დაგესიზმრათ ღატაკი
მილერის მიხედვით
სიზმარში ღატაკი ხართ- არასასიამოვნო შემთხვევის მომასწავებელია. ღატაკების ნახვა- ცხოვრებაში დიდსულოვნებისკენ ბიძგება.
დაგესიზმრათ შიმშილი
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ მშიერი ხართ, - ეს თქვენთვის უშედეგო სამუშაოს და მეგობრების გარეშე ყოფნას მოასწავებს. თუ სიზმარში სხვები შიმშილობენ , ნიშნავს, რომ სიღარიბე და თქვენი სამუშაოთი და გარემოცვით უკმაყოფილება გემუქრებათ. ზოგჯერ ეს სიზმარი ავადმყოფობას მოასწავებს. კარგია ის სიზმარი, რომელშიც თქვენი მტრები შიმშილობენ- ეს ნიშნავს, რომ მათ მნიშვნელოვან საქმეში გაასწრებთ. შეყვარებულებისთვის ეს სიზმარი ცუდი ნიშანია: მათი ქორწინება შეიძლება უბედური აღმოჩნდეს. თუ სიზმარში შიმშილით კვდებით - ეს ცუდ შედეგებს მოასწავებს რომელიმე საქმეში, რომელიც იღბალს და წარმატებას გპირდებათ.
რატომ გვესიზმრება შიმშილი
ცვეტკოვის მიხედვით
შიმშილის გრძნობა- საქმეების მოწყობა, რაც უფრო ძლიერია შიმშილი, მით უკეთაა საქმეები.
შიმშილი
აიურვედას მიხედვით
ეს საყოველთაო აყვავების და პირადი სიმშივიდის, დიდი სიამოვნების ნიშანია. ეს სიზმარი შიმშილის საწინააღმდეგო მოვლენებს მოასწავებს.
შიმშილი სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
სიზმარი, რომელშიც ბევრი ადამიანი ნახეთ, რომლებიც შიმშილით იხოცებიან, ცუდი ნიშანია. შესაძლოა, მომავალში მოხდება მოვლენა, რომელსაც ადამიანისთვის შეუქცევადი შედეგები ექნება. თუ სიზმარში ძლიერ შიმშილს განიცდით - რეალობაში თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება საწინააღმდეგი სქესის წარმომადგენლების თქვენ მიმართ ზედმეტი ყურადღების გამო. სიზმარში იმის ნახვა, რომ თქვენი რომელიმე ახლობელი შიმშილით კვდება, მოვლენათა მოულოდნელ ცვლილებას მოასწავებს. სიზმარი, რომელშიც მშივრების გამოკვებას ცდილობთ , სულიერი სრულყოფისკენ სწრაფვას ნიშნავს . თუ სიზმარში ვინმემ შიმშილით სიკვდილისგან გადაგარჩინათ, რეალობაში მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებთ ადამიანისგან , ვის დახმარებასაც არ ელოდით.