სიზმრების ახსნა
სიზმარში შინაური ცხოველების ნახვა
ლოფას მიხედვით
სიზმრები შინაური ცხოველების შესახებ იშვიათი არ არის: ჩვენს ცხოვრებაში შინაური ცხოველები აღიქმებიან როგორც ოჯახის წევრები, ზოგჯერ კი მათ მეტი სიმპათიის ვეპყრობით, ვიდრე ოჯახის წევრებს! შინაური ცხოველები სიზმრის სხვა მოვლენების პარალელურად უნდა განიხილებოდნენ , თუმცა ასეთი სიზმრები შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ან მღელვარე იყოს. იმ შინაური ცხოველის შეძენა, რომელიც რეალობაში არ გყავთ, შეიძლება ასახავდეს თქვენს სურვილს , რომ ცხოველი გყავდეთ. თუმცა, ასეთი სიზმარი შეიძლება სიმბოლურიც იყოს, თუ შინაური ცხოველის ყოლა რომელიმე პიროვნულ ურთიერთობებს გამოხატავს , რომლებიც რეალურ ცხოვრებაში უკვე გაქვთ. ცხოველის სიკვდილი- ასეთი სახის სიზმრის სხვა ტიპია. ასეთი სიზმარი შეიძლება გამოხატავდეს მღელვარებას, თუ რეალურ ცხოვრებაში შინაური ცხოველი ჯერ ცოცხალია. თუმცა, თუ ის მოკვდა, ასეთი სიზმარი შეიძლება იყოს თქვენი ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე გადასვლის სიმბოლო. წინსვლასთან ერთად, ეს სიმბოლო თქვენს მეხსიერებაში რჩება ან თავს გახსენებთ მსგავსი ახალი გადასვლისთვის მომზადებისას. ასეთი სიზმრის მესამე ტიპი არის სიზმარი იმ ცხოველების მონაწილეობით, რომლებიც არასდროს გყოლიათ და რომელთა ყოლაც რეალურ ცხოვრებაში არ გინდოდათ. მაგალითად, სიზმარში თქვენი შინაური ცხოველი შეიძლება გახდეს გველი, თუმცა რეალურ ცხოვრებაში გველების საშინლად გეშინიათ. ასეთი სიზმარი შეიძლება გამოხატავდეს გამარჯვების მოპოვების ან გარკვეულ ცხოვრებისეულ სფეროზე კონტროლის დამყარების სურვილს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ცხოველთან გაქვთ საქმე. რა როლს ასრულებს შინაური ცხოველი? სიზმარში ის კომპანიონის სახით იყო, ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა თუ არსებულ ურთიერთობებს სიახლის ელემენტებს ანიჭებდა?