დაგესიზმრათ სიყვარული
მილერის მიხედვით
სიზმარში საყვარელი ადამიანის ნახვა თქვენი დღევანდელი გარემოცვით კმაყოფილებას ნიშნავს. იმის ახვა, რომ სხვების სიყვარული ბედნიერებით გავსებთ, მოასწავებს, რომ საქმეების წარმატებული მართვა კმაყოფილებასა და ყოველდღიური საზრუნავისგან თავისუფლებას მოგცემთ. თუ სიზმარში აღმოაჩენთ, რომ სიყვარული გაქრა და საპასუხო გრძნობას აღარ იწვევს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ წინაშე რთული საკითხი დადგება: ხომ არ ჯობია, რომ ცხოვრების სტილი შეცვალოთ ან დაოჯახდეთ და წარმატებას მიაღწიოთ, რათა თავისი მომავალი უზრუველყოთ. ცოლ-ქმრისთვის სიზმარში იმის ნახვა, რომ ერთმანეთი უყვართ, დიდ ოჯახურ ბედნიერებასა და მხიარულ გამჭრიახ ბავშვებს ნიშნავს, რომლებსაც სიხარული მოაქვთ. სიზმარში მოსიყვარულე მშობლების ნახვა მოასწავებს იმას, რომ თქვენში განავითარებთ ხასიათის სიმტკიცესა და მუდმივობას კეთილდღეობისა და საზოგადოებაში მდგომარეობის მიღწევისკენ მისწრაფებაში. სიზმარში ცხოველების სიყვარული კმაყოფილებაზე მიანიშნებს, თუმცა, შესაძლოა, თვითონ ასე არ თვლით; მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ბედი ყველაფრით დაგაჯილდოებთ, რასაც ეს შეგრძნება მოგცემთ.
დაგესიზმრათ შეყვარებული
მილერის მიხედვით
სიზმარში შეყვარებული ხართ- ეს ეგოისტური სურვილებისგან გიცავთ, რომლებიც სკანდალში თქვენი ჩათრევით იმუქრება. ახალგაზრდა ქალისთვის ეს სიზმარი აკრძალულ შეხვედრებს მოასწავებს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ის გაწონასწორებულ და მაღალი ზნეობის მქონე პარტნიორს აირჩევს. გათხოვილი ქალისთვის ასეთი სიზმარი დაუკმაყოფილებლობისა და სახლის გარეთ სიამოვნების სურვილის შესახებ მეტყველებს. თუ სხვები არიან შეყვარებულები, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მორალური მოვალეობების უკუგდებისკენ იქნებით მიდრეკილი. ცხოველები არიან შეყვარებულები- ნიშნავს, რომ ხორციელი სიამოვნება გიტაცებთ.
რატომ გვესიზმრება საყვარელი
ცვეტკოვის მიხედვით
მათთან ურთიერთობები ( როგორც ხედავ); კაცს- საქმეების მსვლელობა; ის კვდება- ურთიერთობები გაირკვევა; ქალი კვდება- რაღაცას გაბედავ; სადღაც მიდიან- დაშორებისკენ.
რატომ გვესიზმრება სიყვარული
ცვეტკოვის მიხედვით
მძინარის ირგვლივ- ბედნიერება; შენ გიყვარს- დიდი ჯილდო; ბედნიერი, იღბლიანი დრო; ცნობადობა; ტყუილი, ავადმყოფობა
რატომ გვესიზმრება შეყვარება
ცვეტკოვის მიხედვით
საქმეების მოულოდნელი ცვლილება ( გააჩნია, ვინ უყვარს)
რატომ გვესიზმრება შეყვარება
ცვეტკოვის მიხედვით
საქმეების მოულოდნელი ცვლილება ( გააჩნია, ვინ შეიყვარა)