაპარაკის ჩვევა ნეგატიურ შედეგებს შეიძლება იწვევდეს. გარშემომყოფები ჩათვლიან, რომ თქვენს სიტყვებს არ უნდა ენდონ, ისინი თქვენს აზრს აღარ მოუსმენენ. ფროიდი, ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ, თავისი ქცევის გადახედვას ურჩევდა. თუ მუცლის მოშლა სისხლის გარეშე მოხდა, ეს იმის ნიშანია, რომ სიზმრის მნახველი თავის მტრებს გაუმკლავდება და თავის ადგილზე დააყენებს. სიზმარში იმის ნახვა, რომ მუცელი კარგ მეგობარს ან დაქალს მოეშალა- ეს წარსულიდან ადამიანთან შეხვედრას ნიშნავს. შესაძლოა, მის მიმართ ოდესღაც რაღაც გრძნობებს განიცდიდით, ახლა კი თქვენ მას მისი პრობლემების გამო გაახსენდით. კაცისთვის დაქალის მუცლის მოშლის ნახვა შინაგან ბრძოლას, ეჭვებს, შიშების დაძლევის მცდელობას ნიშნავს. ამ სიტუაციაში ფროიდი ურჩევს, რომ ადამიანმა თავისი მდგომარეობა გაარკვიოს. შესაძლებელია, რომ სპეციალისტის დახმარებაც გახდეს საჭირო.
სიზმარში მოგეშალათ მუცელი
ნოსტრადამუსის მიხედვით
კიდევ ერთი ცნობილი სიზმრების ამხსნელი, ნოსტრადამუსი ამტკიცებდა, რომ მსგავსი სიზმარი ქალისთვის ნიშნავს, რომ მას გარკვეული პრობლემები აქვს სექსუალურ ცხოვრებაში. ალბათ, ის თავისი პარტნიორით, საწოლში მისი ქცევით არ არის კმაყოფილი. ეს საკითხი უნდა განიხილოთ.