სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ტურისტი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ტურისტი ხართ- ნიშნავს, რომ მალე რომელიმე წარმტაც საქმეში მონაწილეობას მიიღებთ, რომელიც მშობლიური სახლისგან დაგაშორებთ. თუ სიზმარში რამდენიმე ტურისტი ნახეთ, ეს ახალ, მაგრამ არასტაბილურ სამუშაოს და სიყვარულში დაურწმუნებლობას მოასწავებს .
დაგესიზმრათ უცხოელი
მილერის მიხედვით
სიზმარში უცხოელის ნახვა, რომელიც მოგწონთ, მომავალში კარგ ჯანმრთელობას და სხვა ხელსაყრელ გარემოებებს ნიშნავს. თუ ის არ მოგწონთ- იმედგაცრუებას ელოდეთ. თუ სიზმარში უცხოელი ხართ- ერთგულ მეგობრებს ნიშნავს.
რატომ გვესიზმრება სიზმარი სტუმრის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში ეს სიმბოლო მოულოდნელობას, ამბავს, დაშორებას, არაკეთილმოსურნეს, ხარჯებს ნიშნავს. სიზმარი, რომელშიც სტუმრების მოსვლისთვის ემზადებით, რეალობაში მოსაწყენ ცხოვრებისეულ ერთფეროვნებას მოასწავებს. უახლოეს დროს ცხოვრებას ალბათ ვერ გაიფერადებთ. მოულოდნელი სტუმრის გამოჩენა ნიშნავს ამბავს, რომელსაც არაკეთილმოსურნესგან მიიღებთ. სიზმარში საკუთარი თავის სტუმრის სახით ნახვა იმის ნიშანია, რომ რეალურ ცხოვრებაში მსხვილი ფინანსური ხარჯები გელოდებათ. სიზმარში სტუმრებს ელოდით, მაგრამ არავინ მოვიდა, რეალურ ცხოვრებაში ეს სიზმარი საყვარელ ან ახლო ადამიანთან დაშორებას მოასწავებს. სიზმარი, რომელშიც უცნობი ქერა ქალი მოვიდა თქვენთან სტუმრად, მძიმე ავადმყოფობას ან სიკვდილს მოასწავებს. სიზმარში სტუმრის მოსვლისთვის ემზადებით. კარზე დააკაკუნეს, მაგრამ, როდესაც ის გააღეთ, დარწმუნდით, რომ საიდუმლო სტუმარი გაუჩინარდა, ეს იმის ნიშანია, რომ რეალობაში არაკეთილმოსურნეების ცილისწამების არ უნდა შეგეშინდეთ. გარემოებები ისე ჩამოყალიბდება, რომ ყველა მათი განზრახვა გამოაშკარავდება. სტუმრად ცარიელ სუფრასთან სხდომა ცარიელ დანაპირებს და ღალატს ნიშნავს. თუ თქვენთან სტუმრად გარდაცვლილი ადამიანები არიან, ეს ბედის მოულოდნელ შემოტრიალებას მოასწავებს.