კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ სახლი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა , რომ საკუთარ სახლს ვერ პოულობთ, ნიშნავს, რომ სრულიად დაკარგავთ ადამიანების პატიოსნების რწმენას. თუ სიზმარში ხედავთ, რომ სახლი არ გაქვთ, ყველა წამოწყებაში გელოდებათ უიღბლობა და ფინანსური დანაკარგი. სიზმარში საცხოვრებლის შეცვლა სასწრაფო ამბებს და გამგზავრებას ნიშნავს. ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში იმის ნახვა, რომ სახლიდან წავიდა , არის იმის ნიშანი, რომ მის გარშემო ვერაგი ცილისმწამებლები იქნებიან. თუ სიზმარში თქვენს ძველ სახლს ეწვიეთ , რეალობაში კარგი სიახლეები გელოდებათ. ძალიან კარგია , თუ სიზმარში თქვენი ძველი სახლი მყუდრო და ხალისიანია- ეს კეთილდღეობას მოასწავებს. მიტოვებული სახლი უბედურ მოვლენებს მოასწავებს.
რატომ გვესიზმრება სახლი
ცვეტკოვის მიხედვით
ქალისთვის უცნობი სახლის ნახვა - პირადი ცხოვრება და ვინმესთან ურთიერთობები ( როგორც გამოიყურება, ისეთივეა ურთიერთობები) ; კაცისთვის- საფრთხე; აშენება- გაუმჯობესებისკენ, ბედნიერებისკენ პირადში; გადახურვა- ზარალი; მოხვეტა სახლში - სტუმრებისკენ; ვიღაც ხვეტს- დანაკარგისკენ; იატაკის მოწმენდა- სიკვდილი, დაშორება; სახურავი ჩამოინგრა, ხვრელი - გადასვლა; სახლში ყოფნა- უსიამოვნება, ჭორები; სახლი იწვის - დიდი სიხარული; ღარიბებისთვის- აყვავება; მდიდრებისთვის- ძალაუფლება; იწვის ჭვარტლით და ტკაცუნის ხმით- სიკვდილი ნათესავებს შორის; სახლის წყლითაა სავსე- ყველა უბედურება გაივლის; სახლის მორთვა- გადასვლა; ცის ნახვა დანგრეული სახურავის მეშვეობით - ბედნიერი ამბები; ბაბუის ან ბებიის სახლი- სიკვდილი ოჯახში, დიდი უბედურება; სახლის დატოვება ( გოგონასთვის)- სასიყვარულო გაუგებრობები; საკუთარი სახლის ნახვა- უკეთესის მოლოდინი; ცვლილებები მოწყობაში- სტუმრები; ცარიელი- იმედგაცრუება პირადში; ახალი სახლი (ავადმყოფებისთვის)- სიკვდილი; დიდი ცვლილებები პირად ურთიერთობებში; ინგრევა- სრული ცვლილებები. კარგი ცვლილებები, თუ მძინერე უვნებელია.
სახლი
აიურვედას მიხედვით
თუ ახალგაზრდა ადამიანს ოჯახური ცხოვრება ესიზმრება, ეს არის აყვავების, ჯანმრთელობისა და პროგრესის მაუწყებელი.
სიზმარში სახლის ნახვა
ლოფას მიხედვით
სიზმარში სახლს სხვადასხვა რამ შეიძლება დაემართოს . ის შეიძლება ააშენოთ ან იყიდოთ, ის შეიძლება სტიქიამ ან ომმა გაანადგუროს, ან მას შეიძლება დამპყრობლები დაეუფლონ. როგორც წესი, სიზმარში ნანახი სახლი სერიოზულ ცვლილებებს , არასტაბილურობასა ან მნიშვნელოვან ზრდას მოასწავებს. თუ სახლი რამით არის სავსე ან ის ვინმეს მიერ არის დაკავებული, ეს გარშემო სამყაროსთან თქვენს არასტაბილურ ურთიერთობებზე მეტყველებს. დათრგუნულ მდგომარეობაში იმყოფებით . ასე ხდება ხოლმე, მაგრამ თუ ასეთ მდგომარეობაში მუდმივად იმყოფებით, მაშინ ვიღაც ადამიანებით ან ცხოველებით სავსე სახლის ნახვა მღელვარების სიგნალია. დანგრეული სახლი გვესიზმრება გადასვლის, ფინანსური პრობლემების, სიკვდილის ან დაშორების დროს. ასეთ სიზმრებში სახლი ნაწილებად იშლება, თავის პირველყოფილ დანიშნულებას კარგავს: უზრუნველყოს ადამიანი თავშესაფრით. თუ ასეთ სიზმარს ნახავთ, დაფიქრდით: რომელი გარემოებები გთრგუნავენ და როგორ აისახება ეს რეალურ ცხოვრებაზე. სახლის აშენება თქვენი ცხოვრებისეული გარემოებების და პერსპექტივაში ცვლილებების ანარეკლია. ალბათ, სამსახურში დაწინაურება ან ფინასური მდგომარეობის გაუმჯობესება გელოდებათ , რაც თქვენი დამატებითი შესაძლებლობების აღმოაჩენის საშუალებას მოგცემთ. იმ ადამიანთან ურთიერთობებში, რომელსაც ხვდებით, არ არის გამორიცხული ხარისხიანი გადასვლა უფრო სერიოზულ დონეზე, შესაძლებელია ქორწინებაც. ნებისმიერ შემთხვევაში სიზმრებს სახლის აშენების შესახებ ყოველთვის დადებითი ელფერი აქვთ. რადგანაც სახლი ქალის გავლენისა ან დედის საშოს სიმბოლოს წარმოადგენს, ამ კავშირში შემდეგი კითხვები ჩნდება: თქვენი პარტნიორი ორსულადაა და სახლის აშენება გსურთ მომავალი შთამომავლებისთვის? გრძნობთ თუ არა თქვენს პარტნიორთან ურთიერთდამავალდებულებელი ურთიერთობების დაწყების არსებით აუცილებლობას ? ვერ გრძნობთ მხარდაჭერას ან ბუნებით ზედმეტად კონსერვატიული ხართ?