კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ კარი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში შედიხართ კარებში, ეს ცილისმწამებლებისა და არაკეთილმოსურნეების თავიდან მოშორების ამაო მცდელობებს მოასწავებს. ერთადერთი კარი, რომელშიც თქვენს სიზმრებში შედიხართ, არის თქვენი ბავშვობის სახლის კარი - ეს თქვენთვის მომავალში ბედნიერებასა და მონათესავე სულების გარემოცვას მოასწავებს. თუ სიზმარში უყურებთ კარს ღამით კოკისპირული წვიმის დროს - ეს თქვენთვის უპატიებელ ქცევებსა და თავქარიან შეხვედრებს მოასწავებს. სხვები შედიან და გამოდიან კარებში- თქვენი საქმეების მოგვარებისას შესაძლო სირთულეებს ნიშნავს; გლეხებისა და პოლიტიკური მოღვაწეებისთვის ეს სიზმარი ცუდი ნიშნებით სავსეა. თუ კარი მოულოდნელად ჩამოვარდა მისი დაკეტვის მცდელობის დროს და თანაც ვინმეს ავნო- სიზმარი თქვენი მეგობრებისთვის საშიშროებას მოასწავებს.
დაგესიზმრათ კარიბჭე
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ კარიბჭეს გადიხართ, მღელვარე სიახლეებს მოასწავებს. საქმიან სფეროში შესაძლებელია გაუგებრობები და შეცდომები. დაკეტილი კარიბჭეს ნახვა ნიშნავს, რომ წარმოქმნილ სირთულეებს ვერ გადალახავთ. კარიბჭეს დაკეტვა წარმატებულ საქმეებს, კარგ მეგობრებს ნიშნავს. ძველი გატეხილი კარიბჭე უიღბლობასა და წინააღმდეგობრივ გარემოებებს მოასწავებს. კარიბჭეს გავლის ან მისი გაღების მცდელობა ნიშნავს, რომ თქვენი შრომა მარცხს განიცდის. კარიბჭეზე ქანაობა მოასწავებს, რომ უსარგებლო ამაო თავგადასავლებში იქნებით ჩართული.
რატომ გვესიზმრება კარიბჭე
ცვეტკოვის მიხედვით
დაბრკოლება; გატყდა- უბედურება ოჯახში; ღია- ცდუნება; დაგვიანებული წარმატება.
რატომ გვესიზმრება საწყობში შესვლა
ცვეტკოვის მიხედვით
აყვავება
რატომ გვესიზმრება შესასვლელი
ცვეტკოვის მიხედვით
ცდუნება; ქალებისთვის- დამოკიდებულება; შესასვლელი ფანჯრიდან- კამათი
რატომ გვესიზმრება შესვლა
ცვეტკოვის მიხედვით
საეჭვო საქმეები ან ურთიერთობები
რატომ გვესიზმრება ჭიშკარი
ცვეტკოვის მიხედვით
დამცირება; სრულად ან ნაწილობრივ გაქრა- შვილის ცხოვრება დაინგრა; ჭიშკრის გავლა- დამცირება; ჭიშკრის ნახვა, მისი გაღება- ხანმოკლე ქორწინება.
სიზმარში კარიბჭეს ნახვა
ლოფას მიხედვით
კარიბჭე წარმოადგენს გასასვლელს, ღიობს საზღვარზე ან დაცულ ტერიტორიაზე წვდომას, სადაც, ჩვეულებრივ, შესვლა აკრძალულია. კარიბჭე ღიაა თუ დახურული? მისი გაღება მოგიწიათ თუ თქვენთვის უკვე ღია იყო? ამ კითხვებზე პასუხები აჩვენებს, რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვის გარკვეული სიტუაციების გადაჭრა. რა იპოვეთ კარიბჭეს მიღმა? შენობა: წმინდა და აკრძალული თუ უსაფრთხო და მშვიდი? შესაძლოა, კარიბჭეს მიღმა მოხვდით ადამიანთან, რომელიც მოვიდა, რათა რომელიმე რიტუალის დასრულებაში დაგეხმაროთ. ვინმესთან ერთად კარიბჭეს გავლა ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ, ცუდ ან კარგ სტადიაზე გადასვლას ნიშნავს. აღმოჩენილი შესაძლებლობების წინაშე დაიბენით ან გრძნობთ, რომ რაღაც გაკავებთ დასახული მიზნის მიღწევის გზაზე? კარიბჭე შეიძლება გამოხატავდეს პოტენციურ პროგრესს ან, როგორც მინიმუმ, მის იმედს- გააჩნია, სად მიგიყვანათ.