კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
რატომ გვესიზმრება შიშველი ქალი
ზოგადი ახსნით
სიზმარში შიშველი ქალის ნახვა - ეს სიუჟეტი არაერთმნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ის წმინდა აზრებს გამოხატავს, მეორე მხრივ- სიზმრის მნახველის ცოდვილ მხარეს, მის მანკიერ სურვილებს. განვიხილოთ, როგორ ხსნიან შიშველ ქალს . იმისთვის რომ უფრო ზუსტად გაიგოთ სიზმრის მნიშვნელობა , წაიკითხეთ ყველა განსაზღვრება, იფიქრეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის კონკრეტულად თქვენთვის. შესაძლოა, რამდენიმე განმარტებიდან საერთო სურათს შეადგენთ.
სიზმრის ახსნა ვანგას, მილერის, ლოფას მიხედვით
დიდი თანამედროვე ახსნით
1. მილერის თანახმად, სიზმარი შიშველ ქალთან ნიშნავს, რომ მტრებს თქვენი შეცდენა სურთ, და სხვადასხვა ხერხს იყენებენ, მაგალითად, ჭორებს, მაგრამ მათ არ უნდა უსმინოთ და თქვენი მიზნისკენ უნდა წახვიდეთ. 2. ხასსე სიზმარს შიშველ ქალთან უკიდურესად ნეგატიური კუთხით განმარტავს. ასეთი სიუჟეტი შეიძლება საყვარლის ღალატს, სერიოზულ ავადმყოფობას, თქვენი გარემოცვიდან შურიანი ადამიანების მხრიდან გაუმართლებელ ჭორებს მოასწავებდეს. ყურადღებით უნდა გადახედოთ თქვენი ურთიერთობების წრეს, და დაკვნები გამოიტანოთ რამდენიმე ადამიანთან დაკავშირებით. 3. ლოფას ახსნაში შიშველი ქალი ბინძური ზრახვების განსახიერებას წარმოადგენს, რომლებიც თქვენს ცნობიერს დაეუფლნენ. თქვენი მიზნისთვის არასწორი გზა აირჩიეთ, და ეს შეიძლება უსიამოვნებებით დასრულდეს. ამ აზრს უნდა შეეშვათ და პატიოსანი გზებით გადაჭრათ პრობლემები. 4. ბულგარელი წინასწარმეტყველი ვანგა თვლიდა, რომ სიზმარი შიშველი ქალით მოასწავებს შეცბუნებას, ძლიერ სირცხვილს ჩადენილი საქციელის გამო. მეგობრებისა და ახლობლების წინაშე ბოდიშის მოხდა და დანაშაულის გამოსყიდვა მოგიწევთ. 5. თანამედროვე ახსნაში სიუჟეტი შიშველ ქალთან მატერიალურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. ის მიანიშნებს მოსალოდნელ ხარჯებზე, დაუდევრობის გამო ფულის დაკარგვაზე, სიზმრის მნახველისთვის წამგებიანი გარიგების დადებაზე, კაპიტალის დაბანდებაზე იმ საწარმოში, რომელიც გაკოტრდება. ასეთი სიზმარი სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ.
შიშველი გოგონა, სიზმრის ახსნა გარკვეული სიუჟეტებით
ქალების თანამედროვე ახსნით
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, როგორ იქცეოდა სიზმარში შიშველი გოგონა, რა გარემოში ნახეთ ის, რომელ ემოციებს განიცდიდით. ამ შემთხვევაში, თითოეული დეტალი იქნება მნიშვნელოვანი, რადგან მსგავს სიზმრებს ჩვეულებრივ რთული მნიშვნელობა აქვს. თუ ქალი სიზმარში თვითონ არის შიშველი, ეს არც ისე კარგი ნიშანია. ეს შეიძლება სხვადასხვა გაუგებრობაზე მიანიშნებდეს: კონფლიქტი კანონიერ მეუღლესთან, ცრუ დადანაშაულება ცოდვის ჩადენაში, რომელიც არ ჩაგიდენიათ, ჭორები მტრებისგან, არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩენა. თუ კაცს ნაცნობი ქალი შიშველი ესიზმრება, ეს სიუჟეტი ნეგატიურ ხასიათს ატარებს. ის მიანიშნებს იმაზე, რომ მის გარემოცვაში ენერგეტიკული ვამპირები არიან, რომლებიც მის შეცდენას ცდილობენ და მის შესაძლებლობებს იყენებენ. ასტროლოგები გირჩევენ, ამ შემთხვევაში, უფრო ყურადღებით დააკვირდეთ თქვენს ნაცნობებს, და ეცადოთ, იპოვოთ ასეთი ადამიანი, რათა მასთან ურთიერთობა გაწყვიტოთ. თუ სიზმარში შიშველმა გოგონამ შეამჩნია, რომ მას ხედავთ და დამალვას ცდილობთ, სიზმარი წარმოადგენს ძლიერი ეჭვის ან წინააღმდეგობის ანარეკლს იმ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა თქვენ, თქვენს პარტნიორსა და მეგობარს შორის . აუცილებლად სცადეთ ამ სიტუაციის მოგვარება, რათა დაიბრუნოთ სიყვარული და მეგობრობა. სიზმარში შიშველი ქალის ნახვა, რომელსაც წყალში ძინავს- სიზმარი წყლის სისუფთავეზე არის დამოკიდებული. თუ ის გამჭვირვალეა, თქვენი ზრახვები სწორია და სწორ გზაზე მიდიხართ. თუ წყალი ბინძურია- ეს იმის ნიშანია, რომ შეხვდებით ცდუნებას, რომელიც ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ, თუ დროულად არ აიყვანთ თავს ხელში. კაცს ესიზმრება ყოფილი ცოლი შიშველი- ეს დაუგეგმავ მნიშვნელოვან ხარჯებს მოასწავებს, რომლებიც მის ფინანსურ მდგომარეობას გააუარესებენ. მან უნდა მოითმინოს და ძალა მოიკრიბოს, რომ სიტუაცია გამოასწოროს. მას ან სამსახურის შეცვლა მოუწევს უფრო მაღალანაზღაურებადზე, ან დამატებითი სამუშაოს ძებნა, რათა მატერიალურ სირთულეებს გაუმკლვადეს. შიშველი ქალი, რომელიც აუზში , მდინარეში ან სხვაგან ცურავს, ნიშნავს, რომ სიზმრის მნახველი ძლიერი, დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელიც სხვის აზრს არ ექვემდებარება, და საკმაოდ ქარიზმატულია. ასეთი ადამიანი სხვებს იმორჩილებს, ყოველთვის მიდის დასახული მიზნებისკენ. კაცს მისი ყოფილი კოლეგა შიშველი ესიზმრება- ასეთი სიუჟეტი ნეგატივს ასახავს, რომელიც გამომდინარეობს ადამიანისგან თქვენი გარემოცვიდან. ოდესღაც მას ძალიან აწყენინეთ, და მან თავისი წყენა დამალა. უნდა დაფიქრდეთ, ვინ შეიძლება იყოს ის, ეცადოთ, დანაშაული გამოისყიდოთ , და ურთიერთობები დაალაგოთ. გესიზმრებათ შიშველი ქალი, რომელიც რეალობაში თქვენი შეყვარებულია- თითქოს, ეს კარგი სიზმარია ნებისმიერი კაცისთვის. თუმცა, ეს სიუჟეტი არის სიგნალი ქვეცნობიერისგან- თქვენს შეყვარებულს მეტი ყურადღება სჭირდება. გაანებივრეთ ის მცირე საჩუქრებით, მოაწყვეთ რომანტიული ვახშამი-და დაინახავთ, როგორი თბილი და უფრო ახლო ურთიერთობები გექნებათ. დაგესიზმრათ, რომ შიშველი ქალი თქვენს სამსახურში იმყოფება- ეს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გაფუჭებას ნიშნავს. სამსახურში შესაძლებელია ინციდენტი, რომლის შემდეგაც თქვენი რეპუტაცია ძლიერ შეილახება ხელმძღვანელობის თვალში. ბევრი მუშაობა მოგიწევთ, რომ დაკარგული ნდობა დაიბრუნოთ. გახსოვდეთ, რომ სიზმრები , ჩვეულებრივ, არის იმ სცენარის მომასწავებელი, რომელიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენს ძალაშია, რაღაც მომენტებზე გავლენა მოვახდინოთ და თავიდან ავიცილოთ ისინი. ეს სწორედ ეს შემთხვევაა. სიფხიზლე სასარგებლო იქნება. თუ სიზმარში ნახეთ თქვენი ნაცნობი ტანსაცმლის გარეშე დღესასწაულსა ან წვეულებაზე- პირადად თქვენთვის ასეთი სიუჟეტი არაფერს მოასწავებს, მაგრამ სიზმარში ნანახ პერსონაჟს რაღაც პრობლემები ელოდება. ალბათ, სწორედ თქვენ უნდა დაეხმაროთ მას რჩევით ან საქმით, რომ სირთულეები დაძლიოს. კაცს ძალიან ბევრი შიშველი გოგონა ესიზმრება- ჩანს, ასეთი სიზმარი ნამდვილი სამოთხეა მისთვის. თუმცა, რეალობაში ასეთი სიზმარი მოასწავებს გაუგებრობებსა და დარდს: ღალატს, სამსახურიდან გაშვებას, ავადმყოფობას და სხვა უსიამოვნებებს. თუ ნახეთ ქალი პლიაჟზე საცურაო კოსტუმის გარეშე- ეს კარგი ნიშანია. ასეთი სიზმარი მოასწავებს იმ საქმეებში წარმატებას, რომლებსაც ჩაიფიქრებთ, თანაც, მათი განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი მატერიალური და ფიზიკური ხარჯი არ დაგჭირდებათ. იღბალი თან გახლავთ, და მალე დაწყებული საქმე მოგებასაც მოგიტანთ. მაგრამ გახსოვდეთ, თავისით არაფერი გამოდის, ბევრი უნდა იშრომოთ, მთავარია, დასახულ მიზანს არ გადაუხვიოთ.უჩვეულო სიზმარი- გესიზმრებათ შიშველი ტრანსსექსუალი. ეს არის თქვენი მღელვარე აზრების ანარეკლი მეორე ნახევართან სექსუალურ ურთიერთბებთან დაკავშირებით. ჯობია, ერთად განიხილოთ მომეტები, რომლებიც არ გაკმაყოფილებთ, რათა არ შეიყვანოთ სიტუაცია ჩიხში და არ გამოიწვიოთ ღალატი .