კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
ბიჭი, რომელიც მოგწონთ
ეზოთერიკული ახსნით
ეზოთერიკული პრაქტიკების მიმდევრები ბიჭის შესახებ სიზმრების სამ ტიპზე საუბრობენ: მათში გიყვართ უცნობი ადამიანი , რომელიმე თქვენი ახლობელი ან თქვენი რეალური მამაკაცი. მაგრამ ყველა ეს სიუჟეტი ერთმანეთთან დაკავშირებულია- ისინი მიანიშნებენ დაუსრულებლობაზე, უკმაყოფილებაზე. პირველ შემთხვევაში, შეგიძლიათ ისაუბროთ ემოციების დეფიციტზე. თუ სიზმარში ვნება რომელიმე მეგობრისკენ არის მიმართული- თქვენს შეყვარებულს იდეალურს თვლით. თქვენი ურთიერთობების წრეში არსებობს ასეთი პერსონაჟი, მაგრამ მას არ განიხილავდით. სიზმარში რეალური პარტნიორის სიყვარული მეტყველებს სირთულეებზე, რომლებიც თქვენს კავშირში დიდი ხანია, რაც წარმოიქმნა. ეს არის იმის ნიშანი, რომ მათი გადაჭრით უნდა დაკავდეთ.
ბიჭი, რომელიც მოგწონთ
ისლამური ახსნით
სიზმარი, რომელშიც გოგოს ესიზმრება საყვარელი , მას ცხოვრებისეული პრობლემებისთვის ამზადებს. ნეგატიურ გრძნობებს განიცდით: იმედგაცრუება, დარდი, საზრუნავი. სიზმარში კაცის გარე მიმზიდველობა ცხოვრებაში ავტორიტეტული და რესპექტაბელური ადამიანის გამოჩენაზე მიანიშნებს.
რატომ გვესიზმრება ბიჭი
ზოგადი ახსნით
ჩანს, ამას საკმაოდ მარტივი ახსნა აქვს: შენ ფიქრობ ადამიანზე, და შემდეგ მას სიზმარში ნახულობ. სინამდვილეში, მსგავს სიზმრებს ბევრი განმარტება აქვს. მაგალითად, მილერის მიხედვით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ კმაყოფილი ხართ იმ საზოგადოებით, რომელიც თქვენ ირგვლივ არსებობს. ვანგას მიხედვით, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას გრძნობთ ადამიანის მიმართ, რომელსაც სიზმარში ნახულობთ. ამიტომაც, იმისთვის რომ ნამდვილად გაარკვიოთ, რას ნიშნავს თქვენი სიზმარი, რამდენიმე განმარტება უნდა შეამოწმოთ.
რატომ გვესიზმრება ბიჭი, რომელიც მოგვწონს
მილერის მიხედვით
სიზმარში საყვარელი ადამიანი იმის ნიშანია, რომ თქვენი გარემოცვით, მეგობრებით, ახლობლებით კმაყოფილი ხართ. მოგწონთ შეხვედრა ურთიერთობა და მათთან ერთად დროის ტარება. ასეთ კავშირებს უნდა გაუფრთხილდეთ, შეინარჩუნოთ თბილი, მეგობრული გრძნობები, არ დაუშვათ კამათი და სკანდალები . მნიშვნელობა აქვს გარემოს, რომელშიც თქვენი შეყვარებული ნახეთ . მასთან კოცნა ბნელ ოთახში ან ღამე გარეთ მეტყველებს იმაზე, რომ მასთან თქვენი კავშირის განხილვას დაიწყებენ და ამაზე იჭორავებენ. თუ დღისით ან განათებულ ოთახში კოცნიდით ერთმანეთს , არ იდარდოთ- თქვენს ურთიერთობებს არაფერი ემუქრება. ღამე შეყვარებულის სხვა გოგონასთან ნახვა რეალობაში ღალატს არ ნიშნავს. თუ სიზმარში ღალატს შეესწარით, უნდა დაფიქრდეთ: ხომ არ იყენებს ის თქვენს ნდობას თავისი მიზნებისთვის? ამის შესახებ შეგიძლიათ ისაუბროთ, როდესაც სიზმარში შეყვარებულმა თავისი ფოტო გაჩუქათ. მის მიერ ნაჩუქარი ძვირფასი ნივთი ნიშნავს, რომ თქვენი კავშირი ყველა მხრივ (ფინანსური და სულიერი გაგებით) სასიამოვნო იქნება. ანალოგიური მნიშვნელობა აქვს სიზმარს, რომელშიც ერთად აპირებთ გასეირნებას. თუ ბიჭი სიზმარში გაიგნორებთ, რეალობაში სამომავლო ქცევა უნდა განსაზღვროთ: თავისუფალი კავშირი ან ქორწინება შესაბამისი ვალდებულებებით. საყვარელი ხელებზე გატარებთ, თქვენზე ზრუნავს და ყურადღებას გითმობთ, ეს ერთად მეგობრული ცხოვრების , ნიჭიერი ბავშვების ნიშანია. სიზმარში ერთად ჭამა რეალობაში კონფლიქტს გამოხატავს. თუ ნებას მისცემთ ემოციებს და თავს არ შეიკავებთ, ეს შეიძლება დაშორებით დასრულდეს. საკვების მიღება სასიამოვნო გარემოში მიანიშნებს იმაზე, რომ კამათი ძალიან ძლიერი არ იქნება. სიზმარში კაცთან დაშორება, რომლის მიმართაც სიმპათიას განიცდით, რეალობაშიც დაშორებაზე მიანიშნებს. ამის გამო არ ნანობთ- რეალობაში ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებათ.
რატომ გვესიზმრება ბიჭი, რომელიც მოგვწონს
ფროიდის მიხედვით
ცნობილი ფსიქოლოგი ამტკიცებდა: ასეთი სიზმრები სექსუალურ სფეროში კმაყოფილებას ნიშნავს. თუ გოგონამ სიზმარში ბიჭი ნახა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ის თავისი ინტიმური ცხოვრებით კმაყოფილია. რაც უფრო ხშირად ესიზმრება მას ასეთი სიზმარი , მით უფრო დიდხანს შენარჩენდება ასეთი სიტუაცია. ვნებიანი სექსი საყვარელთან გამოხატავს ძლიერ მოსალოდნელ სკანდალს ასეთივე ვნებიანი შერიგებით.
რატომ გვესიზმრება საქმრო
ცვეტკოვის მიხედვით
საზრუნავი, შეფერხებები, დაგვიანებები საქმეებში; იცინის- ტყუილი
საქმრო
აიურვედას მიხედვით
ასეთი სიზმარი უბედურია. ის უბედურებას და იმედგაცრუებას მოასწავებს. მალე ნათესავის დაკარგვის გამო იტირებთ.
სიზმრის ახსნა ბიჭის შესახებ, რომელიც მოგწონთ
ვანგას მიხედვით
ბულგარელი წინასწარმეტყველი თვლიდა: მნიშვნელობა აქვს იმ გრძნობებს, რომლებსაც ადამიანის მიმართ სინამდვილეში განიცდით. თუ გრძნობებს მხოლოდ თქვენ განიცდით- სიზმარი გამოხატავს გულწრფელ, თბილი ურთიერთობებზე ოცნებას. თუ თქვენი გრძნობები დიდი ხანი რჩება უპასუხოდ , სიზმარი მიანიშნებს: დროა, შეეშვათ ილუზიებს და რეალურ ცხოვრებაში ჩაიხედოთ.
სიზმრის ახსნა ბიჭის შესახებ, რომელიც მოგწონთ
ლოფას მიხედვით
ამერიკელი ფსიქოთერაპევტი თვლიდა, რომ შეყვარებული, რომელიც გოგონას დაესიზმრა, აბსოლუტურად დასაბუთებული და ლოგიკურია. სიზმრის დეტალები მიგანიშნებენ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება რეალობაში და განვითარების შემდგომი სცენარი გათვალოთ. ხშირად სიზმარი იმ ბიჭის შესახებ, რომელიც მოგწონთ, ნეგატიურია, და ამას თავისი ახსნა აქვს: მის მიმართ ეგოისტურ გრძნობებს განიცდით , სხვა ქალების მიმართ ეჭვიანობთ . თუ სიზმარში კაცი გღალატობთ, ის სხვა ქალის ცოლად მოყვანას აპირებს და ა.შ., ეს მეტყველებს იმაზე, რომ რეალობაში თქვენ მიმართ ის ღრმა და მუდმივ გრძნობებს განიცდის. ხოლო სიზმარში გულგრილობა მისი მხრიდან და რეალობაში არც ისე ძლიერი ემოციების მაჩვენებელია. იმაზე, რომ თქვენი კავშირი შეიძლება დასრულდეს, მიანიშნებს სიზმარი, რომელშიც საყვარელ კაცს პირდაპირი გაგებით კარგავთ- მაგალითად, რომელიმე შენობაში ის ქრება და მის ძებნას იწყებთ. რაც უფრო დიდ დროს დახარჯავთ მის ძებნაზე, მით უფრო დიდია თქვენი დაშორების რისკი. თქვენი კავშირის არსის გაგებაში დაგეხმარებათ სიზმარში ნანახი ემოციები და საუბარი. თუ ტელეფონზე საუბრობთ, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ერთმანეთს სულიერად ვერ უგებთ, ან თანდათანობით განმარტოება გინდათ. სიზმარში კაცი ძალიან გაღიზიანებულია, განცვიფრებული- ნიშნავს, რომ რაღაცას ატყუებთ მას, და ამის გამო ნანობთ.
სიზმრის მნიშვნელობა საქმროს შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ნანახი საქმრო ( ვინმესი არა, არამედ აბსტრაქტული საქმრო კოსტიუმში და ტრადიციული თაიგულით) მოასწავებს ცვლილებებს პირად ცხოვრებაში. ან სასიამოვნო ადამიანის გაიცნობას ყველა გამომდინარე შედეგით, ან პირადი სტატუსის შეცვლას- გაუთხოვარი გათხოვდება, დაუოჯახებელი დაოჯახდება. თუ სიზმარში ნახეთ საქმრო პატარძლის გარეშე, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში იტანჯებით იმის გამო, რომ თქვენს ინტიმურ ურთიერთობაში ჰარმონია არ არსებობს. გრძნობთ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამას ისურვებდით, მაგრამ როგორ დაუბრუნოთ სექსს ჰარმონია, არ იცით. თუ სიზმარში ნახეთ საქმრო პატარძალთან ერთად, ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობები როგორც ცხოვრებაში, ისე საწოლში, შესაშურია.