კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
რატომ გვესიზმრება ცისფერი ფერი
ხასსეს მიხედვით
ხასსე ამბობს, რომ თუ ადამიანი სიზმარში ცისფერ ფერს ხედავს, ეს დიდ უსიამოვნებებს მოასწავებს.
რტომ გვესიზმრება ფერი
ცვეტკოვის მიხედვით
ხასხასა- კარგია; სიზმარში ფერების სიხასხასე- მიღწევა, წარმატებები, რაც ფერზე ან სინათლეზე არ არის დამოკიდებული. შესაძლოა, რამის მალე განხორციელება ( ლურჯის გარდა).
სიზმარში ფერების ნახვა
ლოფას მიხედვით
როგორც წესი, ჩვენ ფერად სიზმრებს ვხედავთ, რადგან ფერად სამყაროში ვცხოვრობთ . მაგრამ თუ რომელიმე ფერი უპირატესი ხდება ან სიზმარში უჩვეულოდ გამოვლინდება , ის უფრო დეტალურად უნდა განვიხილოთ , განსაკუთრებით თუ სიზმარში ყველა ქმედება ერთი ფერის სხვადასხვა ელფერის გარემოში ხდება ან თუ რომელიმე საგანი თავისი არასტანდარტული შეფერილობით გამოირჩევა. რადგან ბევრ ფერს ტრადიციულად გარკვეულ გრძნობებს და ემოციებს უკავშირებენ , ბევრი მათგანი არქეტიპურია და იუნგას თეორიასთან არის დაკავშირებული . მაგრამ ერთმნიშვნელოვანი განმარტებით არ უნდა შემოვიფარგლოთ: ფერის სიმბოლიკა მის ფარგლებს სცდება და ფერისა და მასთან დაკავშირებული სიტუაციების თქვენს პირად აღქმაზეა დამოკიდებული . თუ იუნგას დახასიათება არ შეგესაბამებათ , თავისუფალი ასოციაციის მეთოდი სცადეთ და შეუსაბამეთ რეალური ცხოვრების ელემენტები იმ ფერს, რა ფერის საგანიც იყო თქვენს სიზმარში. ფერი: დადებითი ასპექტი- უარყოფითი ასპექტი . ლურჯი, ცისფერი: კეთილშობილება, სიმშვიდე- დეპრესია. შავი: ძალაუფლება - სიკვდილი ან გლოვა. ყავისფერი: მიწა, ბუნება- კოპროლოგიური . რუხი: ნეიტრალური- ვნების არარსებობა, სიკვდილი. მწვანე: ნაყოფიერება, განახლება, სიმდიდრე- სიხარბე, შური. წითელი: თავგანწირვა, სექსუალურობა- ავხორცობა, აკრძალული სექსი, დამცირება, ფიზიკური დაზიანება. ნარინჯისფერი: თავგადასავლები, ცვლილებები- იძულებული ცვლილებები, დესტრუქცია. იისფერი: დიდებულება, პოზიტიური პიროვნული ზრდა- დაზიანება. ყვითელი- განათლება- სიმხდალე, ავადმყოფობა. თეთრი: სისუფთავე, ჯანმრთელობა, წმინდა რიტუალი- სიცარიელე.