კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ბისკვიტები
მილერის მიხედვით
ბისკვიტების გამოცხობა და მათი ჭამა ცუდი ჯანმრთელობის ნიშანია. შესაძლოა, ოჯახური კამათი სერიოზულ გაუგებრობას გამოიწვევს.
დაგესიზმრათ სადილი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ მარტო სადილობთ, ნიშნავს, რომ მალე ცხოვრება მოგცემთ სერიოზულ საბაბს ღრმა ფიქრებისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პრობლემების შესახებ. სიზმარში ახალგაზრდა ქალისთვის შეყვარებულთან ერთად სადილი მასთან ჩხუბს ან დაშორებას მოასწავებს. მაგრამ თუ მათი სადილი არაჩვეულებრივად სასიამოვნო გარემოში ხდება და სიამოვნებას ანიჭებს, მაშინ სიზმარი მათი ურთიერთობების განვითარებას მოასწავებს. სიზმარში სადილზე მოწვეულებს შორის მარტო ხართ, ნიშნავს, რომ თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანების სტუმართმოყვარეობით ისიამოვნებთ.
დაგესიზმრათ საქონლის ხორცი
მილერის მიხედვით
უმი სისხლიანი საქონლის ხორცი ხშირად მძიმე დაავადებას მოასწავებს. შესაძლებელია დაცემა, ჭრილობები და სხვა ტრავმები. თუ კი სიზმარში კარგად მომზადებულ ხორცს ჭამთ- ეს ნიშნავს, რომ ვიღაც დიდსულოვან მხარდაჭერას აღმოგიჩენთ. ეს სიზმარი მეტყველებს როგორც ახლობლებთან თანხმობაზე, ისე თქვენი საქმებიის განვითარებაზე. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ საკუთარ თავს სუფრასთან ხედავთ სასიამოვნო გარემოცვასა და ლამაზ გარემოში. ამ სიზმრის ყველა დანარჩენ ფორმაში იმალება გაფრთხილება შესაძლო უსიამოვნებების შესახებ.
დაგესიზმრათ საქონლის ხორცი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა , რომ ლორს ჭამთ, კარგია იმ შემთხვევაში, თუ ვინმესთან ერთად ჭამთ და თქვენი ხელები სუფთაა. ძველი ბეკონი ნიშნავს, რომ ცუდი აზრები და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ბევრ უსიამოვნებას მოგანიჭებთ. იმის ნახვა, რომ ბეკონს ამზადებთ, ცუდი სიზმარია. განსაკუთრებით ცუდია, თუ ხედავთ, როგორ აყრით მარილს და ამასთან, კვამლის სუნს გრძნობთ.
დაგესიზმრათ საქონლის ხორცი
მილერის მიხედვით
სიზმარში სამზარეულოს ნახვა ნიშნავს, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით , რომელიც მცირე დეპრესიამდე მიგიყვანთ. ეს სიზმარი გაფრთხილებთ ყველაფრისთვის მზადყოფნის აუცილებლობის შესახებ.
დაგესიზმრათ საჭმელი
მილერის მიხედვით
სიზმარში საკვების ნახვა ნიშნავს, რომ საბუთებს დაუდევრად ეპყრობით, და ამით ბიზნესში უმნიშვნელოვანეს ოპერაციებს აზიანებთ. თუ გესიზმრებათ , რომ მარტო ჭამთ- ეს თქვენთვის უმნიშვნელო დანაკარგს მოასწავებს. კარგია ის სიზმარი, რომელშიც სასიამოვნო ადამიანებთან ჭამთ, - ის მოგებას, საქმეებში წარმატებას მოასწავებს. მაგრამ თუ ხედავთ, რომ თქვენს ქალიშვილს ან მიმტანს ხორცის კერძი მიაქვთ, რომელიც ბოლომდე არ ჭამეთ, ისეთ წყენას გადაიტანთ, რომელსაც მოგაყენებენ ადამიანები, რომლებსაც პატივს არ სცემთ.
დაგესიზმრათ საჭმლის მომზადება
მილერის მიხედვით
სიზმარში რომელიმე კერძის მომზადება ნიშნავს, რომ მალე სასიამოვნო მოვალეობის შესრულება დაგევალებათ. უახლოეს მომავალში თქვენთვის ძვირფასი მეგობრების ვიზიტები გელოდებათ. თუ საჭმლის მომზადების დროს რამე არ გამოგივათ, უნდა ელოდოთ მოვლენებს, რომლებიც მღელვარებასა და იმედგაცრუებას გამოიწვევს.
დაგესიზმრათ სუპი
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ სუპი, კეთილ ამბებს და სიმშვიდეს ელოდეთ. თუ სიზმარში ხედავთ ადამიანებს, რომლებიც სუპს ჭამენ, ნიშნავს, რომ გათხოვების ან დაქორწინების შესანიშნავი შანსები გაქვთ. თუ გოგონა სიზმარში სუპს აკეთებს, ნიშნავს, რომ დიასახლისობა არ მოუწევს, რადგან მდიდარ ადამიანს გაყვება ცოლად. სიზმარში სუპი მოასწავებს მეგობრების გულწრფელობას, რომლებიც საჭირო დროს მხარს დაგიჭერენ. სიზმარში სუპის სწრაფად მომზადება მოასწავებს, რომ თქვენს ბედს თამამად და წარმატებულად განკარგავთ .
დაგესიზმრათ ფარტუკი
მილერის მიხედვით
სიზმარში ფარტუკის ნახვა ახალგაზრდა ქალისთვის მოასწავებს ცვლილებებს, ბედის შემოტრიალებას, მოვლენათა ცვლილებებს . სკოლის მოსწავლისთვის იმის ნახვა, რომ მისი ფარტუკი არ არის შეკრული ან გაწყვეტილია, ნიშნავს, რომ მას განსჯიან მისი მანერების გამო.
დაგესიზმრათ ხორცი
მილერის მიხედვით
თუ ქალს უმი ხორცი ესიზმრება, ეს ნიშნავს, რომ ის ბევრ განმაცვიფრებელ მოვლენას შეხვდება მის მიერ დასახული მიზნების მიღწევისას. თუ ის მომზადებულ ხორცს ხედავს, ეს იმის ნიშანია, რომ სხვები მიაღწევენ იმ მიზანს, რომლისკენაც ის მიისწრაფოდა.
ვახშამი
აიურვედას მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ ვახშმობთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საკვებთან დაკავშირებულ დიდ სირთულეებს განიცდით. საკუთარ თავს უხერხულად იგრძნობთ. მტრები თქვენი ხასიათის გატეხას ეცდებიან. ფრთხილად უნდა იყოთ მათთან, ვისაც თქვენს საიდუმლოებს ანდობთ.
რატომ გვესიზმრება გაზქურა
ცვეტკოვის მიხედვით
დანთებული- კარგი მსახურება; შენელებული- დაკარგული ადგილი
რატომ გვესიზმრება კვერცხი
ცვეტკოვის მიხედვით
შეწვა (ნებისმიერი რამის)- ჩხუბი.
რატომ გვესიზმრება მოლუსკი
ცვეტკოვის მიხედვით
ზღვაში - საფრთხე, ცილისწამება მძინარის წინააღმდეგ ; ( ზღვის გარეთ)- მოულოდნელი კეთილდღეობა, თუ ცოცხლებია ; ( ქალისთვის)- სასურველი ორსულობა; ( არაცოცხალი)- იმედგაცრუება ან ავადმყოფობა; კალმარების, მოლუსკების, რვაფეხების ჭამა- უცნაური წინადადებები, მძინარის უცნაური შელახვა .
რატომ გვესიზმრება მურაბა
ცვეტკოვის მიხედვით
ჭამა- წარმატება, სასიყვარულო სიამოვნება; ნახვა- ცარიელი ოცნებები.
რატომ გვესიზმრება სადილი
ცვეტკოვის მიხედვით
სახლში- დანაკარგი, კამათი, თუ სხვა ადამიანებიც არიან; საყვარელ ადამიანთან ერთად- ნაადრევი ქორწინება.
რატომ გვესიზმრება სამზარეულო
ცვეტკოვის მიხედვით
სუფთა- მოგება; ბინძური- სევდა, არ არის ორმხრივობა; დიდი ლამაზი- გათხოვება (ქალისთვის), კარგი ცოლი (კაცისთვის); ცარიელი კედლები- იმედგაცრუება გათხოვებასთან (ან მის არარსებობასთან) დაკავშირებით ; ალი ღუმელში- სასწრაფო საქმე.
რატომ გვესიზმრება საქონლის ხორცი
ცვეტკოვის მიხედვით
დანაკარგი
რატომ გვესიზმრება საჭმელი
ცვეტკოვის მიხედვით
მაგიდაზე- საქმეების მოწყობა, რაც საკვების ხარისხსა და სახეობაზეა დამოკიდებული; სხვები ჭამენ- ამაღლება; ეგზოტიკური საკვები- არაჩვეულებრივი წინადადება; ზედმეტად ბევრი- გართობა; საჭმლის მომზადება- უსიამოვნებები პირადში; ჭამა- ცრემლები, სევდა.
რატომ გვესიზმრება საჭმლის მომზადება
ცვეტკოვის მიხედვით
საქმეების გაჩერება, კამათი
რატომ გვესიზმრება საჭმლის მომზადება
ცვეტკოვის მიხედვით
ჭორები; ხორცის მომზადება- მტრები
რატომ გვესიზმრება სუპი
ცვეტკოვის მიხედვით
ლანძღვა
რატომ გვესიზმრება შეწვა
ცვეტკოვის მიხედვით
ლანძღვა; უსიამოვნებები ურთიერთობებში; თუ დამწვრის სუნია- გამოაშკარავება; საფრთხე
რატომ გვესიზმრება ცომი
მილერის მიხედვით
მილერი თვლის, რომ ნებისმიერი საჭმლის მომზადება ვალდებულებების მომატებას გამოხატავს. თუ სიზმარში რაღაც ისე არ მიდის და ცომი არ გამოდის- რეალობაში იმედგაცრუება გელოდებათ. მნიშვნელოვანია, თუ რისთვის ზელთ ცომს. თუ პურის გამოცხობისთვის- წარმატებას და ოცნების ახდენას ელოდეთ. უბრალოდ გონივრულად იმოქმედეთ, თორემ თვითონ შეუშლით ხელს. ორცხობილის გამოცხობა გინდათ- ჯანმრთელობის გაუარესებას ელოდეთ. შესაძლებელია უსიამოვნებები ოჯახურ ურთიერთობებში. ნამცხვარს აცხობთ- ეს გაფრთხილებაა: არ იკეკლუცოთ კაცებთან. ხუმრობა შეიძლება ცუდად დამთავრდეს.
რატომ გვესიზმრება ცომი
ზოგადი ახსნით
ცომის მოზელა შემოქმედებითი, მედიტაციური პროცესია. ამასთან, სხვადასხვა ინგრედიენტს მოიცავს: ცომს, წყალს, მარილს, შაქარს, საფუარს. მთავარ როლს შემქმნელი თამაშობს - მისი ხელების ნაზი მოძრაობა, სიყვარული და ზრუნვა სასწაულებს ახდენს. სიზმრის ამხსნელები არაერთმნიშვნელოვნად განმარტავენ იმას, თუ რატომ გვესიზმრება ცომი. აქ მნიშვნელოვანია გარემოებები, ადგილი, პროდუქტები, განწყობა, თვითონ პროცესი, შეგრძნებები და გამოცხობის შედეგი. ამ მომენტების ერთობლიობა სიზმრის შესახებ პასუხს გაგცემთ.
რატომ გვესიზმრება ჭამა
ცვეტკოვის მიხედვით
მცირე უსიამოვნებები; ყურება, თუ როგორ ჭამენ სხვები- ამაღლება; საჭმლის ნახვა- კარგია; პურის ჭამა- სიმდიდრე.
რატომ გვესიზმრება ხორცი
ცვეტკოვის მიხედვით
ჭამა- ავადმყოფობა; უმი- უსიამოვნება, ავადმყოფობა; ხელით დაგლეჯა- ურთიერთობების მტკივნეული გაწყვეტა; სკანდალი; ადამიანის ხორცის ჭამა (უცნობის)- წარმატება, კამათის მოგება; (ნათესავების ან ახლობლების)- მათი სიკვდილი; თავისი (კაცებისთვის)- სიმდიდრე ღარიბისთვის, გაკოტრება მდიდრისთვის; (ქალისთვის)- პროსტიტუცია; მარილიანი- შეფერხებები; უმი- ავადმყოფობა ან დანაკარგი; მოხარშული- საქმეების მოწყობა, თუ არ ჭამ; თუ ჭამ- დაგვიანებები; შემწვარი- ოჯახში ან მეგობრებთან ჩხუბი, განსაკუთრებით თუ თვითონ წვავ
რატომ დაგესიზმრათ ბისკვიტი
ცვეტკოვის მიხედვით
წერილი
სიზმარი ცომის და საჭმლის მომზადების შესახებ
ლოფას მიხედვით
ლოფას აზრით, ეს რთული სიმბოლოა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არ განიმარტება. შედგება წყლისგან, მარილისგან, ფქვილისა და კვერცხებისგან . უამრავი კერძის მომზადება შეიძლება , სხვადასხვა შიგთავსით. რა გარემოში მოგართვეს, რა დროს, ვის უმასპინძლდებით? თითოეულ შემთხვევას თავისი დასკვნები აქვს. სიზმარში გამოცხობა - თქვენი საქმეები მოწესრიგდება და ნაყოფს მოგცემთ. თუ მოამზადეთ და მიართვით პური, მაგრამ სუფრაზე არ დაგპატიჟეს- ეს ემოციური და ფინანსური ხასიათის საკითხებით დაუკმაყოფილებლობაზე მეტყველებს. ვიღაც "გჭამთ" რეალობაში. პურის მიტანა სუფრასთან პომპეზურ რიტუალს ჰგავს- ნიშნავს, რომ განგება გიძღვებათ. თუ სუფრასთან იმყოფებოდნენ ისინი, ვინც არ მოგწონთ - შეაფასეთ თქვენი გარემოცვა, გაწყვიტეთ ურთიერთობა ასეთ ადამიანებთან. კარგი ცომი კარგი ნიშანია. მისი მოზელა იმის სიმბოლოა, რომ შრომა მოგიწევთ მიზნის მისაღწევად. ხოლო მოძველებული ცომი მტრებს გამოხატავს, რომლებიც ცილისწამებას გიმზადებენ. ცომში ჩავარდნა ნიშნავს, რომ პრობლემები ყოვნდება, ისინი უნდა გადაწყდეს.
სიზმარი ცომის მომზადების შესახებ
ხასსეს მიხედვით
ავტორის აზრით, ცომი ზოგადად მცირე უსიამოვნებებს გამოხატავს. უმი პროდუქტის ჭამა- იმედგაცრუება გელოდებათ. გამოცხობის პროცესი მიზნის მიღწევას ნიშნავს. ნამცხვრის გამოცხობას აპირებთ- სტუმრები მოვლენ.
სიზმარი ცომის შესახებ
ცვეტკოვის მიხედვით
სიზმრის ამხსნელი ვარაუდობს, თითქოს ასეთი სიზმარი მოსალოდნელ ამბებს, წერილს გამოხატავს. ხოლო ღვეზელები მიანიშნებს იმაზე, რომ გარდამტეხი მომენტი დგება.
სიზმარი ცომის, პურის და გამოცხობის შესახებ
ნოსტრადამუსის მიხედვით
წინასწარმეტყველი ცომზე არ აკეთებდა აქცენტს. უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა ახლავდა თან ამ პროცესს და შედეგად რა გამოვიდა : თეთრი ახალი პური სასიხარულო მოვლენას გპირდებათ; ფენოვანი ნამცხვრები- სტაბილურობა. თუმცა, შესაძლოა, ურთიერთობების გაწყვეტაც მოგიწევთ, თქვენი პარტნიორი უკან გწევთ.
სიზმარში სადილის ნახვა
ლოფას მიხედვით
სადილი ყოველთვის საინტერესო კომპონენტებს მოიცავს : მგრძნობიარობას, პირად საზოგადოებას ან უბრალოდ ცხოვრებისეულ აუცილებლობას. სადილის არსებითი ატრიბუტებია მეგობრული ატმოსფერო და საჭმლის მომზადების წესი. ოჯახისთვის სუფრა ყოველთვის იყო ოჯახური დასვენების მნიშვნელოვანი, ცენტრალური ელემენტი . სწორედ სუფრასთან ვიკრიბებით მთელი ოჯახით, რომ ვისაუბროთ. იმ ოჯახებშიც კი, რომლებიც ხშირი ურთიერთობით არ გამოირჩევიან, სუფრა ყოველთვის იყო ოჯახის ყველა წევრის შეკრების ადგილი. სიზმარში სუფრასთან შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც უკვე დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ ან რომლებსაც მხოლოდ სურათებით იცნობთ. ყურადღებით შეხედეთ, ვინ არის სუფრასთან, შესაძლოა, ვიღაცის ყოფნა ან არყოფნა უცნაური და უჩვეულო მოგეჩვენოთ. ყურადღება დაუთმეთ კერძებს. ზოგიერთ ოჯახში გარკვეული კერძები ოჯახის კონკრეტულ წევრთან ან ზოგადად ოჯახთან ასოცირდება. ეს შეიძლება იყოს საჭმელი, რომელიც არავის მოსწონს, ან მომზადებული იმ ადამიანის მიერ, რომელიც არ უყვართ, ან ეგზოტიკური კერძი. აზრი ისაა, რომ გარკვეული კერძი ოჯახურ ტრადიციებთან მიკუთვნების სიმბოლო ხდება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომელიმე წარმოუდგენელი კერძის გამოჩენა ან მომზადების არაჩვეულებრივი მეთოდის ჩვენება. ეს მეტყველებს გარკვეული ადამიანების ყოფნაზე ან არყოფნაზე ან იმ საჭმლის მომზადების უუნარობაზე , რომელიც ოჯახის ტრადიციულ კერძს არ ეკუთვნის. სიმბოლური ქვეტექსტი, რომელიც საკვებს აქვს, მაგალითად, გესიზმრებათ ღვიძლი- გაიხსენეთ, ვინ გარდაიცვალა ოჯახში ღვიძლის ავადმყოფობის გამო ან ადამიანები, რომლებიც გაკრვეულ კერძთან არიან დაკავშირებული, მაშინვე იწვევენ გარკვეულ ასოციაციებს მეხსიერებაში. სასიამოვნო მეგობრულ გარემოში სადილობთ? იქნებ, ეს რომელიმე მოვლენის აღნიშვნაა? რომელი საჭმელი დგას სუფრაზე- დახვეწილი თუ ყოველდღიური? იყენებთ თუ არა სადილის დროს, რომ უბრალოდ საყოფაცხოვრებო საკითხებზე ისაუბროთ?
სიზმარში საკვების ნახვა
ლოფას მიხედვით
საკვები, როგორც მისი მონელების პროცესიც, სიზმრებში ძლიერ სიმბოლოს წარმოადგენს. ის შეიძლება იყოს როგორც უბრალო დამატება სიზმრის ძირითადი სიუჟეტისთვის, ისე მისი ცენტრალური ელემენტიც. თანაც, სიზმრის ახსნისთვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ ვინ მოამზადა საკვები . მაგალითად, დაგესიზმრათ კარტოფილის სალათის თეფში, რომლის გაკეთებაც თქვენს დეიდას უყვარდა, თუმცა ის ორი წელია რაც გარდაიცვალა. მაშინ შეიძლება იყოს, რომ სიზმრის არსის გაგების გასაღები დამალულია თქვენი დეიდას პიროვნებაში ან თქვენზე მის გავლენაში. საკვების დიდი რაოდენობა გამოხატავს ნაყოფიერებას , ბარაქას ან სიმდიდრეს. როგორ აღმოჩნდა სიზმარში ამდენი საკვები და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ადამიანებს ამის მიმართ? შესაძლოა, თქვენი აზრი გადაჭარბებისა და ბარაქას შესახებ სხვა ადამიანების აზრს არ ემთხვევა. კეთილდღეობა და აყვავება ყოველთვის ერთად მოდიან: სავარაუდოდ, სიზმარში საკვების დიდ რაოდენობას ითხოვთ- ეს ნიშნავს, რომ დამატებითი ვალდებულებები გაქვთ. ბევრი პროდუქტი შეიძინეთ უბრალოდ იმიტომ , რომ ამის საშუალება გქონდათ- მაშინ ეს სიმდიდრეს ან ვინმეს კეთილგანწყობას მოასწავებს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენეთ ეს შენაძენი. ახალი საკვები განახლების ნიშანია, და შეიძლება შემდეგ კონტექსტში დაგესიზმროთ: ვინმესთან სადილი გინდოდათ. შეადარეთ ეს კვირის ტრადიციულ ვახშამთან ოჯახურ წრეში; საუბარია უშუალოდ საკვების გადაყლაპვის პროცესზე, რომელსაც თან ახლავს განახლების გრძნობა, ან მოსავლის აღებაზე, რომელიც გამოხატავს ბუნებასთან ერთობას ან სიამაყეს შესრულებული სამუშაოსთვის. გაფუჭებული პროდუქტები გამოხატავენ ცარიელ ხარჯებს, გადაჭარბებას, სიხარბეს ან სახსრებით განკარგვის უუნარობას. ეს სიზმრები, ჩვეულებრივ, იწვევენ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას, რომელიც დაკავშირებულია დანაკარგთან, შეკვეთასა ან გაფუჭებული საკვების გამოჩენასთან. ოდესმე გიბრძვიათ ზედმეტ წონასთან, ბევრ ჭამასთან ან საკვების აშლილობასთან, როგორიცაა ბულიმია ან მადის დაკარგვა? ოდესმე ყოფილხართ უხერხულ მდგომრეობაში იმის გამო, რომ გაიძულებდნენ იმ საკვების დიდი რაოდენობით ჭამას, რომელიც არ გიყვართ? იწვევს თუ არა რომელიმე საკვები ასოციაციას კონკრეტულ ადამიანებთან?
სიზმარში ჭამის ნახვა
ლოფას მიხედვით
სიზმრის განმარტების ფარგლებში , საკვების მიღების პროცესი შეიძლება მრავლისმეტყველი იყოს, ან შესაძლოა, გადარჩენის კანონებით, ჩვეულებრივი აუცილებლობით იყოს ნაკარნახევი. ჩვეულებრივი გზით მოიპოვეთ თქვენი საკვები თუ რამე უჩვეულო გარემოებებში? ეს თქვენთვის ნაცნობი კერძია თუ რამე უცნობი? თუ აკვირდებით იმას, თუ როგორ ჭამენ სხვები, ეს თქვენს დაუკმაყოფილებელ მატერიალურ ან ემოციურ მოთხოვნებს მოწმობს. ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც თვლით, რომ გარშემომყოფები თავის მადაში ზედმეტად თავშეუკავებლები არიან . ასეთ შემთხვევაში, უნდა გაარკვიოთ, ვინ ჭამს და რატომ არ დაგპატიჟეს. როგორ ჭამენ : გროტესკული ღორმუცელობა მეტყველებს სიჭარბეზე თქვენს ცხოვრებაში ან მაგიდასთან მყოფ სხვა ადამიანებთან ურთიერთობების ხასიათზე. თუ საკვების მიღების პროცესი ეტიკეტის ყველა წესით მიმდინარეობს და წმინდა რიტუალს ჰგავს , ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ასპექტში განგებით ხელმძღვანელობთ ან განჭვრეტას გრძნობთ.
სიზმრის მნიშვნელობა მურაბის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, თითქოს მურაბა ჭამეთ, ნიშნავს, რომ რეალობაში სიამოვნების მიღებისკენ მიისწრაფვით და საერთოდ არ ზრუნავთ იმაზე, თუ რომელ პარტნიორებთან მიიღებთ მას. შეიძლება განგსაჯონ თქვენი ინტიმური კავშირების უწესრიგობის გამო . სიზმარში მურაბის ხარშვა მოწმობს იმას, რომ გიყვართ სიამოვნების მინიჭება სხვებისთვის, საკუთარი ინტერესების შეწირვით. ასეთი შეწირვა თქვენს ინტიმურ ურთიერთობებზე ოდესმე ცუდად აისახება- ვერ აღიქვამთ სექსს შეწირვის გარეშე. ასეთი თავშეწირვა კარგია, მაგრამ გარკვეულ საზღვრებამდე .
სიზმრის მნიშვნელობა ცომის შესახებ
ისლამური ახსნით
ყურანის თანახმად, ცომი კეთილდღეობის, სიმდიდრის, გვარის გაგრძელების და უხვი მოსავლის სიმბოლოა. მნიშვნელოვანია დეტალები: თვითონ ზელთ ცომს- ოჯახში ბავშვი დაიბადება, კარგი მოსავალი იქნება; იმაზე დაკვირვება, ვინც ცომს ზელს- მალე გამოჩნდება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა; ცომი კარგადაა მოზელილი- შემოსავლის ზრდას ნიშნავს; ცომის მოზელა არ გამოვიდა- ფინანსურ პრობლემებს ნიშნავს.
სიზმრის მნიშვნელობა ცომის შესახებ
ფროიდის მიხედვით
როდესაც დამოუკიდებლად ზელთ ცომს და ამ პროცესში სხვებს არ უშვებთ , ნიშნავს, რომ სექსში ყველაფერს თავის თავზე იღებთ და პარტნიორის ინიციატივას თრგუნავთ. სცადეთ, მეორე ნახევარს შანსი მისცეთ- მოგეწონებათ შეგრძნებების მრავალფეროვნება. თუ უყურებთ იმას, თუ როგორ იზილება ცომი, ესე იგი რომანტიულ შეხვედრას ელოდებით. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. ყველაფერი თავის დროზე მოხდება და შესანიშნავი იქნება. ყიდულობთ ცომს- ეს სექსუალური ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობას გამოხატავს. თანაც, ეს თქვენი აზრია- ფიქრობთ, რომ ცოტა გამოცდილება გაქვთ. სავარაუდოდ, ეს მცდარია. წაიკითხეთ ლიტერატურა, ენდეთ შინაგან ხმას ან ესაუბრეთ პარტნიორს.
სიზმრის მნიშვნელობა ჭამის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ბევრი საკვების ნახვა - კაცებისთვის ეს სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ რეალობაში თქვენი სექსუალური მადა ძალიან მალე მატულობს. თანაც, თქვენთვის ლამაზ ქალზე მხოლოდ შეხედვა საკმარისია, და თქვენს ფიზილოგიურ პრობლემებს უკვე ვეღარ უმკლავდებით. სამწუხაროდ, სწრაფი ეაკულაცია ბევრი მამაკაცის პრობლემაა, მაგრამ მასთან გამკლავება შესაძლებელია. თუ სიზმარში ცოტა საკვები ნახეთ, ეს გულცივ პარტნიორთან შეხვედრას მოასწავებს, რომელიც პოტენციაში საკმაოდ სუსტია.
სიუჟეტი ცომის მომზადებით
ვანგას მიხედვით
წინასწარმეტყველი ვარაუდობს, რომ ცომის მოზელა სიზმარში მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციას ნიშნავს. იმისთვის რომ გამოხვიდეთ, ბევრი ძალისხმევა უნდა დაატანოთ. როდესაც ცომი ხელისგულებს ეწებება- ტირილი მოგიწევთ იმედგაცრუების გამო . ცომი გაგექცათ- ვიღაცას თქვენს საქმეებში ჩარევა უნდა. არ ენდოთ მათ, თორემ უსიამოვნებები გელოდებათ. თუ აცხობთ პურს თქვენ მიერ მომზადებული ცომისგან- სიმდიდრე გელოდებათ. ახალი პურის ჭამა- მიიღებთ მოგებას ახალი დაწყებული საქმისგან, თანაც განსაკუთრებული შრომის გარეშე. ხოლო თუ პურს ჭამის წინ გაჭრით- წარმატება მოვა, ძალისხმევა უნდა დაატანოთ.
ცომი სიზმრების ეზოტერიკულ ახსნაში
ეზოთერიკული ახსნით
სიზმარში მაგიდაზე ფქვილს ყრით - მოუფრთხილდით ფულს . შეიძლება ის სხვადასხვა გზით დაკარგოთ: არ დაგიბრუნებენ ვალს, მოგპარავენ, დაკარგავთ.