სიზმრების ახსნა
სიზმრის მნიშვნელობა შხაპის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ შხაპი, ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ცხოვრებისეულ ძალებს და ენერგიას იგრძნობთ, რაც თქვენ და თქვენს პარტნიორს იმის საშუალებას მოგცემთ, რომ თავი ნეტარების მწვერვალზე იგრძნოთ სიყვარულით დაკავების დროს. ასეთი რამ დიდი ხანია არ გიგრძვნიათ, ამიტომაც მომხდარს ბედის საჩუქრად აღიქვამთ. შხაპის მიღება ნიშნავს, რომ შეხვდებით ადამიანს, რომელიც წუთიერად დარჩება თქვენს ცხოვრებაში, და მხოლოდ მცირე კვალს დატოვებს. ერთად მშვენიერ დღეებს გაატარებთ, მაგრამ ამას ურთიერთობების გაგრძელება არ მოჰყვება. თუ სიზმარში ცხელი ონკანიდან ცივი წყალი მოდიოდა, ნიშნავს, რომ სასიყვარულო იმედგაცრუებას გადაიტანთ. ამაში ირიბად თქვენი ბრალი იქნება. გაფრთხილებდნენ, რომ ასეთი შედეგი კანონზომიერია, მაგრამ თქვენ საკუთარ ძალებს ენდობოდით და შეცდით. ხოლო თუ სიზმარში ცივი ონკანიდან ცხელი წყალი მოდიოდა, ეს გაფრთხილებთ იმას, რომ რეალობაში შეცდომას დაუშვებთ, თუ მიენდობით ადამიანს, რომელიც სანდო არ არის.