კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ კაკალი
მილერის მიხედვით
სიზმარში კაკლის მოკრეფა წარმატებულ მეწარმეობასა და სიყვარულში ხელშეწყობას მოასწავებს. კაკლის ჭამა იმ აყვავების ნიშანია, რომელიც თქვენი სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ. თუ ქალი სიზმარში კაკალს ხედავს- ეს მისთვის ბედნიერ ბედს მოასწავებს. სიზმარში დაბნეული მწიფე თხილის ნახვა მშვიდ ოჯახურ ცხოვრებასა და წარმატებულ შენაძენს მოასწავებს.
დაგესიზმრათ ნიგოზი
მილერის მიხედვით
სიზმარში ნიგვზის ნახვა ნიშანია, რომელიც ბევრ სიხარულს და სიკეთეს მოასწავებს. სიზმარში იმის ნახვა, რომ დამპალ ნიგოზს ამტვრევთ, ნიშნავს, რომ თქვენი მოლოდინი არ გამართლდება. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს, რომ ხელში ჭუჭყიანი ნიგოზი უჭირავს, ნიშნავს, რომ მისი საყვარელი სხვაზე გადაიტანს ყურადღებას, და ის თავისი არაგონივრული საქციელის გამო ინანებს.
რატომ გვესიზმრება კაკალი
ცვეტკოვის მიხედვით
ლანძღვა; დამტვრევა- უცნაური, არასასიამოვნო შეხვედრა; ჭამა- ძლიერი მღელვარება; მოკრეფა- ფინანსური საზრუნავი
სიზმრის მნიშვნელობა კაკლის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ კაკალი, თქვენი ქვეცნობიერი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენს ორგანიზმს ძალიან დაუდევრად ეპყრობით და ამიტომაც თქვენს სექსუალურ ჯანმრთელობას დიდი საფრთხე ემუქრება. სიზმარში კაკლის მირთმევა- თქვენი სიზმარი ნიშნავს, რომ მალე სასიამოვნო ემოციებს განიცდით უცნობ ადამიანთან ურთიერთობის დროს.