სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ბუხარი
მილერის მიხედვით
სიზმარში ბუხრის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ძალიან არასასიამოვნო მოხდება. ავადმყოფობის შესახებ ზედმეტად ნაჩქარევ შეტყობინებას მიიღებთ . საკვამურით ჩამოსვლა სევდას მოასწავებს. ბუხრის ნახვა, რომელზეც ვაზი ან სურო იზრდება, მოასწავებს ბედნიერებას, რომელიც სევდისა და ნათესავების დაკარგვის შემდეგ გელოდებათ. ცეცხლის ნახვა, რომელიც ბუხარში იწვის, ნიშნავს , რომ რაღაც ძალიან კარგი გელოდებათ. ბუხართან დამალვა- უბედურება და ეჭვები გეწვევათ, საქმეები ჩაიშლება. ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში იმის ნახვა, რომ ის საკვამურით ჩამოდის, მოასწავებს იმას, რომ ის რაღაც უადგილოს ჩაიდენს, რაც წესიერების წესებს დაარღვევს, და გარშემომყოფებს შეაშინებს. ზემოთ ასვლა კი მეტყველებს იმაზე, რომ ის თავიდან აიცილებს რაღაც უბედურებას, რომელიც მას ელოდება. თუ გესიზმრებათ, რომ შეშის დასადებს ხედავთ ბუხარში, ეს მეგობრებთან თქვენი მომავალი კეთილი ურთიერთობების ნიშანია . თუ სიზმარში ცარიელ ბუხარში ჩაიხედეთ, რომელშიც არც ალი და არც შეშა იყო, ეს სხვადასხვა უბედურებას მოასწავებს.
დაგესიზმრათ შეშა
მილერის მიხედვით
სიზმარში შეშის ნახვა საქმეების არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობასა და საყვარელ ადამიანთან დაშორებას, ჩხუბს ნიშნავს. თუ დიდი მორი გესიზმრებათ, ეს კარგი ნიშანია: თქვენი სასიხარულო მოლოდინები დიდ სადღესასწაულო დღეებში ასრულდება.
რატომ გვესიზმრება ბუხარი
ცვეტკოვის მიხედვით
იწვის- კარგი მსახურება; გაციებული- დაკარგული ადგილი
რატომ გვესიზმრება დაჩეხა
ცვეტკოვის მიხედვით
შეშის, მორების- უცნობის ვიზიტი
რატომ გვესიზმრება დაჩეხა
ცვეტკოვის მიხედვით
შეშის- ზარალი
რატომ გვესიზმრება შეშა
ცვეტკოვის მიხედვით
შეცდომა, სისულელე ; დაწყობილი- დახმარება გარედან.