კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
მოჩვენება
აიურვედას მიხედვით
ასეთი სიზმარი ცუდი ნიშანია. ყველგან სირთულე იქნება. თქვენი მტრები დაგამარცხებენ.
რატომ გვესიზმრება მოჩვენება
ცვეტკოვის მიხედვით
თუ შეშინებულია- დიდი ძალების მონაწილეობა, გავლენა მძინარეზე; მეგობრობ- კარგი ნიშანია განზრახული საქმისთვის; არ შეგეშინდათ- კარგი ამბები; ბოსტანში- განთავისუფლება, სული დამშვიდდება.
რატომ გვესიზმრება სიზმარი სულის შესახებ
ვანგას მიხედვით
თუ სიზმარში თქვენი სული ნახეთ, ასეთი სიზმარი თქვენს ღვთისმოსაობაზე მეტყველებს . რამდენიმეჯერ იფიქრებთ, სანამ რამეს მოიმოქმედებთ. გარშემომყოფებისთვის ცნობილი ხართ როგორც პატიოსანი, კეთილშობილი, გულმოწყალე და რელიგიური ადამიანი. თუ დაგესიზმრათ, რომ სული თქვენი სხეულისგან განცალკევდა, ასეთი სიზმარი სერიოზულ ავადმყოფობას ან სიკვდილს წინასწარმეტყველებს. თქვენი სული გარდაცვალების შემდეგ დედამიწაზე სხვა სახით დაბრუნდება . თუ ნახეთ, რომ რომელიღაც ადამიანის სული სხეულისგან განცალკევდა, მალე სევდიან ამბავს მიიღებთ ახლო ადამიანის გარდაცვალების ან მომაკვდინებელი სენის შესახებ. სიზმარში სულის გადარჩენის თხოვნა იმის ნიშანია, რომ თქვენი ცხოვრების გარემოებები ისე ჩამოყალიბდება, რომ დახმარებისთვის ღმერთს მიმართავს. მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებთ მშვიდობასა და ჰარმონიას.
რატომ გვესიზმრება სული
ცვეტკოვის მიხედვით
საუბარი- ტყუილი ყველაზე მოულოდნელ ადგილას
რატომ გვესიზმრება წმინდანი
ცვეტკოვის მიხედვით
იმედი; მასთან საუბარი- სევდა, სინანული წარსულის გამო; განდეგილი- მარტოობა, აღიარების არარსებობა.
სიზმარში ანიმას ნახვა
ლოფას მიხედვით
ეს ტერმინები ფსიქოლოგმა იუნგამ შემოიღო თითოეულ ჩვენგანში დამალული საწინააღმდეგო სქესის საწყისის აღსანიშნავად. ანიმა არის კაცის ქვეცნობიერის ქალური ელემენტი. ანიმუსი არის ქალის ქვეცნობიერის მამაკაცური ასპექტი. სიზმრებში ანიმა/ანიმუსი გამოდიან როგორც დამხმარის, ისე ანტაგონისტის სახით. ეს ფიგურები ჩნდებიან როგორც ადამიანების პროტოტიპები, რომელთა მიმართაც ძლიერ სასიყვარულო- რომანტიულ ან პლატონიკურ გრძნობებს განვიცდით. იუნგა თვლიდა, რომ ანიმა/ანიმუსი მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა გასაგები, რომლებმაც ნამდვილი სიყვარული განიცადეს. თუმცა, საწინააღმდეგო სქესის საწყისი ჩვენში ასევე შეიძლება ნეგატიურ მომენტებზეც მიანიშნებდეს, რომლებიც ჩვენს ცნობიერბში საწინააღმდეგი სქესის წარმომადგენლებთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ზოგჯერ სიზმარში საწინააღმდეგო სქესის ადამიანი ჩვენს შინაგან "მე"-ს განასახიერებს. ყურადღებით გააანალიზეთ ყველა საწინააღმდეგო სქესის ადამიანი, რომლებიც თქვენს სიზმრებში ფიგურირებენ, როგორც ჩვენი საკუთარი ანიმას/ანიმუსის შესაძლო გამოვლენა. როგორი დასკვნები გამოიტანეთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებიდან? გეშინიათ მათი, გრძნობთ გატაცებას თუ რაღაც მიზეზის გამო ზიზღს განიცდით?
სიზმარში წმინდანების ნახვა
ლოფას მიხედვით
წმინდანები გვევლინებიან სიზმრებში როგორც სიკეთის მაუწყებლები .იმის მიუხედავად, რომ ასეთი სიზმრები, უმეტეს შემთხვევაში , დადებითია, ისინი შეიძლება ტოვებდნენ შეგრძნებას, რომ ყველაფერს არ აკეთებთ, რაც თქვენზე არის დამოკიდებული, რათა ამ სამყაროში სიკეთის დესპანი გახდეთ. პრაქტიკული დახმარების კუთხით სიზმარმა შეიძლება საქველმოქმედო ღონისძიებასა ან ფულადი შესაწირის შეგროვებაში მონაწილეობის მიღებისთვის შთაგაგონოთ. მეორე მხრივ, ეს არის შეხსენება არჩევანის შესახებ, რომლის გაკეთებაც რეალურ ცხოვრებაში მოგიწევთ. თუ თქვენი ფსიქიკა ეგოს სურვილებისა და სუპერეგოს შეზღუდვებს შორის კონფლიქტის ცენტრში იმყოფება, უკანასკნელი მართლმსაჯულების მხარდაჭერას მიიღებს თავისი პოზიციების გასამყარებლად. ზოგჯერ ეს საკმაოდ უცნაურ გარემოებებში ხდება. სიზმარში სექსუალური ლტოლვის ობიექტის შესახებ ეს ობიექტი მოულოდნელად შეიძლება მღვდლის, პასტორის, რაბინის, პოლიციელის ან მკაცრი მასწავლებლის ტანსაცმელში აღმოჩნდეს. თუ წმინდანის ფიგურა თქვენს სიზმარში დემონად იქცა, ან მისთვის არატიპიურ ემოციებს იწვევს , შესაძლოა, ეს არის ნიშანი, რომელიც მიანიშნებს იმ მორალური პრინციპების გადახედვის აუცილებლობაზე, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში იცავთ. წმინდანი თქვენს სიზმარში ჩნდება როგორც ემოციური სიკეთის მატარებელი ან დამხმარე, თუ როგორც კანონის და მართლწესრიგის დამცველი?